საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბუღალტერთა სერტიფიცირების (პროფესიული დონე) კანდიდატების საყურადღებოდ!


პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატთა საყურადღებოდ!

ბაფის პროფესიული სერტიფიცირების 2021 წლის თებერვლის გამოცდების თარიღებს, გამოცდაზე ქცევის წესებსა და გამოცდის ჩატარების წესებში შეტანილი ცვლილებები!

გთხოვთ გაეცნოთ  გამოცდების ჩატარების დამატებით წესებს

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეცვალა გამოცდების ცხრილი და გარკვეული ცვლილებები შევიდა გამოცდაზე ქცევის წესებში.

გამოცდების ცხრილი და გამოცდაზე ქცევის წესები იხილეთ ლინქზე http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=53

გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება გამოცდის თარიღამდე 30 დღით ადრე გამოცდაზე ონლაინ რეგისტრაციის წესების მიხედვით და რეგისტრაცია დამთავრდება გამოცდამდე 10 დღით ადრე. 

http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=53

 

ბიზნესსამართლის მოდული

პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის მეორე ეტაპის ბიზნესსამართლის მოდულის სასწავლო მასალა ხელმი­საწვდომია როგორც მატერიალური (ღირებულებაა 30 ლარი), ასევე ელექტრონული ფორმით უსასყიდლოდ ბაფის ვებგვერდზე (http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=52&artid=51

 P1 და P3 მოდულები

ბუღალტერთა სრული სასერტიფიკაციო პროგრამის P1 და P3 მოდულების ჩაბარების მსურველი კანდიდატების საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, P1 და P3 მოდულები 2020 წლიდან  ჩანაცვლდება ახალი მოდულით  -,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი’’.   აღნიშნულიდან გამომდინარე,  P1 და P3 მოდულში სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება მხოლოდ  2020 წლის ივლისში.

სერტიფიცირების კანდიდატები, რომლებიც ივლისში  ვერ/არ ჩააბარებენ  P1 და P3 

მოდულის გამოცდას  დაექვემდებარებიან  ახალი მოდულის - ,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერის’’ გამოცდის ჩაბარებას. 

P1 და P3 მოდულების სასწავლო ლიტერატურა განთავსებულია ბაფის ვებგვერდზე და კანდიდატებს შეუძლიათ ისარგებლონ მათი  ელექტრონული ვერსიებით.

უმორჩილესად გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოხსენებული!

მადლობა, რომ მონაწილეობთ სერტიფიცირების პროგრამაში.

ბაფის წევრების საყურადღებოდ

ფინანსური აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საკითხებში კონსულტაციების მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი საკონტაქტო მეილებით:tamuna9@gmail.com და kote@gfpaa.ge და მობილურით 599 19 49 77

სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი კონტაქტებით: sh.gamiashvili@gmail.com მობილური 593 30 98 02 ან 595 92 77 03

წიგნების შესაძენად გთხოვთ წინასწარ (ერთი დღით ადრე) შეათანხმოთ თქვენი ბაფში მოსვლის დრო და წარმოადგინოთ წიგნის საფასურის ბანკში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან დაუკავშირდით მეილზე sandronutsa@hotmail.com

პროფესიული სერტიფიცირების პრეტენდენტებო!

შეიცვალა საგამოცდო ტესტების ნიმუშები მოდულებში: ,,ბუღალტერი ბიზნესში“ ( F1); ,,მმართველობითი აღრიცხვა ( F2); ფინანსური აღრიცხვა ( F3) და ,,საგადასახადო დაბეგვრა (F6). საზაფხულო გამოცდები ჩატარდება მსგავსი ფორმატით. განახლებული ნიმუშები იხილეთ ლინქზე:

http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=61

 

სტუდენტების საყურადღებოდ!



სერტიფიცირების კანდიდატების საყურადღებოდ!


გაცნობებთ, რომ შეიცვალა სასწავლო სახელმძღვანელოები ყველა მოდულში...

 

გამოცდის შედეგები

ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდის შედეგები (2020-იანვარი)

 

ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის №ნ-16 ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის 24-ე მუხლის  მიხედვით,  ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, ბუღალტერთა სასერტიფიკაციო  პროგრამის   დისციპლინების (საგნების) აღიარებას, კომპეტენციის საბაზო დონეზე,      ბაფი ახორციელებს.

პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატებისათვის,  დისციპლინების აღიარების (ჩათვლის) კრიტერიუმად, ბაფს დადგენილი აქვს ცალკეული სასერტიფიკაციო საგნებში სილაბუსების შესაბამისობა 70% და მეტი.  

ბაფის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამის მოდულებში (1. ბუღალტერი ბიზნესში; 2. მმართველობითი აღრიცხვა;  3. ფინანსური აღრიცხვა)  სასწავლებლის კურსდამთავრებულის/სტუდენტის მიერ ჩათვლის მისაღებად, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა შეავსოს და გამოგზავნოს თანდართული ფორმები (იხილეთ დანართები)

  1. ბუღალტერი ბიზნესში
  2. მმართველობითი აღრიცხვა
  3. ფინანსური აღრიცხვა

ბაფის განათლების კომიტეტი

 

Certification exams in modules F4 Georgian Business Law and F6 Georgian Taxation

ინგლისურ ენაზე  ბაფის პროფესიული სერტიფიცირების გამოცდებზე გამოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

სერტიფიცირების ინგლისურენოვანი  კანდიდატებისათვის  საქართველოს ბიზნესსამართალსა (F4) და საქართველოს საგადასახადო კოდექსში (F6)  გამოცდები ჩატარდება 2019 წლის 19 და 21 იანვარს.

2019 წლის იანვრის სერტიფიცირების გამოცდების ცხრილი სრულად გამოქვეყნებულია ჩვენ ვებგვერდზე:  www.gfpaa.ge/ განათლება და სერტიფიცირება/ სერტიფიცირებული პროგრამა/ გამოცდები/ ცხრილები.

გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2019 წლის 5 თებერვალს მოდულებისა და რეგისტრაციის ნომრების მიხედვით ვებგვერდზე - www.gfpaa.ge / განათლება და სერტიფიცირება/ სერტიფიცირებუ-ლი პროგრამა/ გამოცდები/ შედეგები.

გამოცდის შედეგების გაპროტესტებაა შესაძლებელი 2019 წლის 5-7 თებერვალს მისამართზე : წერეთლის 61.

სერტიფიცირების გამოცდებზე რეგისტრაცია (განცხადებების მიღება) დასრულდება გამოცდებამდე 10 დღით ადრე  (2019 წლის 9 იანვრამდე).

ბაფის სერტიფიცირების ყველა გამოცდა ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ბაქრაძის ქ. 6-ა (ჩასახვევი წერეთლის 73-ა).

ყველა გამოცდა დაიწყება 11:00 სთ-ზე.

To those willing to sit GFPAA Professional Certification Exams into English language

Certification exams in modules F4 Georgian Business Law and F6 Georgian Taxation for the English speaking candidates’ will be held on January 19th and on January 21st.

The schedule of GFPAA certification exams  for January 2019 is published on our webpage: www.gfpaa.ge /education and certification/ certification program/ exams/ schedule

Exam results will be announced on February 5th 2019  on GFPAA webpage: www.gfpaa.ge /education and certification/ certification program/ exams/ resultsaccording to the modules and registration numbers.

For appealing exam results one has to fill an application form in 61 tsereteli Ave., on February 5th, 6th and 7th 2019 at the address.

Registration for the Professional Certification exams (receiving applications) will be finilized 10 days before the exam date (up to January 9th, 2019) .

All GFPAA Certification exams will be held at the following address: 6a, Bakradze str. (turning from Tsereteli 73a to Bakradze str.)

All exams start at 11:00.

 


ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge