საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მთ.ბუღალტრის პროგრამა


მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირებ

სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტრის პროგრამა ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) განათლების სტანდარტებს და საგანმანათლებლო რეკომენდაციებს. მისი მიზანია დასაქმებული ბუღალტრების კვალიფიკაციის ამაღლება და პროფესიული დახელოვნება. ბაფი მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო პროგრამით სერტიფიცირებას ახორციელებს 2001 წლიდან და შედეგად მიიღო საქართველოს კერძო სამართლის საწარმოებში დასაქმებული კვალიფიციური მთავარი ბუღალტრები.

 

  1. პროგრამაში ჩართვის უფლება

პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს პირს, რომელსაც აქვს:

 ა)   უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით (ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსური  მენეჯმენტის, საინვესტიციო ანალიზის და საგადასახადო კონტროლის სფერო) მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან

ბ)   პროფესიული ეკონომიკური (ან ეკვივალენტური) განათლება და პროფილით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება; ან

გ)   აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პროფილით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

დ) ზემოთაღნიშნული მოთხოვნების დაცვით - სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე ჩააბაროს გამოცდა;

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პროგრამაში ჩართვაზე ბაფში განაცხადი უნდა გააკეთოს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა და/ან 10 მარტის პერიოდამდე. ამ თარიღების შემდეგ ათდღიან ვადაში ინიშნება ღია კარის დღე, რომელზე დასწრება სავალდებულოა.

რეგისტრაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები

მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების  პროგ­რა­მაში ჩართვის მსურველი ბაფში პრეტენდენტად და პბი-ში სტუდენტად რეგისტრაციისათვის ავსებს განცხადებას და ანკეტას, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ბაფში გაწევრიანება;
  • პირადი განცხადება;
  • განათლების დამადასტურებელი საბუთის (დიპლომი) ასლი (1-ცალი);
  • შრომითი სტაჟის დამადასტურებელი საბუთი (შრომის წიგნაკის ამონაწერი, ან ცნობა);
  • საგამოცდო გადასახადელის დამადასტურებელი საბუთის ასლი;

 

  1. სერტიფიცირების სრული საფასური

 

  • ასოცირებული წევრის 12-თვის საწევრო გადასახდელი 12 ლარი, გაწევრიანების ერთჯერადი საფასური 5 ლარი-ჯამში 17 ლარი
  • ლიტერატურის ღირებულება – 60 ლარი.
  • სასწავლო პროცესის საფასური – 300 ლარი (პბი);
  • სერტიფიცირების საფასური – 240 ლარი.

  

  1. საბანკო რეკვიზიტები:

 

ლიტერატურისა და სერტიფიცირების საფასური – 300 ლარი 

 

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

 

  • სს „თიბისი” ბანკი - კოდი:       TBCBGE 22;       ა/ა GE83TB0600000000700665.
  • ბაფის სალაროში

  სასწავლო პროცესის საფასური – 300 ლარი

 შპს „პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი“ (პბი)

 

  • სს „თიბისი“ ბანკი, კოდი: TBCBGE 22;       ა/ა GE30TB 0600000021467767
  • სს საქართველოს ბანკი, კოდი: BAGAGE22;        ა/ა GE19BG0000000128960901

 

  1. გამოცდა

 

  1. მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სერტიფიკატის მოსაპოვებლად პრეტენდენტე-ბისათვის გამოცდები ჩატარდება წელიწადში ორჯერ - ივნისსა და დეკემბერში.
  2. გამოცდა ტესტირების სახით ყველა საგანში ერთად ბარდება (გარდა კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებისა).
  3. გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომელიც გამოავლენს კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენების უნარს 1-3 დღით ადრე ჩატარებულ გამოცდაზე.
  4. გამოცდა ტარდება ტესტებისა და ამოცანების გამოყენებით, რომლებიც სრული კონფიდენციალობის პირობებში მზადდება ყოველი გამოცდისათვის და პრეტენდენტისათვის ცნობილი ხდება გამოცდის დაწყების მომენტში.
  5. საგამოცდო პროგრამა, შედეგების შეფასების ზოგადი პრინციპი და გამსვლელი ქულა პრეტენდენტს წინასწარ განემარტება.
  6. გამოცდაზე დასაშვებია მხოლოდ კომისიის მიერ ნებადართული დამხმარე მასალების გამოყენება, დაუშვებელია სხვა პრეტენდენტთან ინფორმაციის სიტყვიერი ან სხვა ფორმით აზრთა გაცვლა. აღნიშნული წესების დამრღვევი პრეტენდენტი იხსნება გამოცდიდან და მიიჩნევა, რომ გამოცდა ვერ ჩააბარა.
  7. გამოცდის ბოლოს ყველა პრეტენდენტის ნამუშევარი ბარდება კომისიას, რომელიც 2 დღის ვადაში ნამუშევრებს გასასწორებლად გადასცემს ამ მიზნით შერჩეულ პირებს.
  8. პრეტენდენტის ნამუშევარი უნდა გასწორდეს და შედეგები წარედგენოს პროფესიული განათლების კომიტეტს გამოცდების დღიდან 5 დღის ვადაში.
  9. პრეტენდენტის პროფესიული განათლების დონე მოწმდება სერტიფიცირების გამოცდით.

 

  

  1. საგამოცდო დისციპლინებია:
  • ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება;
  • მმართველობითი აღრიცხვა;
  • ბიზნესის სამართალი;
  • აუდიტის საფუძვლები;
  • საგადასახადო დაბეგვრა;
  • ეთიკის კოდექსი;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები და საბუღალტრო პროგრამების გამოყენება.

 

გამოცდებისათვის მომზადება

 

  • გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს ბაფის პროფესილი განათლების კომიტეტი, მოწვეული დამკვირვებლებისა და ნაშრომების შემფასებელი პირების მონაწილეობით.
  • ბაფის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები (პირები) ადგენენ საგამოცდო ტესტებს.
  • პროგრამაში ჩართული პრეტენდენტი ბაფის გამოცდებისათვის ემზადება ბაფისაგან დამოუკიდებლად.
  • დამოუკიდებელი პრეტენდენტი გამოცდებისათვის ემზადება პბი-ში და ასევე უფლება აქვს, სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე, ჩააბაროს გამოცდა;
  • გამოცდებისათვის მოსამზადებლად პრეტენდენტები უზრუნველყოფილნი არიან სასწავლო ლიტერატურით.
  • საგამოცდო პერიოდში პრეტენდენტებს უტარდებათ წინა საგამოცდო კონსულტაციები.
  • პირველ ცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში (ჩაჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში), პრეტენდენტს შე­უძ­ლია გამოცდაზე დამატებით ერთხელ გასვლა, საზღაურის გარეშე, ხოლო ყოველ შემდგომ გასვლაზე იხდის გამოცდის საფასურს;
  • უარყოფითი შედეგის დროს პრეტენდენტს უფლება აქვს გააპროტესტოს (ნახოს) ნაშრომი და სა­გა­მოც­დო კო­მი­სი­ი­სა­გან მო­ით­ხო­ვოს ნაშ­რო­მის ანა­ლი­ზი.

 

  1. გამოცდაზე ქცევის წესები

 

ინფორმაცია

  • გამოცდაზე დარეგისტრირებამდე პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს საგამოცდო გადახდები შესრულებული.
  1. გამოცდის საფასურის ქვითარი (ბაფის ანგარიშზე);
  2. ბაფის საწევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
  • არასრული გადახდის ანდა არასწორი გადახდის შემთხვევაში პრეტენდენტი გამოცდაზე არ დაიშვება, მან არსებული ხარვეზი უნდა გამოასწოროს და თანხა გადაიტანოს შესაბამის ანაგარიშზე;
  • პრეტენდენტს საწარმოს, სპონსორის ან სხვა პირის მიერ ჩარიცხული (უნაღდო) თანხა უკან არ უბრუნდება, თუ წარმოდგენილი არ იქნა შესატყვისი წერილობითი თანხმობა;
  • გთხოვთ, გადახდის ქვითრები, შეინახოთ გამოცდის ბოლომდე (საჭიროებისამებრ წარმოადგინოთ ბუღალტერთან);
  • თუ პრეტენდენტი დარეგისტრირების შემდეგ ვეღარ ახერხებს გამოცდაზე გასვლას, გამოცდებამდე 5 დღით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს ბაფის ადმინისტრაციას, გააუქმოს განაცხადი და გამოცდის თანხა კრედიტში შეენახება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახდილი თანხა აიღება როგორც შემოსავალი.

 

  1. გამოცდა და კონსულტაცია
  • პრედენდენტისათვის პროგრამაში ჩართვის პერიოდში ცნობილია საგამოცდო კონსულტაციების და გამოცდების ჩატარების გრაფიკი:

კონსულტაციების და გამოცდების ჩატარების გრაფიკი:

 

  • თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა
  1. პროგრამის სერტიფიკატი

ბაფი სერტიფიცირების გამოცდების დასრულების შემდგომ ყოველი წლის იანვარსა და ივნისის თვეში ვერგვერდზე გამოაქვეყნებს პროფესიული განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებას, სერტიფიკატების გაცემის შესახებ.

 

  • სერტიფიკატი
  • გვარები
  • თარიღი

იხილეთ შესაბამისი სერტიფიკატის ნიმუში:

 

  1. სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტრები
  1. საგამოცდო ტესტების ნიმუში

 

ბაფის სერტიფიცირების გამოცდების ნუმუშები ასახავს საგამოცდო საკითხებისადმი მიდგომას, თუ რა სახის, რა სირთულის და რა პრინციპით დგება საგამოცდო ტესტები, რაც დაგეხმარებათ გამოცდაზე დროით ორიენტირებასა და ეფექტურობაში.

 

იხილეთ შესაბამისი ტესტების ნიმუში:

საინფორმაციო ტექტოლოგიები:

გაერთიანებული ტესტების ნიმუში:

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge