|
ბაფის ისტორია
საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიაში, მომავალში, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენები. მემატიანე, რომელიც გარდამავალი პერიოდის ისტორიას დაწერს, გვერდს ვერ აუვლის კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში გატარებულ რადიკალურ და წარმატებულ რეფორმას. ნათქვამის დასტურია ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში საერთაშორისოდ მიმდინარე პროცესები. კერძოდ, მხედველობაში გვაქვს: ევროსაბჭოს დადგენილება, რომ მისი წევრი ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე კოტირებული ყველა საწარმო ვალდებულია, 2005 წლიდან ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს); ევროკავშირის მეოთხე და მეშვიდე დირექტივა, რომლის შესაბამისადაც ევროკავშირის ქვეყნებისათვის იქნება ერთიანი, ფასს-ზე დაფუძნებული, უნიფიცირებული ფინანსური ანგარიშგების სისტემა; აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის გადაწყვეტილება _ 2007 წლიდან საფონდო ბირჟაზე ანგარიშგების ფასს-ით წარდგენის სავალდებულობის შესახებ და სხვ. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში ზემოაღნიშნულ მიმარ¬თულებას, რომელზეც მოგვიანებით თითქმის მთელი ცივილიზებული მსოფლიო შეთანხმდა, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა 1996 წლიდან, ხოლო დაკანონდა (საქართველოს კანონი “ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესახებ”) 1999 წლის თებერვლიდან.
რეფორმის აღნიშნული კურსის განსაზღვრის, დაკანონებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, უხმაუროდ, ზედმეტი აფიშირების გარეშე, თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფი). შემთხვევითი არაა, რომ ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაციის დაფუძნებისა და რეფორმის დაწყების პერიოდები ერთმანეთს ემთხვევა, ანუ ბაფი და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა ერთი ხნისაა.
ბაფმა, მისი დამფუძნებლების, მრავალრიცხოვანი წევრების, დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობითა და ოპონირებით, შეძლო დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განეხორციელებინა წესდებით განსაზღვრული მისიის უმთავრესი ნაწილი: საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება; პროფესიული თვითრეგულირების, ბუღალტერთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პრაქტიკის დანერგვა; ბუღალტრის პროფესიის იმიჯის ამაღლება; აღიარების მოპოვება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
იმედია, ნათქვამი ისე არ იქნება გაგებული, რომ ამით ბაფმა თავისი მისია ამოწურა, ან ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა დასრულდა. პროფესიის განვითარებისა და რეფორმის თვალსაზრისით, გასაკეთებელი ყოველთვის ბევრია. უბრალოდ, 14 წლიანი “ბრძოლისა” და უხმაუროდ შრომის ფონზე, თავს უფლება მივეცით, თვალი გადაგვევლო ჩვენი ორგანიზაციისა და გატარებული რეფორმის ისტორიისათვის, შეგვეჯამებინა მიღწეული შედეგები, რათა უკეთ დავინახოთ მომავლის პერსპექტივები.
გარდა ამისა, უპრიანია საქმიანობის 14 წლის თავზე მადლობა ვუთხრათ ყველა იმ პიროვნებასა თუ ორგანიზაციას, ვინც ამ ხნის მანძილზე წვლილი შეიტანა ბაფის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში. უფრო ზუსტად, ვინც შექმნა ბაფის ისტორია.
რა თქმა უნდა, ძნელია 14 წლიანი ისტორია მოკლედ ისეთი ქრონოლოგიითა და სიზუსტით გადმოსცე, რომ ყველაფერი თავის ადგილზე იყოს და ვინმეს გული არ დაწყვიტო. ამიტომ, აუცილებლად ვთვლით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვათ იმ ფაქტორს, რომ ბაფის სიძლიერე მისი წევრების, თანამოაზრეების ერთობაში და მიზანსწრაფულობაშია. გვჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ პროფესიის შემდგომ განვითარებას და უახლოეს მომავალში, ბუღალტრის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული _ პროფესიათა შორის.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის გზების ძიებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის მიზნით, 1996 წლის 28 ნოემბერს საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოებრივი ორგანიზაციის “საქართველოს ბუღალტერთა კლუბის” დაფუძნების შესახებ. ბუღალტერთა კლუბი იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებულ იქნა 1996 წლის 17 დეკემბერს. ბუღალტერთა კლუბის პირველი დამფუძნებლები:
კლუბის ხელმძღვანელ ორგანოში (სათათბირო) არჩეულ იყვნენ:
რევაზ ძაძამია (სათათბიროს თავმჯდომარე _ კლუბის პრეზიდენტი)
ლავრენტი ჭუმბურიძე, მალხაზ დუჩიძე, ნანა სრესელი, იზოლდა ჭილაძე, ნათელა ბაზაძე, ლევან ფაღავა, ლამარა გოლუბიანი, ავთანდილ გელენიძე.
ბუღალტერთა კლუბმა 1996 დეკემბერში დააფუძნა და 1997 წლის იანვრიდან გამოდის ყოველთვიურ სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ,,ბუღალტრული აღრიცხვა”.
1998 წლის 18 მარტს შედგა ,,საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა" და ,,საქართველოს ბუღალტერთა ასოციაციის" წევრთა საერთო კრება. კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ორი პროფესიული ორგანიზაციის ბაზაზე ,,საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის" (ბაფი) შექმნის შესახებ, რომელიც საქართველოს ბუღალტერთა კლუბის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა. კრების გადაწყვეტილებით ბაფის დამფუძნებლები გახდნენ:
რევაზ ძაძამია; ლავრენტი ჭუმბურიძე; ზურაბ ხარატიშვილი; ლევან ფაღავა; ალექსანდრე კავთიევსკი; იური დოლიძე; კონსტანტინე დათიაშვილი.
1998 წლის 8 ოქტომბერს მთაწმინდის ბიზნესცენტრში ბაფის პრეზენტაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი ზურაბ ჟვანია აღნიშნავდა: ,,პრეზენტაციას ესწრებიან ჩვენი კომიტეტების თავმჯდომარეები ბატონი ზაზა სიორიძე და ბატონი ზურაბ ცქიტიშვილი, რომლებიც მობრძანდნენ ჩემთან ერთად ამ შეხვედრაზე, რათა დაგარწმუნოთ, რომ პარლამენტის კარი ყოველთვის გახსნილი იქნება თქვენთვის. ჩვენ მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ თქვენთან. ჩვენი მხრიდან არსებობს მკაფიო სურვილი ირწმუნოთ ეს პოლიტიკური ნება საიმისოდ, რომ საკანონმდებლო დონეზე ზედმიწევნით მოვაწესრიგოთ ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტორული საქმიანობის პრობლემები საქართველოში. მაგრამ მოწესრიგებას სჭირდება ორმხრივი მოძრაობა – მოძრაობა ორი შემხვედრი მიმართულებით კანონმდებლის მხრიდან და ჩვენ, იმისათვის, რომ მივაღწიოთ რეალურ შედეგს, გვჭირდება პარტნიორობა იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ იქნება ამ კანონმდებლობის მომხმარებელი, ამ კანონმდებლობის სუბიექტი. . . . . . . გვიხარია, რომ გაგვაჩნია ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში ძალიან სერიოზული და სანდო პარტნიორი და მოგიწოდებთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ. ეს საშუალებას მოგვცემს გადავწყვიტოთ მრავალი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც უშუალოდ აისახება როგორც თითოეული თქვენთაგანის საქმიანობაზე, ისე, დარწმუნებული ვართ, ქართული საზოგადოების კეთილდღეობაზე" (ჟურნალი ,,ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება" #10, 1998 წ. გვ. 6).
დაარსების დღიდან, ბაფი პარტნიორულ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს პარლამენტთან, მთავრობასთან, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრაქტორების “სიბლი ინტერნეშენელის”, “ბარენც ჯფუფის” და “კარანა კორპორეიშენის” ერთობლივ პროექტთან _ ,,ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში" (GEAR).
1998 წელს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აღრიცხვა-ანგარიშგების და პროფესიის განვითარების საკითხების მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირების პრობლემა თითქმის ერთგვაროვანი იყო დსთ-ის სივრცეში. მდგომარეობის ანალიზსა და პროფესიული ორგანიზაციების რეგულირებაში მონაწილეობის საკითხებს მიეძღვნა სემინარი თემაზე ,,დსთ-ის ქვეყნების ასოციაციებისა და თვითრეგულირებადი ორგანიზაციების ზრდა-განვითარება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის დარგში" (პარიზი. 20-23 ივლისი 1998წ.). სემინარში, საქართველოს პარლამენტისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობდა ბაფის გამგეობის თავმჯდომარე. სემინარზე დასმულ შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის პროფესიული ორგანიზაცია გამოთქვამდა მზადყოფნას საკუთარ თავზე აეღო ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება, დადებითი პასუხი გაიცა საქართველოს და უკრაინის პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. ცხადია, ასეთი განაცხადის გაკეთების საფუძველს იძლეოდა ბაფის ხანმოკლე, მაგრამ მრავალმხრივი გამოცდილება და პროფესიის პოტენციური შესაძლებლობა.
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) აღიარება
1998 წლის მეორე ნახევრიდან ბაფი GEAR პროექტთან ერთად ააქტიურებს მუშაობას ბასს-ის შემოსაღებად და თანამშრომლობას სთავაზობს ფინანსთა სამინისტროს. უშედეგო მცდელობის შემდეგ თანამშრომლობის ვექტორი მიმართულ იქნა საქართველოს პარლამენტისაკენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი “ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ”, რომლის ძირითადი არსი ბასს-ზე გადასვლა იყო.
“ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 1999 წლის 5 თებერვალს. კანონის შესაბამისად, კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება დაეკისრა საქართველოს პარლამენტთან არსებულ ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიას. სტანდარტების მომზადება და კომისიისათვის წარდგენა კი პროფესიული ორგანიზაციების პრეროგატივა გახდა. კანონის მიღების მომენტში საქართველოში ბუღალტერთა და აუდიტორთა ერთი პროფესიული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა. ამიტომ, პროფესიული ორგანიზაციებისათვის რეგულირებაში მონაწილეობის უფლებამოსილების მინიჭება, სახელმწიფოს მხრიდან ბაფის აღიარებას ნიშნავდა.
ბაფის მიმართ ნდობის გამოხატვისა და აღიარების დასტური იყო ისიც, რომ პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის 9 წევრიდან 4 ბაფის წარმომადგენელი იყო და კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბაფის გამგეობის წევრი.
ბაფი დღემდე რჩება ერთადერთ პროფესიულ ორგანიზაციად, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სტანდარტების კომისიასთან, ბუღალტრული აღრიცხვის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის პროექტების მომზადების საქმეში. ბაფში ითარგმნა და სტანდარტების კომისიის დადგენილებებით დამტკიცებული იყო: ბასს-ის 1998, 2000, 2004 წლების გამოცემები. ამჟამად მიმდინარეობს ფასს-ს და ასს-ის 2007 წლის გამოცემების თარგმნის პროცესი.
ბაფში მომზადებული და კომისიის მიერ სამოქმედოდ შემოღებული ნორმატიული აქტები:
ბუღალტერთა პოფესიული სერტიფიცირება
1998 წლიდან ბაფში მუშაობა დაიწყო ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროცესის მოსამზადებლად. შეიქმნა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა და სასწავლო ლიტერატურა. პროფესიონალი ბუღალტრების პირველი გამოშვება შედგა 1999 წლის დეკემბერში. მათი რიცხვი 60 შეადგენდა, რომელთაგან 11 ბათუმიდან იყო.
პირველი პროფესიონალი ბუღალტრები
ბაფის საქმიანობას მაღალი შეფასება მიეცა პირველი პროფესიონალი ბუღალტრებისათვის სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალზე (2000 წლის 19 თებერვალი) მოწვეული სტუმრების მიერ:
` . . . . დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღეს ფედერაცია იმკის თავისი სამწლიანი მუშაობის შედეგს _ მოამზადეს 60 პროფესიონალი ბუღალტერი, რომლებსაც შეუძლიათ საქმიანობა წარმართონ ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით. ეს კი უცხოელი ინვესტორის აუცილებელი პირობაა ჩვენთან თანამშრომლობისათვის. . . . .”
ზურაბ ჟვანია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
“. . . შეიქმნა პროფესიონალური ფედერაცია, რომელიც მთავრობისაგან დამოუკიდებელია და საბუღალტრო პროფესიის რეგულირებას მოახდენს. ეს მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევაა გამჭვირვალე ეკონომიკისა და ცივილური საზოგადოებისაკენ მიმავალ გზაზე. . . ."
სპენსერ იალოვიცი
აშშ-ის ელჩი საქართველოში
“. . . . ჩემთვის პატივია დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რათა ჩემი ხმა შევუერთო პირველი 60 ქართველი ბუღალტრის მილოცვას, რომლებმაც ჩააბარეს ქართულენოვანი საბუღალტრო სერტიფიცირების გამოცდა. . . .”
მაიკლ ფარბმანი
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
კავკასიის მისიის დირექტორი
,,საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელიც შესაბამისი მომზადების შემდეგ ახორციელებს პროფესიულ სერტიფიკაციას. ეს მართლაც მისასალმებელი და მისაბაძი მაგალითია. სწორედ პროფესიონალიზმი და მაღალკვალიფიციური შრომაა ის ქვაკუთხედი, რამაც მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას ქართულ ეკონომიკას და ქართულ სახელმწიფოს.
ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საბუღალტრო რეფორმას. იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს, გამჭვირვალეს და გასაგებს ხდის ფინანსურ ინფორმაციას, როგორც უცხოელ ინვესტორთა, ისე ადგილობრივ აქციონერთათვის."
ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტი
აღნიშნულმა სასერტიფიკაციო პროგრამამ არსებობა 2002 წლის ბოლოს შეწყვიტა. პროგრამის არსებობის პერიოდში, სერტიფიცირებული იყო 406 პროფესიონალი ბუღალტერი.
პროგრამის შეწყვეტა ახალი, საერთაშორისოდ აღიარებული, პროგრამის ამოქმედებამ განაპირობა. ახალი სასერტიფიკაციო პროგრამის შემოღების გადაწყვეტილება, USAID-ის კონტრაქტორებთან კონსულტაციების საფუძველზე, 2000 წლის მეორე ნახევარში იქნა მიღებული. ორიენტირი გაკეთდა ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) პროგრამის ადაპტირებაზე. ახალი პროგრამით სპეციალისტების მომზადებამ სერიოზული ხასიათი 2001 წლიდან მიიღო. მსურველთა პირველი ნაკადის დასაინტერესებლად ბაფს ქმედითი დახმარება აღმოუჩინა ამერიკის განათლების აკადემიამ (AID), რომელმაც მსმენელების სწავლების ხარჯების თანადაფინასება იკისრა.
სასწავლო პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ბაფმა 2000 წელს დააფუძნა ,,პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი".
ბაფის სერტიფიცირების პროგრამები და გამოცდების გამჭვირვალობა გახდა ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანების ერთერთი ძირითადი ფაქტორი. ბაფი იყო პირველი ორგანიზაცია, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, რომელიც ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო ნამდვილ წევრად, 2000 წლის მაისში. წევრობაზე რეკომენდაცია და მხარდაჭერა ბაფს გაუწია თურქეთის ბუღალტერთა პროფესიულმა კავშირმა.
ACCA-ის პროგრამის ქართულ ენაზე ადაპტირებისათვის ბაფმა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, 2003 წელს თარგმნა და გამოცა ACCA- ის 11 წიგნი და საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნა ორი წიგნი _ `საგადასახადო დაბეგვრა~ და `საკორპორაციო და სავაჭრო სამართალი~. წიგნების გამოცემამ ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას და მსმენელთა რაოდენობრივ ზრდას.
ბაფის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი მონაწილეობა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაციის ,,ევრაზია" საქმიანობაში. OECD-ს მიერ ინიცირებული და USAID-ის ფინანსურად მხარდაჭერილი რეგიონალური ფედერაცია ,,ევრაზია" დაფუძნდა 1999 წლის 17 ივნისს ქ. კიევში. ბაფი აქტიურად მონაწილეობდა რეგიაონალური ფედერაციის ჩამოყალიბებაში და, როგორც დამფუძნებელი წევრი, მის ყველა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
,,ევრაზიამ" მოკლე პერიოდში შეძლო აქტიური როლი ეთამაშა:
• პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ბასს-ისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციის საქმეში;
• ახალ სტანდარტებზე გადასასვლელად ნიადაგის მომზადებაში;
• ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმისა და აუდიტის განვითარების პრობლემის იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში;
• მისი წევრი ორგანიზაციებისათვის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში გასაწევრიანებლად გზის გაკვლევაში;
• სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციების დაახლოებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაში;
• პროფესიული განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამების დანერგვაში და სხვ.
ყოველივე ეს შედეგი იყო იმ ფორუმებისა, რომლებიც რეგიონალური ფედერაციის ეგიდით ჩატარდა:
1999 წლის 15-16 ნოემბერს ქ. კიევში;
2000 წლის 15-17 თებერვალს ქ. მოსკოვში;
2000 წლის 27-29 ივნისს ქ. თბილისში;
2000 წლის 19-22 ნოემბერს ქ. ტაშკენტში;
2001 წლის 21-22 მაისს ქ. ერევანში;
2001 წლის 23-26 ოქტომბერს ქ. მოსკოვში და
2002 წლის 15-18 სექტემბერს ქ. ბაქოში.
2002-2003 წლებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის ჰარმონიზაციის მიზნით, ბაფი თანამშრომლობს სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციასა და აზერბაიჯანის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა ასოციაციასთან. პროექტის ფარგლებში გამოიცა ოთხი ბიულეტენი, ჩატარდა სამი საერთაშორისო და ერთი ადგილობრივი კონფერენცია.
საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,პროფესიული ორგანიზაციების როლი ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის რეგულირებაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ეთიკის კოდექსის ჰარმონიზაციის საკითხები" ჩატარდა ქ. თბილისში, 2003 წლის 15 იანვარს
მეორე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ქ. ქუთაისში, 2003 წლის 8 მაისს თემაზე ,,ბუღალტრებისა და აუდიტორების პროფესიული განათლება და სერტიფიცირება და ჰარმონიზაციის საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში".
მესამე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა ქ. ბათუმში, 2003 წლის 8 აგვისტოს თემაზე ,,აუდიტის პრაქტიკის ჰარმონიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე".
პროექტის ფარგლებში შედგა მონაწილე ქვეყნების პროფესიული ორგანიზაციების დელეგაციის ვიზიტი ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციაში.
2004 წლის 24 მარტს, ბაფის ინიციატივით შედგა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საკითხით დაინტერესებულ პირთა ფორუმი. ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მემორანდუმის მხარეებად წარმოდგენილი იყვნენ: უმაღლესი სასწავლებლები, მარეგულირებელი ორგანოები, პროფესიული ორგანიზაციები.
2004 წლის 30 ნოემბერს ACCA-ის 100 წლის იუბილეზე მოწვეულ 170 ქვეყნის 250 წარმომადგენელთა შორის იყვნენ საქართველოში ACCA-ის პროგრამის კოორდინატორი მ. რევაზიშვილი და ბაფის განათლების კომიტეტის წევრი ლ. გოგსაძე. იუბილე გაიმართა ქ. ლონდონში ლოიდის სასახლეში.
იუბილეზე ხაზი გაესვა იმ წარმატებებს, რომელსაც ACCA-ის პრგრამამ მიაღწია მთელს მსოფლიოში. ACCA-ის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება.
2004 წლის 1 დეკემბერს მ. რევაზიშვილი და ლ. გოგსაძე შეხვდნენ ACCA-ის ცენტრალური და დასავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების ხელმძღვანელს საიმონ ტომპსონს და შეთანხმდნენ ბაფსა და ACCA-ის შორის თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე გადასვლის პირობებზე.
2005 წელს ბაფში მომზადდა და გამოიცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები, რომელიც კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ახალი (2) რედაქციით გამოიცა 2006 წელს.
ბაფი დარსებიდან დღემდე ახორციელებს პროფესიის მხარდაჭერას კონსულტაციების უსასყიდლოდ გაწევის გზით. პარალელურად 2006 წლის 10 აპრილიდან 2007 წლის 15 თებერვლამდე აშშ საერთაშორისო განვითარების საგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის მიერ დაფინანსებული გრანტის ფარგლებში, ბაფის სათაო ოფისსა და იმერეთის ფილიალში ფუნქციონირებდა ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრები. ცენტრების მიზანი იყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონულტაციო მომსახურების გზით. პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 750 ბიზნესერთეულს. ცენტრმა მონაწილეობა მიიღო პროგრამის „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით“ განხორციელების კონცეფციის შემუშავებაში და კავკასიის ბიზნესსკოლასა და იესემთან ერთად ტრენინგები ჩაატარა 500 მეწარმისათვის, ბუღალტრულ აღრიცხვასა და საგადასახადო დაბეგვრაში.
პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე, ბაფი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის (რომელიც საინიციატივო წესით განსახილველად შეტანილია პარლამენტში) შექმნის პროცესში.
ბაფი ჩართული იყო პროფესიის განვითარების სხვა ინიციატივებშიც. 2006 წელს სოფლიო ბანკმა განახორციელა სადიაგნოსტიკო კვლევა სტანდარტების და კოდექსების შესრულების შესახებ. იგი განხორციელდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა და ქვეყნის ოფიციალური ორგანოების მონაწილეობით. მიმდინარე წლის დასაწყისში მომზადდა და გამოქვეყნდა ანგარიში სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ (ROSC).
მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, 2006 წლის სექტემბრიდან ბაფი ახორციელებს საქართველოს კონრტოლის პალატის მოხელეთა გადამზადებასა და პროფესიულ სერტიფიცირებას ACCA-ის პროგრამით. პროგრამა გათვლილია 3,5 წელზე და ითვალისწინებს 400 სპეციალისტის მონაწილეობას სწავლებასა და სერტიფიცირებაში.
2006 წლის 12-15 ნოემბერს ბაფის, როგორც IFAC-ის წევრი ორგანიზაციის, წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ბუღალტერთა XVII მსოფლიო კონგრესზე.
კონგრესის ძირითადი თემა იყო:,,ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა მთელს მსოფლიოში”.
კონგრესი ჩატარდა თურქეთის ქალაქ ისტანბულის საგამოფენო დარბაზში. კონგრესის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო ACCA. ბაფის ACCA-ის პროგრამის კოორდინატორი მ. რევაზიშვილი შეხვდა ACCA-ის, IFAC-ისა და სხვა პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
2007 წლის 31 მაისს ბაფის წარმომადგენელმა მ. რევაზიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. კიევში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის თემა იყო:,,პროფესიონალ ბუღალტერთა ეთიკა: გამოცდილება და პერსპექტივა”.
ბაფის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ბაფის ეთიკის კოდექსი და მოკლედ გააცნო ბაფის საქმიანობა.
მ. რევაზიშვილი შეხვდა ნ. ვოვჩუკს, ACCA-ის ხელმძღვანელს კიევის, ბალტიკისა და კავკასიის რეგიონებში.
კონფერენციაზე ნ. ვოვჩუკმა გააკეთა პრეზენტაცია თემებზე:
1. ACCA-ის ახალი სტრუქტურა;
2. ეთიკის გამოცდის ჩაბარების თავისებურებანი.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ პროფესიული ეთიკის გარეშე პროფესიონალი ბუღალტრის არსებობა და წინსვლა წარმოუდგენელია.
2008 წლის 28-29 მაისს ,,შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,პროფესიული განათლება და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა: გამოცდილება, რეალობა, პერსპექტივები". კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ინგლისის, გერმანიის, უკრაინის, უზბეკეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალისტებმა.
გთავაზობთ ბაფის გამგეობის თავმჯდომარის რევაზ ძაძამიას მოხსენების ტექსტს, რომელიც კონფერენციაზე გააკეთა.
ბუღალტრის პროფესიული კვალიფიკაციის
პრაქტიკა საქართველოში
საყოველთაოდ ცნობილია, თუ რამდენად მოუმზადებელი დახვდა საქართველოში ბუღალტრის პროფესია თავისი კვალიფიკაციითა და გამოცდილებით საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. გასული საუკუნის 90-იან წლებში აღრიცხვის სპეციალისტების უმეტესობისათვის გაუგებარი იყო დარიცხვის მეთოდის, სამართლიანი ღირებულების, შესაბამისობის პრინციპის და სხვა ტერმინის არსი. დღეს ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. ბუღალტერთა ძირითადი კორპუსისათვის უკვე ახალი არ არის ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს), მათი სტრუქტურა და მოთხოვნები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ბუღალტრები თავიანთ პროფესიულ მომსახურებას ამ სტანდარტების სრული დაცვით ასრულებენ. იგივე შეიძლება ითქვას აუდიტორებზე, აუდიტის სტანდარტებსა და აუდიტორულ მომსახურებაზე. პრობლემის გადაჭრის გასაღები, სპეციალისტების პროფესიონალიზმსა და ეთიკური ქცევის ნორმების დაცვაშია.
პროფესიონალური განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ძვრებია მომხდარი. ამ საქმეში ლიდერის როლს ასრულებდა და დღემდე ასრულებს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი). შესაბამისად, წარმოგიდგენთ ბაფში დამკვიდრებულ პრაქტიკასა და, ჩვენი თვალსაზრისით, არსებულ ხარვეზებს.
ბაფმა სპეციალისტების პროფესიული სერტიფიცირება დაიწყო მისი დაფუძნებიდან მესამე წელს (1998 წლიდან). პროფესიული სერტიფიცირებისათვის წინასწარ იყო მომზადებული შესაბამისი დებულება, პროგრამა და სახელმძღვანელოები ტრენინგისათვის. წინასწარ შეირჩა და მომზადდა ლექტორები. სახელმძღვანელოები თავიდანვე დაეფუძნა ბასს-სა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს. მოქმედ ბუღალტერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა ტრენინგებში მონაწილეობაზე და არსებული პროგრამის წარმატებით გავლის გზით 430-მდე პრეტენდენტს მიენიჭა პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია და მიეცა ბაფის ნამდვილი წევრობის უფლება. ვგრძნობდით რა, რომ ამ პროგრამამ პროფესიის წარმომადგენლებში გააღვივა პროფესიონალიზმისკენ ლტოლვა, ამასთან გაზარდა უფრო კვალიფიციური ცოდნის მიღების სურვილი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლოკალური პროგრამიდან გადავსულიყავით უფრო დახვეწილ, მსოფლიოში აპრობირებულ და აღიარებულ პროგრამაზე. არჩევანის გაკეთებისას დიდი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის `ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა საქართველოს საწარმოებში~ (GEAR) პარტნიორების რჩევამ. არჩევანი გაკეთდა ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) პროგრამაზე და 2000 წლიდან დაიწყო მისი ქართულ ენაზე ადაპტირება. ამ პროგრამით ინგლისურ ენაზე სპეციალისტების მომზადება GEAR პროექტის ეგიდით ჯერ კიდევ ორი წლით ადრე იყო დაწყებული და, ფაქტობრივად, არსებობდნენ ადამიანები, რომლებმაც შეძლეს ლექტორის ფუნქციის შესრულება. პრეტენდენტთა პირველი ნაკადი წახალისებული იყო აშშ-ის განათლების აკადემიის სტიპენდიით. ამანაც შეუწყო ხელი საწყის ეტაპზე პრეტენდენტების მოზიდვას.
დღევანდელობა გვარწმუნებს, რომ ბაფმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ACCA–ის პროგრამაზე შეაჩერა არჩევანი. რა გვაძლევს ასეთი განცხადების საფუძველს:
1. პროგრამა არის მიმზიდველი: ბოლო ორი წლის მონაცემით ყოველწლიურად პროგრამაში ჩართვის სურვილს გამოთქვამს 500-600 პრეტენდენტი; თუმცა, ბევრი მათგანი ასეთივე ენთუზიაზმით არ აგრძელებს სწავლას. ამჟამად სტუდენტის სტატუსი შენარჩუნებული აქვს 935 ადამიანს, მათგან დამამთავრებელ ეტაპზე სწავლობს მხოლოდ 19 სტუდენტი. სწავლა დამთავრებული აქვს მხოლოდ 16-ს;
2. პროგრამა არის ავტორიტეტული: პროგრამაში ერთვებიან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები მესამე კურსიდან; პროგრამაში ჩართვა წახალისებულია დამსაქმებელთა მხრიდან;
3. პროგრამა აღიარებულია სახელმწიფო სტრუქტურებში: ბაფსა და საქართველოს კონტროლის პალატას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მეორე წელია მიმდინარეობს პალატის სპეციალისტების გადამზადება ACCA-ის პროგრამით; ACCA-ის პროგრამის სტუდენტები დასაქმებულნი არიან სამთავრობო სტრუქტურებში; ACCA-ის პროგრამით სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტერს არ მოეთხოვება აუდიტორული საქმიანობის საბჭოში აუდიტორის სერტიფიკატის მისაღებად გამოცდის ჩაბარება;
4. პროგრამაში მონაწილეობა ხელს უწყობს დასაქმებას: კადრების შერჩევისას დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ ACCA-ის პროგრამაში ჩართულ პირებს; ფაქტობრივად, 7-8 წიგნში წარმატების მქონე არც ერთი სტუდენტი არ არის დაუსაქმებელი.
ვფიქრობთ, საკმარისი არგუმენტია იმის აღსანიშნავად, რომ ACCA-ის პროგრამამ საფუძვლიანად დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს სინამდვილეში.
პროგრამის დამკვიდრებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ACCA–ის წიგნების ქართულ ენაზე თარგნა-გამოცემამ. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის USAID-ს, რომლის ფინანსური მხარდაჭერით ვთარგმნეთ ACCA–ის 2001 წლის გამოცემის 11 წიგნი და ადგილობრივ კანონმდებლობებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ წიგნები საგადასახადო დაბეგვრასა და ბიზნესის სამართალში. არანაკლები როლი ითამაშა ACCA–ის სწავლებისა და გამოცდების პრაქტიკის ადაპტირებამ. სასწავლო პროცესის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ბაფმა დააფუძნა შვილობილი კომპანია `პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი~, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების სტატუსით.
ამჟამად, ACCA–ის ქართულენოვანი პროგრამა შემდეგ დონეზეა ადაპტირებული:
პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა
შერჩევას ახორციელებს ბაფი. მსურველთა განაცხადები მიიღება და შერჩევა ხდება წელიწადში ორჯერ: იანვარ-თებერვალში და აგვისტო-სექტემბერში. შერჩევა ხდება წარმოდგენილი საბუთების განხილვითა და მსურველებთან გასაუბრებით.
ACCA–ის ქართულენოვანი წიგნები
ადაპტირებული ACCA–ის პროგრამაში მონაწილეებს ქართულენოვანი წიგნებით უზრუნველყოფს ბაფი. მისი კომპეტენციაა წიგნების თარგმნის უფლების მოპოვება, თარგმნა და გამოცემა.
სასწავლო პროცესი
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში. სასწავლო პროცესი იწყება თებერვალსა და სექტემბერში. იგი გრძელდება 16 კვირა. ამ პერიოდში ყოველ წიგნში ტარდება 80-90 საათიანი ლექცია. სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ სტუდენტები გადიან შიდასაინსტიტუტო ტესტირებას. იგი, ფაქტობრივად, წინასწარი გამოცდის როლს ასრულებს. ტესტირებიდან 3-5 დღეში სტუდენტი იგებს შეფასებას და უტარდება წინასაგამოცდო კონსულტაცია.
გამოცდები
გამოცდების დაგეგმვას და ადმინისტრირებას ახორციელებს ბაფის განათლების კომიტეტი. გამოცდები ტარდება გამოსასვლელ დღეებში. გამოცდის ხანგრძლივობა 3,5 საათია. გამოცდების დაწყებამდე სტუდენტი ეცნობა გამოცდაზე ქცევის წესებს და პროცედურებს, რომლის დარღვევისას სტუდენტი იხსნება გამოცდიდან და ნაშრომი არ იქნება გასწორებული. გამოცდების დასრულების შემდეგ ნაშრომები ექვემდებარება კოდიფიცირებას და ინახება ბაფში, შემფასებლებზე გადაცემამდე.
საგამოცდო მასალა
საგამოცდო მასალას ამზადებს ამ მიზნით შერჩეული პირი. იგი პასუხისმგებელია მომზადებული საგამოცდო მასალის ამოხსნადობაზე, შედგენის ხარისხსა და კონფიდენციალობაზე. მანვე უნდა მოამზადოს მასალის შეკვეთილი რაოდენობის ასლები და დალუქული უნდა გადასცეს ბაფის განათლების კომიტეტს.
საგამოცდო ნაშრომის შეფასება
ნაშრომებს აფასებს ბაფის მიერ შერჩეული სპეციალისტები. შეფასებაში არ მონაწილეობენ ლექტორები. შეფასებული ნაშრომები უბრუნდება განათლების კომიტეტს და შეფასებები გადაეცემა კოდების მიხედვით.
შეფასების აუდიტი
ყველა ნაშრომი, რომელიც შეფასდა 45-დან 55-მდე ქულებით, ექვემდებარება აუდიტს. აუდირებული ნაშრომების განათლების კომიტეტისათვის დაბრუნების შემდეგ ხდება შეფასებების იდენტიფიცირება სტუდენტების მიხედვით.
ყველა აღნიშნული პროცედურა სრულდება გამოცდების შედეგის გაცნობისათვის დათქმულ დრომდე და ამ დღიდან ყველას ეცნობება.
პრეტენზიები
სტუდენტების პრეტენზია შეფასებასთან დაკავშირებით მიიღება შედეგის გაცნობიდან 3 დღის ვადაში და განიხილება 2 კვირის განმავლობაში.
ხარვეზები და წინააღმდეგობები
ACCA–ის პროგრამით პროფესიული სერტიფიცირების თვალსაზრისით, ერთი შეხედვით თითქოს სრული წესრიგია. თუმცა, არსებობს საკითხები, რომლებიც გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს, მაგრამ დამოკიდებული არაა მხოლოდ ბაფის ძალისხმევაზე. ჩვენი თვალთახედვით, ეს საკითხებია:
წიგნების თარგმანის განახლება
ფასს-ში და ასს-ში მიმდინარე ინტენსიური ცვლილება განაპირობებს ACCA–ის წიგნების განახლების აუცილებლობას. შესაბამისად, აუცილებელი ხდება ახალი წიგნების თარგმნა-გამოცემა. წიგნების თარგმნის აუცილებლობა გამოიწვია ასევე ACCA–ის პროგრამისა და წიგნების სტრუქტურულმა ცვლილებამ. ბაფი დღემდე იყენებს ACCA–ის 2001 წლის გამოცემის წიგნებს. ცხადია, ეს გარკვეულ ხარვეზებს წარმოშობს. ერთბაშად ყველა წიგნის თარგმნა რთული და არაეფექტურია, ამიტომ ავირჩიეთ პერმანენტული თარგმნის ტაქტიკა, რაც იმაში გამოიხატება, რომ 2008 წლის სექტემბრის ნაკადისათვის მომზადდება პირველი-სამი წიგნი სასწავლო პროცესის დაწყებამდე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ევრაზიის ფონდს წიგნების თარგმნის მიზნით გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით. ACCA–ის მომდევნო წიგნები ითარგმნება და გამოიცემა ყოველ 6 თვეში. ეს ბაფის არჩევანია, მაგრამ რამდენად თანმიმდევრულად მოვახერხებთ თარგმნის უფლების მოპოვებას, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული.
თარგმნის უფლება
ბაფს ამჟამად მოპოვებული აქვს თარგმნის უფლება წიგნებზე F1; F2 და F3. ეს წიგნები თარგმნილი და გამოცემული იქნება სექტემბრისათვის. შემდგომ პერიოდებში წელიწადში ითარგმნება 3-4 წიგნი. ვფიქრობთ, კარგი იქნებოდა ACCA-ის წიგნების გამომცემელთან გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ამით გამარტივდებოდა თარგმნის უფლების მოპოვება და სასარგებლო იქნებოდა ოპერატიული თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, ამ საკითხების მოგვარებაში მხარს დაგვიჭერს და რეკომენდაციას გაგვიწევს ACCA–ის დირექტორი ევროპაში ბატონი როჯერ ექტონი.
სტატუსი
ცნობილია, რომ მსოფლიო ბანკი ახორციელებს სადიაგნოსტიკო კვლევას სტანდარტებისა და კოდექსის შესრულების შესახებ. საქართველო იყო 21-ე ქვეყანა, სადაც ასეთი კვლევა 2006 წელს განხორციელდა. ანგარიშში სტანდარტებისა და კოდექსის შესრულების შესახებ (ROSC) აღნიშნულია, რომ `ქართულენოვან ACCA–ის პროგრამაზე დამყარებული პროგრამა არ არის აკრედიტებული ACCA–ის მიერ და არ განაპირობებს ACCA–ის წევრობას~. ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა არსებობს. აკრედიტაცია მიღწეულია 3 წიგნში. მომზადებულია მასალა შემდგომ წიგნში აკრედიტაციის მოსაპოვებლად. რამდენადაც კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს ACCA–ის წარმომადგენელი გვსურს მისგან გავიგოთ, რამდენად არის შესაძლებელი ACCA–ის მხრიდან ბაფის აღიარება ACCA–ის პროგრამაზე დაფუძნებული პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის განმახორციელებლად საქართველოში. მით უფრო უნდა აღვნიშნოთ, რომ ბაფი 2000 წლიდან გამოდის იმ პირების მხარდამჭერად, რომლებიც ინგლისურენოვანი ACCA–ის სტუდენტები არიან.
ამ საკითხს ვსვამთ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სტატუსის განსაზღვრით, იქნებ შესაძლებელი გახდეს ქართულენოვანი ACCA–ის სტუდენტისათვის ინგლისურ ენაზე სწავლის გაგრძელება ACCA–ის ქართული პროგრამის დასრულებამდე და არა მის შემდეგ, როგორც დღეს მიღებული აკრედიტაციითაა განსაზღვრული. შესაძლოა ეს ბაფსა და ACCA–ის შორის მემორანდუმის დონეზე იყოს მიღწევადი.
ACCA–ის სტუდენტები და წევრები
ყოველ ნაკადზე 50-ზე მეტი ადამიანი იწყებს სწავლას ინგლისურენოვან ACCA–ში. მათი უმეტესობა მუშაობს ქართულ ეკონომიკურ გარემოში. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საგადასახადო დაბეგვრისა და ბიზნესის კანონმდებლობის შესწავლა. რამდენადაც ისინი ACCA–ის ფარგლებში F4 და F6 წიგნებს აბარებენ ბრიტანული კანონმდებლობით, მათ წარმოეშობათ გარკვეული უხერხულობა როგორც საქართველოს ბიზნესგარემოს ცოდნის თვალსაზრისით, ისე ბაფის წევრობასთან მიმართებით. ისინი ბაფის წევრები რომ გახდნენ დამატებით უნდა ჩააბარონ ქართულ საკანონმდებლო ბაზაზე მომზადებული F4 და FF6 წიგნები. სასარგებლო იქნებოდა, თუ ACCA ნებას დართავდა ინგლისურენოვან სტუდენტებს F4 და F6 წიგნების ჩაბარებას ქართულ ენაზე და აქ მიღებული შეფასებით ჩაბარებულად ჩაუთვლიდა F4 და F6 წიგნებს ბაფში.
ჩათვლები
ACCA-საგან განსხვავებით, ბაფი არ იყენებს ჩათვლის სისტემას. ეს შენიშვნა გაკეთდა ROSC-ის შეფასებაშიც. ბაფის თვითმიზანი არაა ACCA-ის პროგრამით სერტიფიცირების ყველა მსურველმა ისწავლოს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში და ჩააბაროს ყველა წიგნი. ეს განპირობებულია ობიექტური გარემოებით, რაც აკადემიური განათლების დონეზეა აქცენტირებული. ბაფი მიესალმება უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმებს ბუღალტრული კადრების მომზადების სფეროში და, სავარაუდოდ, მომდევნო ორ წელიწადში გადასინჯავს თავის პოლიტიკას ჩათვლებთან მიმართებაში. ბაფი მზადაა ითანამშრომლოს აკადემიური სექტორის შესაბამისი პროგრამების წამყვანებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და ხელი შეუწყოს აკადემიური სექტორის სტუდენტების მაღალ აკადემიურ განათლებას. მიზნის მისაღწევად მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილი გვაქვს ჩავატაროთ ეროვნული კონფერენცია იმ უმაღლესი სასწავლებლების მასშტაბური მონაწილეობით, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრაციის სპეციალისტებს ამზადებენ. გამორიცხული არ არის, კონფერენციის მუშაობამ დააჩქაროს ჩათვლების პოლიტიკის უფრო ადრეული გადასინჯვა ბაფის მხრიდან.
ACCA-ის პროგრამის პარალელურად, ბაფი ახორციელებს ლოკალურ პროგრამას იმ პირებისათვის, რომელთა მიზანი არაა პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსის მოპოვება და თავიანთ კარიერას მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის ფუნქციას უკავშირებენ. პროგრამა შემოიფარგლება 6 საგანში ტესტირებით და ორიენტირებულია ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის, საგადასახადო და ბიზნესკანონმდებლობის და აუდიტის საფუძვლებისა და ეთიკური ნორმების შესწავლაზე. პროგრამის წარმატებით დაძლევის შემდეგ, პრეტენდენტებს ენიჭებათ მთავარი ბუღალტრის საკვალიფიკაციო სტატუსი და უფლება ეძლევათ გახდნენ ბაფის ნამდვილი წევრები. პროგრამა უფრო მიმზიდველია რეგიონებისათვის, მით უფრო, როდესაც დღემდე ACCA-ის პროგრამით რეგიონებში მსურველთა მომზადება, ჯერჯერობით, შეუძლებელია, ფინანსური და ადამიანური რესურსების უკმარისობის გამო.
პროფესიონალის სტატუსის მოპოვებასთან ერთად, სპეციალისტისათვის მნიშვნელოვანია პროფესიული ფასეულობის შენარჩუნება და განვითარება. ამ კუთხით ბაფი თავისი ნამდვილი წევრებისაგან მოითხოვს განგრძობითი (უწყვეტი) სწავლების პროგრამაში მონაწილეობას. პრობლემის შესაბამისად, 40 საათიანი სემინარის ჩატარებით წევრებს მიეწოდება სიახლე ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სტანდარტებში, საგადასახადო და ბიზნესკანონმდებლობაში. მაგრამ დაუფარავად უნდა ითქვას, დაბალია სემინარებში მონაწილეობით დაინტერესება. მხოლოდ დისციპლინარული ზომების გატარებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ჩვენი სურვილია, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მივიღოთ გარკვეული რჩევები დისკუსიის პროცესში, თუნდაც თქვენი პროფესიული ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით.
2008 წლის 1 ნოემბერს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ინიციატივით გაიმართა კონფერენცია თემაზე: ,,თანამშრომლობა პროფესიონალი ბუღალტრების მომზადების სფეროში".
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ახალციხის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, გორის უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის ეკონომიკური და ბიზნესის ფაკულტეტების წარმომადგენლებმა.
კონფერენცია გახსნა ბაფის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე დათიაშვილმა.
კონფერენციაზე მოხსენებით თემაზე `ბუღალტრის პროფესიული განათლების საერთაშორისო მოთხოვნები~ გამოვიდა პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის რექტორი რევაზ ძაძამია.
მომხსენებელი თავის გამოსვლაში შეეხო პროფესიონალი ბუღალტრის განათლებისადმი არსებულ მოთხოვნებს, რომელიც გამომდინარეობს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოცემული განათლების საერთაშორისო სტანდარტებიდან:
• (გს) 1 `პროფესიონალ ბუღალტერთა განათლების პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელი წინაპირობა";
• (გს) 2 `პროფესიონალი ბუღალტრის განათლების პროგრამის შინაარსი";
• (გს) 3 `პროფესიული უნარი";
• (გს) 4 `პროფესიული ფასეულობა, ეთიკა და ქცევ"ა.
და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიერ მიღებული დოკუმენტიდან `ეროვნული მოთხოვნების დებულება პროფესიონალ ბუღალტერთა კვალიფიკაციისათვის".
უმაღლეს სასწავლებლებში ბუღალტრული აღრიცხვის საგნის სწავლების, ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით კადრების მომზადების მდგომარეობის ანალიზსა და პერსპექტივების განხილვას შეეხო მოხსენებები, რომლებიც წარმოადგინეს:
• თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ჯამლეტ ჯანჯღავამ და ამავე ფაკულტეტის სრულმა პროფესორმა ელენე ხარაბაძემ.
• გორის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორებმა ციური დურულმა და გიორგი ნანუაშვილმა.
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ტარიელ კიკვაძემ და ასოცირებულმა პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ.
• ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ნარსიამ.
• საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ხათუნა ჯოხაძემ და ხათუნა ბებნაძემ.
• გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პედაგოგმა ლიანა პისარევამ.
• თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნაზი გვარამიამ.
• ახალციხის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორებმა ზურაბ ლიპარტიამ და ცისკარა ზარანდიამ.
• კავკასიის ბიზნესის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თემურ ფარცხალაძემ.
პროფესიონალი ბუღალტრის აღიარების საერთაშორისო პრაქტიკისა და ბაფის მიერ ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების მიზნით ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამის ადაპტირება-განვითარების საკითხებს მიეძღვნა ბაფის აღმასრულებელი დირექტორის ლავრენტი ჭუმბურიძის მოხსენება.
პროფესიისა და აკადემიური სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე მოხსენება გააკეთა რევაზ ძაძამიამ. მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის ფარგლებში ბაფის მზადყოფნაზე, მოახდინოს პროფესიონალ ბუღალტრად აღიარების პრეტენდენტთა წინასაკვალიფიკაციო მომზადებაში აკადემიური სექტორის ცალკეული წარმომადგენლის პარტნიორად ნომინაცია. განხილული იყო ნომინაციის საორიენტაციო კრიტერიუმები და პროცედურები. აღინიშნა, რომ ნომინაციის ადრესატი შეიძლება იყოს:
აკადემიური სექტორის უმაღლესი სასწავლებელი;
აკადემიური სექტორის უმაღლესი სასწავლებლის ფაკულტეტი ან/და მიმართულება;
ორივე შემთხვევაში, მხოლოდ აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი პროგრამები.
ასევე ითქვა, რომ ნომინირებული უმაღლესი სასწავლებლის, ფაკულტეტისა ან/და მიმართულების კურსდამთავრებული განთავისუფლებული იქნება ბაფის რამდენიმე წინასაკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან.
მოხსენებით გამოსულ პირებთან ერთად, დისკუსიაში გამოსვლით კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს:
თსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა ანჟელი ხორავამ
თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნადეჟდა კვატაშიძემ
გორის უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა ლალი
სადაღაშვილმა
ბაფის გამგეობის წევრმა რუსუდან ჟორჟოლიანმა
ბაფის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე დათიაშვილმა
ბაფის გამგეობის წევრმა ზურაბ ლალაზაშვილმა
ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სრულმა პროფესორმა გობრონი ჯახიამ.
გამოითქვა მოსაზრება, რომ კონფერენციის მასალები მიეწოდოს იმ უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებმაც ვერ შეძლეს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთხმად გამოთქვეს სურვილი, რომ ხშირად მოხდეს ასეთი სახის შეხვედრები, სადაც საუბარი იქნება იმ სიახლეებზე, რომელზეც უფრო მეტად ხელი მიუწვდება ბაფს.
თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა ჯამლეტ ჯანჯღავამ მადლობა მოახსენა კონფერენციის ორგანიზატორებს საინტერესო და შედეგიანი შეხვედრისათვის. ბატონმა ჯამლეტმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ბაფის ხელმძღვანელობის ხედვა და სახელმწიფოებრივი მიდგომა პროფესიის მომავალი განვითარებისადმი.
2009 წლის 12-17 ოქტომბერს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ჩატარდა 40 საათიანი სემინარი თემაზე `ფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის განვითარება გარდამავალ ეკონომიკურ სისტემებში”.
სემინარის ჩატარება შესაძლებელი გახდა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. სემინარი ჩაატარა კომპანია “კორპორეიტ სოლუშენის” წარმომადგენელმა ჯორჯ ბრიტანმა. სემინარში მონაწილეობდნენ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი სტრუქტურების, პროფესიული ორგანიზაციების, აუდიტური კომპანიების, აკადემიური სექტორისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები.
