საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ვიზიტი საბერძნეთში


პროფესიული ორგანიზაციების
წარმომადგენელთა ვიზიტი საბერძნეთში

 

2019 წლის 18-19 ნოემბერს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა (ბაფი) და საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ  მენეჯერთა ფედერაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან ვიზიტში საბერძნეთში, სადაც შეხვდნენ კოლეგებს, განიხილეს აუდიტის რეფორმის უპირატესობა და გამოწვევები, ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა სასერთიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესების განხორციელებასა და მონიტორინგზე,  გაეცნენ საბერძნეთში მარეგულირებლისა და პროფესიულ ორგანიზაციას შორის ურთიერთობებს.

ვიზიტის პირველ დღეს პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ საბერძნეთის ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის სტანდარტების ზედამხედველობის საბჭოს (HAASOB) თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ პანაგიოტის ჯიანოპოულოს.

HAASOB ერთადერთი კომპეტენტური ორგანოა, რომელიც პასუხისმგებელია საბერძნეთში აუდიტის პროფესიის ზედამხედველობაზე, აღსრულებასა და სტანდარტების დადგენაზე. შეხვედრაზეგანხილულ იქნა ბოლო წლების განმავლობაში საბერძნეთის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, ევროკავშირის აუდიტის რეფორმასთან შესაბამისობაში მოსაყვანად, HAASOB-ის ამჟამინდელი სტრუქტურა და მისი ურთიერთობა საბერძნეთის პროფესიულ ორგანიზაციასთან - სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ინსტიტუტთან (SOEL).

მეორე დღის განმავლობაში პროფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ აუდიტური კომპანია "სოლკროუს" (SOL Crowe)  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, დოქტორ სტამატის დრიტსას. ბატონმა დრიტსასმა წარმოადგინა საბერძნეთში, კონკრეტულად კი SOL Crowe-ში, აუდიტის პრაქტიკის მოკლე ისტორია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს 197 სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ და წარმოადგენს საბერძნეთში აუდიტის ბაზრის ლიდერს, კლიენტთა რაოდენობის მიხედვით. ბატონმა დრიტსასმა ისაუბრა, კომპანიის მიერ გამოყენებული აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ და აღწერა მონაცემთაან ალიზის ინოვაციური საშუალებები, რომლებსაც იყენებს SOL Crowe აუდიტის სამუშაოს შესრულებისას.

საქართველოს პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს ბერძენ კოლეგებს.

პრეზენტაციების შემდგომ საუბარი იყო პროფესიის  წინაშე არსებულ გამოწვევებზე და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში ხარისხის კონტროლის დადგენილ მოთხოვნებთან მრავალი მცირე ზომის აუდიტური ფირმის შესაბამისობის მიღწევის  შესაძლებლობების განხილვას.

ვიზიტის შედეგები შეჯამება

საქართველოში აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში  მიმდინარე წარმატებული რეფორმის კვალდაკვალ არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია  საერთა­შორისო გამოცდილების გაცნობა. გამოწვევად რჩება მრავალიმცირე ზომის (არა სდპ) აუდიტური ფირმის ხარისხის კონტროლის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევა. საბერძნეთში აუდიტის სფეროში  განხორციელებული რეფორმის გაცნობამ დაგვანახა, რომ ადგილობრივი აუდიტორების (197 აუდიტორი) გაერთიანების შედეგად შექმნილი კომპანია (SOL Crowe) საბერძნეთის აუდიტისბაზრისლიდერია.

ჩვენი აზრით, საბერძნეთის აუდიტის პრაქტიკის  გაცნობა საქართველოში მოქმედი მრავალი მცირე აუდიტური ფირმისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება მათი ნება­ყოფილობით საწყისებზე შერწყმისა და განვითარებისათვის. 

თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ერთობლივი ძალის­ხმევით (თვინინგის პროექტი, სარასი, პროფესიის წარმომადგენლები), დაიგეგმოს და 2020 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს კონფერენცია „საქართველოში მიმდინარე აუდიტის რეფორმის მხარდაჭერა“. კონფერენციაზე მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ  აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებულ მცირე და საშუალო ზომის ფირმების წარმომადგენლებს. კონფერენციის შედეგების პრაქტიკაში დანერგვა უფრო მეტად  ხელშესახები  გახდება, თუ მცირე ზომის აუდიტურ ფირმებს, ჩატარებული ხარისხის კონტროლის მონიტორინგის შედეგად,  ეცოდინებათ, რომელ კატეგორიას აკმაყოფილებენ.

მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, ბაფი მზაობას გამოხატავს აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფერენციის დაგეგმვის, ორგანიზებისა და ჩატარების ეტაპებზე.

დელეგაციის სახელით მადლობას მოვახსენებთ თვინინგის პროექტისა და სარასის წარმომადგენლებს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, მადლობა ბერძენ კოლეგებს  მოწოდებული ინფორმაციისა და სტუმართმოყვარეობისათვის.

ლავრენტი ჭუმბურიძე

ბაფის აღმასრულებელი დირექტორი,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

 

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge