საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







საერთაშორისო სტანდარტების მხარდაჭერა


საერთაშორისო სტანდარტების მხარდაჭერა

ხარისხის პროაქტიული მართვა, ახალი სტანდარტების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს აუდიტის გარდაქმნის შემდგომ ეპოქას

გასულ წელს, როგორც არააუდიტორი,  მე გავწევრიანდი  აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოში (IAASB) და მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული აუდიტის პროფესიის ღირებულებაში. აუდიტის პროფესიამ, საუკეთესო შემთხვევაში,  უნდა უზრუნველყოს მეტი დამაჯერებლობა და ნდობა ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი ბაზრების ფუნქციონირების მიმართ. ამავდროულად, და მიუხედავად მრავალი აუდიტორის კარგი მუშაობისა, ბოლოდროინდელმა კორპორაციულმა ჩავარდნებმა წარმოშვა საფუძვლიანი კითხვები აუდიტის შესაბამისობასა და ხარისხთან დაკავშირებით.

როგორც არასდროს, ჩვენი ბაზრის მონაწილეებს უფრო მეტი ნდობა სჭირდებათ გამოქვეყნებული ინფორმაციისა და მარწმუნებელი მომსახურების მომწოდებლების მიმართ. IAASB მიიჩნევს, რომ სტანდარტების საიმედო ნაკრები, რომელიც ფოკუსირებულია ხარისხზე და თან ახლავს  მკაცრი ეთიკური სტანდარტების დაცვა, არის მნიშვნელოვანი ელემენტი პროფესიისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. დღეს მოხარული ვარ ვთქვა, რომ IAASB– მ დაამტკიცა ხარისხის მართვის სტანდარტების ახალი და შესწორებული პაკეტი (ISQM 1, ISQM 2 და ISA 220 შესწორებული). ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ეს დოკუმენტი მოიწონოს და დაამტკიცოს საზოგადოებრივი ინტერესების საზედამხედველო საბჭომ (PIOB).

ჩვენი ხარისხის მართვის სამი სტანდარტის დამტკიცება წარმოადგენს ცვალებად გარემოზე, ადრე არსებული ხარისხის კონტროლის სტანდარტების ეფექტურობის კუთხით   გამოწვევებზე და ბაზრის მონაწილეთა მზარდ საჭიროებებზე ჩვენი მხრიდან რეაგირების უმაღლეს წერტილს.   სტანდარტების საბოლოო ნაკრების მიზანია მივიღოთ ხარისხის მართვის უფრო ძლიერი სისტემა იმ ფირმებისთვის, რომლებიც იყენებენ IAASB სტანდარტებს, და ეს სისტემა მკვეთრად განსხვავდება ხარისხის კონტროლის  ტრადიციული, უფრო ხაზოვანი მიდგომისგან.

ახალი და შესწორებული სტანდარტები ხელს უწყობს ინტეგრირებულ და უწყვეტ პროცესს ხარისხის მართვის მიმართულების ფირმის იმ გარიგებებთან მიმართებაში, სადაც გამოიყენება ხარისხის სტანდარტები. სტანდარტები მიზნად ისახავს  ხარისხის შესაძლო რისკების   სრულყოფილ და აქტიურ მართვას, უფრო მეტი ანგარიშვალდებულების მეშვეობით, ლიდერობასა და კულტურაზე ყურადღების გაუმჯობესებას და უწყვეტ განვითარებას,  საჭირო მონიტორინგისა და რეაბილიტაციის უკუკავშირის ციკლის საშუალებით.

ერთი ნაბიჯით წინ დასარჩენად, აუდიტის პროფესიისთვის  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  ბინარული, შესაბამისობაზე დაფუძნებული პროცესებიდან ბევრად უფრო პროაქტიულ, დინამიურ, რისკზე დაფუძნებული ხარისხის მართვის მიდგომაზე გადასვლას.  ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებების დაბალანსებას, რათა სტანდარტების გამოყენება შესაძლებელი იყოს ყველა ზომის და სირთულის ფირმების მიერ. მთლიანობაში,  ამ ახალმა სტანდარტებმა უნდა შექმნან ახალი საბაზისო სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ცვლილებებს, გააძლიერებს ფირმების მიერ  ხარისხის თანმიმდევრული მართვის და ხარისხის ამაღლების პროცესს, და უკეთესად დააკმაყოფილებს ფინანსური ანგარიშგების ეკოსისტემის ყველა მონაწილის საჭიროებებს.

ხელმძღვანელობა და ანგარიშვალდებულება

ჩვენი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ  ფირმები ჩვენს სტანდარტებს და მართვის უნარს თავიანთი ორგანიზაციის ფარგლებში.  სტანდარტები მნიშვნელოვნად აძლიერებს კომპანიის ხელმძღვანელობის მოლოდინებსა და ანგარიშვალდებულებას ხარისხის მართვისა  და შესაბამისი კულტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც  მზადაა თანმიმდევრულად უზრუნველყოს გარიგების ხარისხის ვალდებულები. ახალი მოთხოვნები აძლიერებს ფირმის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას სისტემის ეფექტიანი და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად. სტანდარტები მოითხოვს ხარისხის მართვის სისტემის უფრო მკაცრ მონიტორინგს, ხარვეზების ძირითადი მიზეზების გარკვევას და მათი სწრაფ გამოსწორებას. კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობს პროაქტიულ და რეგულარულ თვითშეფასებას, დაეხმარება გარიგების გუნდებს, რომ იგრძნონ მხარდაჭერა თავიანთი მიზნების მისაღწევად გარიგების ხარისხის უზრუნველსაყოფად და  მის რეგულარულ  გასაუმჯობესებლად. 

გაძლიერებული კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის წახალისება

მყარი ორმხრივი კომუნიკაციის წარმოება ხელს შეუწყობს ნებისმიერი გამართული სისტემის მუშაობას. ახალი სტანდარტი, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1 (ISQM1), სცილდება არსებულ მოთხოვნებს, რაც უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას ინფორმაციულ სისტემებზე და აქტიურ ორმხრივ კომუნიკაციაზე, როგორც  ფირმის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

გარე კომუნიკაციების როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმისა და გლობალური მასშტაბით გამჭვირვალობის შესახებ სხვადასხვა ტენდენციის შეფასებისას, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 1 (ISQM1) ზრდის ფირმის პასუხისმგებლობას გარე კომუნიკაციის წარმოების მიმართულებით. ISQM 1 ხელს უწყობს და, ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს ფირმებისგან სათანადოდ აწარმოონ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით უფრო მაღალი  საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შემთხვევაში.

გარიგების ხარისხი უზრუნველყოფა ადეკვატური რესურსების გამოყენებით

ძალაში შესვლის შემდეგ სტანდარტებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ინდივიდუალური გარიგებების  განხორციელებაზე და დამატებითი აქცენტი უნდა გააკეთოს ხარისხის მიმართულებით.  კერძოდ, გარიგების  განხორციელების პროცესში, სტანდარტები ხაზს უსვამს ადეკვატური და შესაბამისი რესურსების მნიშვნელობას - ადამიანური რესურსები, ტექნოლოგიური რესურსები და ინტელექტუალური რესურსები.

ISQM 1 და ხარისხის მართვის ახლად დამტკიცებული ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი 2 (ISQM2) ადგენს მკაფიო მითითებებს იმის შესახებ, თუ როდის არის საჭირო გარიგების ხარისხის მიმოხილვა, რა საკითხები არის განხილვაში ჩართული და ვის შეუძლია ამ მიმოხილვის განხორციელება, შესაბამისად. მიმომხილველის ობიექტურობის ასამაღლებლად, ISQM 2 შემოაქვს პირობა-ორი წლით სავალდებული “განრიდება“ გარიგებიდან იმ შემთხვევებში, როდესაც იგივე გარიგების პარტნიორს უწევს მისი მიმოხილვა.  

გარდა ამისა,  ISA 220 (შესწორებული) მოითხოვს, რომ გარიგების პარტნიორმა აქტიურად მართოს და იკისროს პასუხისმგებლობა ხარისხის უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით ფირმის პოლიტიკის დაცვით.

ქსელების მასშტაბით მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა

ქსელის მასშტაბით ხარისხის უწყვეტი ამაღლების საქმეში ქსელის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, ISQM 1 პირდაპირ ეხება ფირმების პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც ისინი იღებენ ქსელებისგან და როგორ ურთიერთობენ ქსელებთან. ეს აძლიერებს იმ ფაქტს, რომ ფირმის ხარისხის მართვაზე საბოლოო პასუხისმგებლობა  ეკისრება ინდივიდუალური ფირმის ხელმძღვანელობას.

რა გველის მომავალში

სტანდარტების დამტკიცება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავრწმუნდეთ, რომ ეს ახალი და შესწორებული სტანდარტები სწორად არის გაგებული და ეფექტურად დანერგილი - ამისათვის ჩვენ შემუშავებული გვაქვს პირველადი გამოყენების სტრატეგიული გეგმა. 

ხშირ შემთხვევაში, ფირმებს,  დიდი ცვლილებების მართვის თვალსაზრისით, მოუწევთ დიდი შრომის გაწევა, რათა ახალი და შესწორებული სტანდარტები ეფექტურად აითვისონ და დანერგონ. რა თქმა უნდა, უდაოა,  რომ ეს ცვლილებები აუცილებელია ბუღალტრის პროფესიის განვითარებისთვის და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი საქმიანობის მიმართ ერთგულების შესანარჩუნებლად.

მე გულრწფელად მჯერა, რომ ეს ახალი და შესწორებული სტანდარტები აწევს თამასას გარიგების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ხარისხის მართვისა და  დირექტორთა საბჭოს მუშაობის  მუდმივი გაუმჯობესების კულტურის დანერგვა, ფირმის სტრატეგიულ გადაწყვეტილებების, ოპერაციებისა და ბიზნეს პროცესების თვალსაზრისით, არის   მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ტომ სეიდენშტეინი

თავმჯდომარე

ტომ სეიდენშტეინი არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. ის 3 წლის ვადიტ იყო არჩეული და შეუდგა მუშაობას 2019 წლის 1 ივლისს. მისი კარიერა მოიცავს როგორც კერძო სექტორს, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების მიმართულებას. IAASB– ში გაწევრიანებამდე, ბატონ  სეიდენშტეინს ეკავა უფროსი სტრატეგიული ხელმძღვანელობის თანამდებობები ფედერალურ ნაციონალურ იპოთეკურ ასოციაციაში, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Fannie Mae (უფროსი ვიცე – პრეზიდენტი სტრატეგია, ინოვაციები და კაპიტალის მენეჯმენტის მიმართულებით: 2012–19) და IFRS ფონდში (მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, 2000-2011). გარდა ამისა, ბატონი სეიდენშტეინი მსახურობდა არაკომერციული ორგანიზაციების საკონსულტაციო ორგანიზაციაში, CCS Fundraising (აღმასრულებელი დირექტორი: 1999-2000) და სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (მმართველი დირექტორის სპეციალური ასისტენტი: 1995-1997). ბატონი სეიდენშტეინი ასევე მსახურობდა რწმუნებულის სტატუსით შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში (IVSC) და იყო XBRL International- ის  მრჩეველთა საბჭოს წევრი. მოხალისეობრივი მუშაობის დიდი გულშემატკივარი, ტომ სეიდენშტეინს  ეკავა და კვლავ იკავებს ხელმძღვანელ თანამდებობებს და მუშაობს უანგაროდ საზოგადოებრივ საწყისებზე იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ემსახურებიან სასკოლო განათლებას  ამერიკაში (the Make-A-Wish Foundation),  ასევე არის ამავე ორგანიზაციის გაერთიანებული სამეფოსა და სხვა საერთაშორისო ფილიალების დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ფლობს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს, რომელიც მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში, ხოლო ბაკალავრიატი (წარჩინებით) დაამთავრა  პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო უილსონის საზოგადო და საერთაშორისო ურთოერთობების სკოლაში.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge