|
გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებები
2009 წელი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 1
ქ. თბილისი 04 მარტი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, კონსტანტინე დათიაშვილი, ივანე ჯელია, ზურაბ ლალაზაშვილი, კახა რუხაძე, იური დოლიძე, თემურ ფარცხალაძე და მიხეილ აბაიაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა გამგეობის წევრი რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ხარისხის კონტროლის შემოწმების კითვარების განხილვის საკითხები და მომავალი ღონისძიებების დასახვა;
2. განათლების მე-8 სტანდარტის განხილვა-დამტკიცება;
3. საერთაშორისო კონფერენციის დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
4. მიმდინარე საკითხები.
მოისმინეს 1: ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე ჯელიას ინფორმაცია ხარისხის კონტროლის პროცედურებზე ინსტრუქციის მომზადების მიმდინარეობის თაობაზე. აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება, თუმცა მის დასრულებამდე მიზანშეწონილია კორპორაციული წევრების მიერ მომზადებული კითხვარების გაანალიზება და წამოაყენა ექსპერტების მოწვევის წინადადება.
აზრი გამოთქვეს: რევაზ ძაძამიამ, კონსტანტინე დათიაშვილმა და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ:
ა) ორი კვირის ვადაში შეარჩიოს სპეციალისტები (ექსპერტები) კორპორაციული წევრების მიერ მომზადებული კითხვარების გასაანალიზებლად;
ბ) მოწვეულ სპეციალსტებს განუმარტოს ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტის მიმდინარე ეტაპის ამოცანა და კითხვარების ანალიზის არსი.
2. მოწვეული ექსპერტების ჰონორარის საკითხი შეთანხმდეს ბაფის აღმასრულებელ დირექტორთან.
მოისმინეს 2: განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტიდნე დათიაშვილის ინფორმაცია განათლების საერთაშორისო სტანდარტი 8-ის შესაბამისი სტანდარტის მიღების შესახებ. აღნიშნა, რომ კომიტეტმა დაასრულა აღნიშნული სტანდარტის გადამუშავება, განიხილა იგი და წარმოადგინა გამდეობაზე დასამტკიცებლად.
აზრი გამოთქვეს: ლავრენტი ჭუმბურიძემ, რევაზ ძაძამიამ, მიხეილ აბაიაძემ და ივანე ჯელიამ. გამოითქვა შენიშვნები.
დაადგინეს: 1. განათლების მე-8 სტანდარტის განხილვა, ორიგინალთან შეჯერების მიზნით, გადაიდოს გამგეობის მომდევნო სხდომამდე.
მოისმინეს 3: გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ. აღინიშნა, რომ დონორები გვთავაზობენ კონფერენციის ჩატარებას მათი მხარდაჭერით. წინასწარი შეთანხმებით იგი ორგანიზებულ უნდა იქნეს მ/წლის სექტემბერში. შესარჩებია აქტუალური საკითხებიდან თემატიკა, რომელშიც დაინტერესებას გამოავლენენ სხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციებიც.
აზრი გამოთქვეს: კახა რუხაძემ, ლავრენტი ჭუმბურიძემ, იური დოლიძემ, მიხეილ აბაიაძემ და ივანე ჯელიამ.
დაადგინეს: 1. კონფერენციის თემატიკის საბოლოო ჩამოსაყალიბებლად აქცენტი გაკეთდეს შემდეგ საკითხებზე:
ა) პროფესიის რეგულირება და თვითრეგულირება;
ბ) პროფესიის პასუხისმგებლობა; და
გ) განგრძობითი სწავლების პრაქტიკა.
მოისმინეს 4: აღმასრულებელი დირექტორის ლავრენტი ჭუმბურიძის ინფორმაცია კორპორაციული წევრების მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნა, რომ კორპორაციულ წევრებს არ აქვთ წარმოდგენილი ინფორმაცია 2008 წლის შემოსავლების შესახებ. შესაბამისად ვერ ისაზღვრება საწევროს ოდენობა და ცხადია არაა შესრულებული საწევრო ვალდებულებები. ასევე, ხარისხის კონტროლის შესამოწმებელი კითხვარის პასუხები არ აქვს წარმოდგენილი კორპორაციული წევრების უმეტესობას.
აზრი გამოთქვეს: კახა რუხაძემ, იური დოლიძემ და ივანე ჯელიამ.
დაადგინეს: 1. საწევრო კომიტეტმა შეახსენოს კორპორაციულ წევრებს საწევრო ვალდებულების განსაზღვრისათვის აუცილებელი ინფორმაციის ბაფში წარდგენის შესახებ.
2. ხარისხის კონტროლისა და პროფესიული ეთიკის კომიტეტმა უზრუნველყოს კორპორაციული წევრებისაგან შევსებული კითვარების მიღება მათი ანალიზის დაწყებამდე.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 2
ქ. თბილისი 01 მაისი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, კონსტანტინე დათიაშვილი, ზურაბ ლალაზაშვილი, კახა რუხაძე, თემურ ფარცხალაძე და მიხეილ აბაიაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა გამგეობის წევრი ივანე ჯელია, იური დოლიძე და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
5. ბაფის საერთო კრების თარიღისა და დღის წესრიგის განსაზღვრა.
მოისმინეს 1: გამგეობის თავმჯდომარის რევაზ ძაძამიას ინფორმაცია ბაფის წევრთა მორიგი საერთო კრების მოწვევის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: კონსტანტინე დათიაშვილმა, ზურაბ ლალაზაშვილმა და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. ბაფის წევრთა საერთო კრება ჩატარდეს მიმდინარე წლის 31 მაისს 13 საათზე.
2. ბაფის წევრთა საერთო კრების დღის წესრიგი განისაზღვროს შემდეგი საკითხებით:
• გამგეობის თავმჯდომარის ანგარიში;
• კომიტეტების თავმჯდომარეების ანგარიში;
• სარევიზიო კომისიის ანგარიში;
• მიმდინარე საკითხები.
3. საერთო კრების დელეგატთა რაოდენობა განისაზღვროს ბაფის ნამდვილ წევრთა 1/2-ით.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 3
ქ. თბილისი 02 ივლისი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, იური დოლიძე, კონსტანტინე დათიაშვილი, კახა რუხაძე, ივანე ჯელია, თემურ ფარცხალაძე და მიხეილ აბაიაძე. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა გამგეობის წევრი ზურაბ ლალაზაშვილი და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ბაფის წევრების აღრიცხვის პროგრამის პროექტის განხილვა-შეფასება და გადაწყვეტილების მიღება;
2. ბაფის 2008 წლის საქმიანობის აუდიტის ჩატარებისა და აუდიტური კომპანიის შერჩევის საკითხის განხილვა;
3. კორპორაციული წევრების ხარისხის კონტროლის შემოწმების მიმდინარეობისა და მომავალი გეგმების შესახებ;
4. მიმდინარე საკითხები.
მოისმინეს 1: საწევრო კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ აბაიაძის ინფორმაცია ბაფის წევრების აღრიცხვის პროგრამის პროექტის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: რევაზ ძაძამიამ, ივანე ჯელიამ, და კონსტანტინე დათიაშვილმა.
დაადგინეს: 1. მისაღებად ჩაითვალოს XL-ის პროგრამაში მომზადებული ინფორმაციის ბაზა წევრების შესახებ.
2. შეწყდეს მუშაობა `AჩჩEშშ~-ის პროგრამით წევრების აღრიცხვის პროექტზე.
3. საწევრო კომიტეტმა ბაფის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შეარჩიონ პროგრამისტი და შეუკვეთონ სპეციალური პროგრამის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება არსებული საინფორმაციო ბაზის გამოყენება და პროგრამის შემდგომი ადაპტირება ონლაინ რეჟიმში სამუშაოდ.
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რევაზ ძაძამიას ინფორმაცია ბაფის საქმიანობის შესამოწმებლად გარე აუდიტორის მოწვევის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, კონსტანტინე დათიაშვილმა, იური დოლიძემ, თემურ ფარცხალაძემ და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. ბაფის საქმიანობის შესამოწმებლად გარე აუდიტორი მოწვეულ იქნას ყოველი გამგეობის საარჩევნო პერიოდის ბოლოსათვის (ანუ ყოველ ორწლიან ინტერვალში ერთხელ).
2. აუდიტორი შეარჩიოს და დასანიშნად გამგეობის სხდომას წარუდგინოს აღმასრულებელმა დირექტორმა.
3. შერჩეული აუდიტორის მიერ ჩასატარებელი სამუშაოს ფარგლები განსაზღვროს და აუდიტორთან შეათანხმოს გამგეობის სხდომამ.
მოისმინეს 3: ბაფის ხარისხის კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის ივანე ჯელიას ინფორმაცია კორპორაციული წევრების ხარისხის კონტროლის შემოწმების მიმდინარეობისა და მომავალი გეგმების შესახებ.
აზრი გამოთქვეს: მიხეილ აბაიაძემ, იური დოლიძემ, თემურ ფარცხალაძემ და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. ხარისხის კონტროლის კითხვარების შემოწმების შედეგები წარმოდგენილ იქნეს გამგეობის სხდომაზე განსახილველად მიმდინარე წლის აგვისტომდე.
2. ხარისხის კონტროლის კომიტეტმა დაიწყოს მუშაობა ვიზიტით შესამოწმებელი კითხვარის შემუშავებაზე.
3. ვიზიტით შესამოწმებელი კითხვარის ბაზად გამოყენებულ იქნეს ფინანსური ანგარიშგების აუდიტისათვის დადგენილი აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები.
მოისმინეს 4: ბაფის აღმასრულებელი დირექტორის ლავრენტი ჭუმბურიძის წინადადება დროებით თავისუფალი ფულის დეპოზიტზე განთავსების ალტერნატივად სესხად გაცემის შესაძლებლობის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, მიხეილ აბაიაძემ, იური დოლიძემ, თემურ ფარცხალაძემ, რევაზ ძაძამიამ, კონსტანტინე დათიაშვილმა და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. აღმასრულებელ დირექტორს მიეცეს ბაფის დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების სესხის სახით გაცემის უფლება (საბანკო დეპოზიტზე განთავსების ნაცვლად) 50.000 დოლარის ეკვივალენტის ფარგლებში, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
• სესხი უნდა იყოს ადექვატურად უზრუნველყოფილი;
• სესხის ოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს მყარ ვალუტაში (აშშ დოლარი ან ევრო); და
• სესხის საპროცენტო განაკვეთი უნდა აღემატებოდეს საბანკო დეპოზიტის საბაზრო განაკვეთს;
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 4
ქ. თბილისი 30 სექტემბერი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, კახა რუხაძე, იური დოლიძე, კონსტანტინე დათიაშვილი, ივანე ჯელია, თემურ ფარცხალაძე და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ გამგეობის წევრები მიხეილ აბაიაძე და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. მცირე და საშუალო კომპანიების ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელოს განხილვა (მომხსენებელი რ. ძაძამია);
2. კორპორაციული საწევრო შენატანების აკრეფის მდგომარეობის შესახებ (მომხსენებლები: ლ. ჭუმბურიძე);
3. საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზების საკითხები (მომხსენებელი ლ. ჭუმბურიძე).
4. მიმდინარე საკითხები.
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რ. ძაძამიას ინფორმაცია `მცირე და საშუალო კომპანიების ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო~-ს შესახებ. აღინიშნა, რომ სახელმძღვანელო სასარგებლო იქნება წევრი კორპორაციული წევრებისათვის ხარისხის კონტროლის სტანდარტი 1-ის დასანერგად.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, ზურაბ ლალაზაშვილმა და კონსტანტინე დათიაშვილმა.
დაადგინეს: 1. `მცირე და საშუალო კომპანიების ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო~ ელექტრონული ფორმით გაეგზავნოს კორპორაციულ წევრებს;
2. ეთხოვოს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციას თარგმნილი სახელმძღვანელოს ბაფის ვებგვერდზე გამოქვეყნების ნებართვა.
3. დადგენილების შესრულება დაევალოს აღმასრულებელ დირექტორს.
მოისმინეს 2: ბაფის აღმასრულებელი დირექტორის ლ. ჭუმბურიძის ინფორმაცია კორპორაციული წევრების საწევრო შენატანზე ვალდებულების შესრულების შესახებ. დასახელდა 4 კორპორაციული წევრი, რომლებსაც დაფარული არ აქვთ 2009 წლის საწევრო დავალიანება.
აზრი გამოთქვეს: კონსტანტინე დათიაშვილმა, იური დოლიძემ და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. საწევრო კომიტეტმა შეახსენოს კორპორაციულ წევრებს საწევრო შენატანზე ვალდებულების დაფარვის შეახებ.
2. დავალიანების მქონე კორპორაციულ წევრებს მიეცეთ დაფარვის ვადა ოქტომბრის ბოლომდე.
მოისმინეს 3: ბაფის აღმასრულებელი დირექტორის ლავრენტი ჭუმბურიძის ინფორმაცია 2009 წლის ნოემბერში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ თემაზე `პროფესიული რეგულირება და თვითრეგულირება _ გამოცდილება, რეალობა, პერსპექტივა~ (პროგრამის პროექტი თან ერთვის).
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, იური დოლიძემ, რევაზ ძაძამიამ, თემურ ფარცხალაძემ და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. მომზადდეს საკონფერენციო თემა საქართველოში ბუღალტრული აღღიცხვისა და აუდიტის რეგულირების შესახებ, რომელშიც:
• გაანალიზებული იქნება არსებული მდგომარეობა, მისი შესაბამისობა საერთაშორისო დირექტივებთან; და
• ბაფის ხედვა რეგულირების სრულყოფის საქმეში.
2. თემის მომზადება და კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა ეთხოვოს ბაფის გამგეობის წევრებს ივანე ჯელიას და ზურაბ ლალაზაშვილს
მოისმინეს 4: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს იური დოლიძეს წინადადება დიდი ოთხეულის წარმომადგენელი აუდიტორულ ფირმებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, თემურ ფარცხალაძემ, რევაზ ძაძამიამ, კონსტანტინე დათიაშვილმა და კახა რუხაძემ.
დაადგინეს: 1. მოწონებულ იქნას ი. დოლიძის ინიციატივა.
2. დიდი ოთხეულში შემავალი ქართული აუდიტორული ფირმების ხელმძღვანელებთან გამგეობის წევრების შეხვედრა დაიგეგმოს ოქტომბრის ბოლო დეკადაში;
3. შეხვედრის ორგანიზება დაევალოს ბაფის აღმასრულებელ დირექტორს.
მოისმინეს 5: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რ. ძაძამიას ინფორმაცია 2009 წლის 14-16 ოქტომბერს ქ. ბაქოში ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: თემურ ფარცხალაძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა და ზურაბ ლალაზაშვილმა.
დაადგინეს: 1. მიღებულ იქნას რ. ძაძამიას წინადადება.
2. ქ. ბაქოში ბუღალტერთა და აუდიტორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მივლინებულ იქნეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ი. დოლიძე;
3. დაევალოს ბაფის აღმასრულებელი დირექტორს უზრუნველყოს ი. დოლიძის ბაქოში მივლინების ხარჯების ანაზღაურება.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 5
ქ. თბილისი 9 დეკემბერი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, კახა რუხაძე, იური დოლიძე, კონსტანტინე დათიაშვილი, მიხეილ აბაიაძე, თემურ ფარცხალაძე და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ გამგეობის წევრები ივანე ჯელია და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. კონფერენციების შედეგების მიმოხილვა, საზედამხედველო ორგანოს სტრუქტურის პროექტის განხილვა (მომხსენებელი რ. ძაძამია).
2. დიდ ოთხეულთან შეხვედრაზე განსახილველი საკითხები;
3. წევრების აღრიცხვის პროგრამის მომზადების მდგომარეობა (მომხსენე¬ბელი მ. აბაიაძე);
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რ. ძაძამიას ინფორმაცია ბაფის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის შედეგების შესახებ. წარმოადგინა მოსაზრება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი-საზოგადოებრივი ზედამხედველობის ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ (თან ერთვის)
აზრი გამოთქვეს: ზურაბ ლალაზაშვილმა, იური დოლიძემ, თემურ ფარცხალაძემ და კონსტანტინე დათიაშვილმა.
დაადგინეს: 1. მოწონებულ იქნას ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის წარმოდგენილი მარეგულირებელი ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციები;
2. მომზადდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ კანონის პროექტის ახალი ვერსია მარეგულირებელი ორგანოს სტრუქტურისა და ფუნქციების გათვალისწინებით;
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რ. ძაძამიას ინფორმაცია ბაფის მიერ დიდი ოთხეულის წარმომადგენელ საქართველოს აუდიტორულ ფირმებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: იური დოლიძემ, ზურაბ ლალაზაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ და თემურ ფარცხალაძემ.
დაადგინეს: 1. მოწონებულ იქნას შეხვედრის იდეა.
2. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდოთ მოკლე ინფორმაცია ბაფის საქმიანობის შესახებ.
3. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდეს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების სრულყოფისა და აუდიტორული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში მარეგულირებელი კანონის როლის შესახებ.
მოისმინეს 3: ბაფის გამგეობის წევრის მიხეილ აბაიაძის ინფორმაცია ბაფის წევრების აღრიცხვის პროგრამის მომზადების მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ პროგრამის მომზადება დასრულების სტადიაშია. წარმოადგინა ვებმისამართი, სადაც შესაძლებელია პროგრამის არსებული ვერსიის დათვალიერება (ჰტტპ://იუსტი2010-ტბილისი.გე/ჯოინ).
აზრი გამოთქვეს: იური დოლიძემ, რევაზ ძაძამიამ და თემურ ფარცხალაძემ.
დაადგინეს: 1. მოწონებულ იქნას პროგრამის შესაძლებლობები.
2. პროგრამაზე გაგრძელდეს მუშაობა.
3. პროგრამა დასაწყისში დაინერგოს მხოლოდ საოფისე გამოყენების მიზნით, მისი შემდგომში ონლაინ რეჟიმში გასაშვებად.
4. მიეთითოს პროგრამისტს, რომ პროგრამამ უზრუნველყოს სტატისტიკური მონაცემების დამუშავება.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 6
ქ. თბილისი 28 დეკემბერი 2009 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, იური დოლიძე, კონსტანტინე დათიაშვილი, მიხეილ აბაიაძე, ივანე ჯელია და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ გამგეობის წევრები კახა რუხაძე, თემურ ფარცხალაძე და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე და მოწვეული სპეციალისტი – ხარისხის კონტროლის კითხვარების მიმომხილველი ზურაბ ხარატიშვილი.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ხარისხის კონტროლის შემოწმების შედეგების განხილვა (მომხსენებელი ი. ჯელია);
2. ბაფის მიერ პრეტენდენტისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დებულებაში ცვლილებების პროექტის განხილვა (მომხსენებელი კ. დათიაშვილი);
3. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონპროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ (მომხსენებელი რ. ძაძამია);
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის წევრის ივანე ჯელიას ინფორმაცია ბაფის ხარისხის კონტროლის კომიტეტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების შესახებ. აღინიშნა, რომ ხუთმა კორპორაციულმა წევრმა ვერ დაასაბუთა ხარისხის შიდა კონტროლის სახელმძღვანელოს და პროცედურების არსებობა; სამ წევრს არ წარმოუდგენია დამატებითი კითხვების პასუხი; ერთ წევრს არ წარმოუდგენია საერთოდ კითხვარების პასუხი; ხუთი წევრის მომსახურების ხარისხი ჩაითვალა დადებითად, ხოლო ორი წევრის პირობითად დადებითად.
აზრი გამოთქვეს: იური დოლიძემ, მიხეილ აბაიაძემ და კონსტანტინე დათიაშვილმა.
დაადგინეს: 1. მიღებულ იქნეს ცნობად კითხვარების მიმოხილვის შედეგე¬ბი;
2. დაევალოს ხარისხის კონტროლის კომიტეტის თავმჯდო¬მარეს (ი. ჯელია) შეხვდეს კორპორაციული წევრების წარმომადგენლებს, გააცნოს მათდამი რწმუნებული ფირმის მიმართ გამოთქმული შენიშვნები, განსაზღვროს ხარისხის კონტროლის დებულებით დადგენილი ადმინისტრაციული ღონისძიება და განუსაზღვროს წევრ ფირმებს შენიშვნების გამოსასწორებელი ვადა;
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის წევრის კ. დათიაშვილის ინფორმაცია ბაფის მიერ პრეტენდენტისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დებულებაში ცვლილებების პროექტის შესახებ (თან ერთვის).
აზრი გამოთქვეს: იური დოლიძემ, ზურაბ ლალაზაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ და რევაზ ძაძამიამ.
დაადგინეს: 1. შეტანილ იქნეს ცვლილებები ბაფის მიერ პრეტენდენტი¬სათ¬ვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ დებულებაში.
2. დებულებაში შეტანილი ცვლილებები გამოქვეყნდეს ბაფის ვებგვერდზე.
მოისმინეს 3: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რ. ძაძამიას ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კანონპროექტზე მუშაობის მიმდინარეობის შესახებ. წარმოადგინა მოსაზრება პროფესიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით (თან ერთვის).
აზრი გამოთქვეს: იური დოლიძემ და მიხეილ აბაიაძემ.
დაადგინეს: 1. გაგრძელდეს მუშაობა კანონის პროექტის სრულყოფაზე.
2. პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებლად ჩაითვალოს, საქართველოს კანონის შესაბამისად, ლობისტის დანიშვნა.
3. დაევალოს ბაფის აღმასრულებელ დირექტორს ლობირების კანდიდატის შერჩევა და დაფინანსების წყაროს გამოყოფა გონივრულ ფარგლებში.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
2010 წელი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 1
ქ. თბილისი 17 თებერვალი 2010 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, იური დოლიძე, თემურ ფარცხალაძე, კახა რუხაძე, კონსტანტინე დათიაშვილი, მიხეილ აბაიაძე, ივანე ჯელია და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა გამგეობის წევრი რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა (მომხსენებელი რ. ძაძამია);
2. ბაფის წევრობასთან დაკავშირბული საკითხები (მომხსენებელი რ. ძაძამია);
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (თან ერთვის). აღინიშნა, რომ ბაფის აღმასრულებელი დირექცია მოლაპარაკებას აწარმოებს კანონის პროექტის პოტენციურ ლობისტებთან და აუცილებელია პროექტის მიმართ პროფესიის საბოლოო ხედვის ჩამოყალიბება.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, ზურაბ ლალაზაშვილმა და კონსტანტინე დათიაშვილმა. გამოითქვა მოსაზრება აუდიტის ხარისხის კონტროლის ფუნქციებში პროფესიული ორგანიზაციების მონაწილეობის გაფართოების აუცილებლობის შესახებ.
დაადგინეს: 1. გადამუშავდეს კანონის პროექტი პროფესიულ ორგანიზაციებსა და მარეგულირებელ ორგანოს შორის ფუნქციების გადანაწილების მიზნით;
2. კანონის პროექტის გადამუშავების მიზნით მე-11 და მე-13 მუხლებში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადების მომზადება ეთხოვოთ გამგეობის წევრებს ივანე ჯელიას და ზურაბ ლალაზაშვილს;
3. კანონის პროექტის საბოლოო ვერსია შეთანხმდეს ელექტრონული ფოსტით აზრთა გაცვლის გზით.
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია წევრების აღრიცხვიანობის სრულყოფასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ აუცილებელია საწევრო კომიტეტმა დაასრულოს ამ მიმართულებით დაწყებული პროექტი და წევრობის დებულების შესაბამისად მოამზადოს წინადადება იმ წევრებთან მიმართებით, ვინც კავშირი გაწყვიტა ბაფთან.
აზრი გამოთქვეს: კახა რუხაძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ და ზურაბ ლალაზაშვილი.
დაადგინეს: 1. დაევალოს საწევრო კომიტეტს ბაფის საერთო კრებისათვის წარსადგენად წინადადების მომზადება წევრობის შესახებ დებულების დამრღვევ წევრებთან მიმართებით ადმინისტრაცი¬ული ზომების გასატარებლად.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 2
ქ. თბილისი 11 მარტი 2010 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, იური დოლიძე, კახა რუხაძე, კონსტანტინე დათიაშვილი, მიხეილ აბაიაძე, ივანე ჯელია და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ გამგეობის წევრები თემურ ფარცხალაძე და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე. სხდომას ესწრებოდა ბაფის ნამდვილი წევრი გიორგი ცერცვაძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ბაფის ნამდვილი წევრის გიორგი ცერცვაძის შენიშვნების განხილვა (მომხსენებელი რ. ძაძამია);
2. აუდიტის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი რ. ძაძამია);
3. ბაფის 2010 წლის ბიუჯეტის განხილვა (მომხსენებელი ლ. ჭუმბურიძე);
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია ბაფის ნამდვილი წევრის გ. ცერცვაძის მიერ წერილობით გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით (თან ერთვის). აღინიშნა, რომ წერილის ავტორი დაინტერესებულია გარკვეულ საკითხებით და ითხოვს პასუხს წერილში დასმულ შეკითხვებზე. ასევე, გააჩნია შენიშვნები ბაფის ბიუჯეტისა და საქმინობის შესახებ.
კითხვების დასასმელად სიტყვა გადაეცა გ. ცერცვაძეს.
კითხვებს პასუხობდა: ბაფის აღმასრულებელი დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე.
გაიმართა კამათი გ. ცერცვაძის მიერ გამოთქმულ წერილობით შენიშვნებზე.
პიველ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბაფის მიერ `ორის ბუღალტერიის~ კომპიუტერული პროგრამის დისტრიბუციის შეწყვეტას, ვერ შეჯერდა კამათში მონაწილეთა აზრები. ი. ჯელიამ წამოაყენა წინადადება ამ თემის დამატებით შესწავლისა და ბაფის მორიგ გამგეობის ხდომაზე განხილვის შესახებ. გამგეობის წევრები დაეთანხმენ ი. ჯელიას წინადადებას.
მეორე შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა აუდიტის დანიშვნას, რ. ძაძამიამ განმარტა, რომ ეს საკითხი შეტანილია გამგეობის სხდომის დღის წესრიგში და მსჯელობა საკითხის განხილვისას გაიმართებოდა.
მესამე შენიშვნის განხილვამ, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ლობირებას ეხებოდა, ცხარე კამათი გამოიწვია. გ. ცერცვაძემ ჩათვალა, რომ გამგეობის წევრი კ. დათიაშვილი აგრესიული იყო მის მიმართ და მოითხოვა გამგეობის სხდომის ოქმში დაფიქსირებულიყო აღნიშნული და ის ფაქტი, რომ კ. დათიაშვილმა არაორაზროვნად მიუთითა ბაფის დატოვებაზე.
დაისვა საკითხი დავის კენჭისყრით გადაწყვეტის თაობაზე. კენჭი ეყარა კანონის პროექტის ლობირების გაგრძელების საკითხს. კენჭისყრაში მონაწილეობდა გამგეობის 7 წევრი. ლობირებას მხარი დაუჭირა გამგეობის ექვსმა წევრმა. თავი შეიკავა ერთმა – იური დოლიძემ.
დაადგინეს: 1. `ორის ბუღალტერიიის~ კომპიუტერული პროგრამის დისტრიბუ¬ციის საკითხი განხილულ იქნას ბაფის გამგეობის მორიგ სხდომაზე;
2. მიზანშეწონილად ჩაითვალოს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ლობირება.
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია აუდიტორის მოწვევასთან დაკავშირებით. მან გამგეობის წევრებს შეახსენა 2009 წლის 2 ივლისის გამგეობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბაფის საქმიანობის შესამოწმებლად გარე აუდიტორი მოწვეულ უნდა იქნას ყოველი გამგეობის საარჩევნო პერიოდის ბოლოსათვის (ანუ ყოველ ორწლიან ინტერვალში ერთხელ). რამდენადაც მიმდინარე წელს გამგეობის წევრებს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ, აუცილებელია აუდიტორის მოწვევა.
აზრი გამოთქვეს: კახა რუხაძემ, კონსტანტინე დათიაშვილმა, ივანე ჯელიამ, მიხეილ აბაიაძემ და ზურაბ ლალაზაშვილმა. დაისვა საკითხი აუდიტის ფარგლების შესახებ. გამოითქვა მოსაზრება, რომ აუდიტი შემოიფარგლოს აქტივების არსებობისა და ფულადი ნაკადების შემოწმებით.
დაადგინეს: 1. აუდიტის ჩასატარებლად არ იქნეს მოწვეული ის ფირმები, რომლებშიც ბაფის გამგეობის წევრები არიან დასაქმებული;
2. დაევალოს ბაფის აღმასრულებელ დირექტორს აუდიტორული ფირმების პირველადი შერჩევა და მოწვეული აუდიტორების წინადადებების წარდგება გამგეობის წევრებისათვის;
3. აუდიტორის დანიშვნა მოხდეს გამგეობის მორიგ სხდომაზე;
4. აუდიტორული მომსახურებისათვის გამოიყოს 10.000 ლარი.
მოისმინეს 3: ინფორმაცია ბაფის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულ მუხლებზე გამგეობას ინფორმაცია წარუდგინა და განხილვის დროს დასმულ კითხვებს უპასუხა ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა ლ. ჭუმბურიძემ.
აზრი გამოთქვეს: ივანე ჯელიამ, რ. ძაძამიამ, ი. დოლიძემ, მიხეილ აბაიაძემ და ზურაბ ლალაზაშვილმა.
დაადგინეს: 1. ბაფის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდოს 10.000 ლარით (აუდიტორული მომსახურების დასაფინანსებლად);
2. დამტკიცდეს ბაფის 2010 წლის ბიუჯეტი ხარჯვით ნაწილში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომის
ოქმი # 3
ქ. თბილისი 14 აპრილი 2010 წ.
გაიმართა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ გამგეობის წევრები: რევაზ ძაძამია, იური დოლიძე, თემურ ფარცხალაძე, კონსტანტინე დათიაშვილი, მიხეილ აბაიაძე, და ზურაბ ლალაზაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ გამგეობის წევრები კახა რუხაძე, ივანე ჯელია და რუსუდან ჟორჟოლიანი. სხდომის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდა ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე.
სხდომის თავმჯდომარე: რევაზ ძაძამია
მდივანი: კონსტანტინე დათიაშვილი
დღის წესრიგი
1. ბაფის 2010 წლის საერთო კრების თარიღისა და დღის წესრიგის დამტკიცება (მომხსენებელი რ. ძაძამია);
2. აუდიტორის შერჩევა (მომხსენებელი რ. ძაძამია).
მოისმინეს 1: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია ბაფის 2010 წლის საერთო კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ.
აზრი გამოთქვეს: ზურაბ ლალაზაშვილმა, თემურ ფარცხალაძემ და კონსტანტინე დათიაშვილმა.
დაადგინეს: 1. ბაფის წევრთა საერთო კრება ჩატარდეს 2010 წლის 29 მაისს 12 საათზე;
2. დამტკიცდეს საერთო კრების შემდეგი დღის წესრიგი:
• ბაფის გამგეობის და კომიტეტების ანგარიში;
• სარევიზიო კომისიის ანგარიში;
• გამგეობის თავმჯდომარის არჩევა;
• გამგეობის წევრების არჩევა;
• სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს ჟურნალში `ბუღალტრული აღრიცხვა~;
4. აღმასრულებელმა დირექტორმა უზრუნველყოს საერთო კრების ორგანიზებული ჩატარება;
მოისმინეს 2: ბაფის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაცია აუდიტორული ფირმის შერჩევასთან დაკავშირებით.
აზრი გამოთქვეს: კონსტანტინე დათიაშვილმა, მიხეილ აბაიაძემ, იური დოლიძემ, ლავრენტი ჭუმბურიძემ და ზურაბ ლალაზაშვილმა.
დაადგინეს: 1. ჩატარდეს ბაფის 2009 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი;
2. აუდიტის ჩასატარებლად შეთავაზება გაეგზავნოს შემდეგ აუდიტორულ ფირმებს:
• ფინანს აუდიტი
• ქართული აუდიტი
• აი-ენ აუდიტი
• ქართული აუდიტური კომპანია
• კომპაუდი
• ჯი ეი ერ კონსალტინგი.
3. აუდიტორულ ფირმებს ეცნობოთ, რომ ჩატარებული აუდიტის შესახებ ანგარიშით უნდა წარდგნენ ბაფის გამგეობის წინაშე და ფინანსურ ანგარიშგებაზე აუდიტორის მოსაზრებით ბაფის წევრთა საერთო კრების წინაშე.
4. აუდიტორული კომპანიების ფინანსური წინადადებები, მათი წარმოდ¬გენის შემდეგ, გაეგზავნოს გამგეობის წევრებს და შერჩევა მოხდეს ელექტრონული ფოსტით მოსაზრების შეჯერების გზით.
თავმჯდომარე რევაზ ძაძამია
მდივანი კონსტანტინე დათიაშვილი
|