2009 წლის 5 და 6 ნოემბერს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის რეგულირება _ გამოცდილება, რეალობა, პერსპექტივა”
კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ_დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციის სპონსორები იყვნენ აგრეთვე: “ფრაისვოთერჰაუსკუპერსი ცენტრალური აზია და კავკასია ბი.ვი-ს საქართველოს ფილიალი”; `ბიდიო ჯორჯია” იუ-ბი-სი ინტერნეიშენალი; შპს `საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია”; შპს “კონსაუდი”; შპს `პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი”.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთის, სერბიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, ლიტვის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს მარეგულირებელი სტრუქტურებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები; , საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი); საქართველოს არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები
კონფერენციის მონაწილეებმა:
_ წარმოადგინეს ინფორმაცია თავიანთ ქვეყნებში პროფესიონალი ბუღალტრების (აუდიტორების) საკვალიფიკაციო სერტიფიცირებისა და ლიცენზირების პრაქტიკის შესახებ;
_ იმსჯელეს თავიანთ ქვეყნებში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც შეეხებოდა სტანდარტების შემუშავებას, აღიარებას, დანერგვასა და გამოყენებაზე მონიტორინგს;
_ განიხილეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიის რეგულირებაში პროფესიული ორგანიზაციებისა და სახელმწიფო მარეგულირებელი (საზედამხედველო) ორგანოების მონაწილეობის არსებული პრაქტიკა და წარმოადგინეს ხედვა, თუ რა გზითაა შესაძლებელი პროფესიის მონაწილეობა რეგულირებაში იმ ქვეყნებში, სადაც რეგულირებას სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ.
კონფერენციის პირველი დღის ბოლოს გაიმართა ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციასა (ACCA) და ბაფს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის პრეზენტაცია. თანამშრომლობის მიღწეულ შედეგებსა და მომავლის პერსპექტივებზე ისაუბრეს ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის რეგულირების განყოფილების დირექტორმა, ბატონმა სანდიიფ ტაკვანმა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ბატონმა რევაზ ძაძამიამ.
კონფერენციაზე განხილული თემები და გამომსვლელები:
ნატალია ვოვჩუკი _ ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ხელმძღვანელი უკრაინის, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნებში
“ფინანსური რეგულირების მომავალი”
ზურაბ ლალაზაშვილი _ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი, BBDO GEORGIA –ს მმართველი პარტნიორი
“აუდიტის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოს პრაქტიკა”
სანდიიფ ტაკვანი - გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) დირექტორი, რეგულირების განყოფილება
“ ACCA- ის კვალიფიკაციის მქონე წევრების საქმიანობის რეგულირება”
ჯორჯ ბრიტანი - აზიის განვითარების ბანკი, კომპანია “კორპორეიტ სოლუშენი”
“გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ანგარიშგების საბჭო, როგორც პროფესიის რეგულირების საზედამხედველო ორგანო”
მატეუშ ფრაზეკი – პოლონეთის ბუღალტერთა ასოციაციის აღმასრულებელი მენეჯერი
„ბუღალტრის პროფესიის რეგულირება პოლონეთში.”
ნიოლე პლასკინე - ლიტვის აუდიტორთა პალატის პრეზიდიუმის წევრი
“აუდიტორული საქმიანობის რეგულირება და სახელმწიფო ზედამხედველობა ლიტვაში”
დეჟან მიკერევიჩი - ბოსნია-ჰერცოგოვინისა და სპრსკის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის პრეზიდენტი
„პროფესიული რეგულირება და თვითრეგულირება: ბოსნია-ჰერცოგოვინისა და სრპსკის რესპუბლიკების გამოცდილება”
ალექსანდრე ვერენკოვი – BDO UNICON, MOSCOW, საერთაშორისო პარტნიორი
„აუდიტის რეფორმა რუსეთში და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება: განსხვავებების აღმოფხვრა”
დიმიტრი იაკოვენკო – რუსეთის პროფესიონალი ბუღალტრებისა და აუდიტორების, ფინანსური მენეჯერებისა და ეკონომისტების ნაციონალური ინსტიტუტის პრეზიდენტი
„პროფესიული თვითრეგულირების განვითარება და სამეწარმეო საქმიანობა თანამედროვე რუსეთში”.
ზორან სკობიჩი - სერბიის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის განათლების კომიტეტი
“პროფესიონალი ბუღალტრების სერტიფიცირებისა და საქმიანობის რეგულირების პრაქტიკა სერბიაში”
ილდიზ იზთურქი – თურქეთის “ტურმორის” აუდიტორთა საბჭოს სპეციალისტი, საგარეო ურთიერთობების განყოფილება
“პროფესიონალი ბუღალტრების სერტიფიცირებისა და ლიცენზიის გაცემის პრაქტიკა თურქეთში”
ვალენტინა ლიოგკა – უკრაინის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი
”ბუღალტრის პროფესიის განვითარება უკრაინაში. პროფესიული ორგანიზაციების როლი”.
ანა ჩიტჩიანი - სომხეთის ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წამყვანი სპეციალისტი “ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების პრაქტიკა სომხეთში”
ივანე ჯელია – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
”ევროკომისიის მე-8 დირექტივის მოთხოვნები და საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირება”
ჯორჯ ბრიტანი - აზიის განვითარების ბანკი “კორპორეიტ სოლუშენი”
`მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები და ანგარიშგების იერარქია”
2009 წლის 16-18 ნოემბერს ბაზალეთის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია თემაზე: `ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის გახსნის შესახებ სტანდარტების შემდგომი სრულყოფა გარდამავალი ეკონომიკის პერიოდში”
კონფერენციის ჩატარება შესაძლებელი გახდა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი სტრუქტურებისა და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები (თითოეული ქვეყნიდან 8 წარმომადგენელი). აგრეთვე, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბაზალეთში ჩატარებულ კონფერენციაზე განხილული იყო განვითარებული ქვეყნების ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების სისტემები და გაიმართა დისკუსია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სარეკომენდაციო სამოქმედო გეგმების შემუშავების საკითხებზე.
რეგიონალურ კონფერენციაზე გამომსვლელთა ვინაობა და განხილული თემები:
1. ბ-ნი ნარასიმჰამი, ADB (აზიის განვითარების ბანკი) – აზიის განვითარების ბანკი, სტრატეგია და ინიციატივები;
2. ბ-ნი ანდრეი ბუსუიოკი, მსოფლიო ბანკი – ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი ღOშჩ: რეგიონალური საკითხები და რეფორმების ამოცანები;
3. ბ-ნი ჯორჯ ბრიტანი, კორპორეიტ სოლუშენი (CSCL) – მოქმედების გეგმა: სტრუქტურა და ფორმატი;
4. ბ-ნი ზურაბ ლალაზაშვილი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) – ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმები საქართველოში;
5. ბ-ნი მაიკ უელსი, გაერთიანებული სამეფო, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (IASB) – IASB, საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა;
6. ქ-ნი ნატალია ვოვჩუკი, ბრიტანეთის სერტიფიცირებულ ნაფიც
ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ხელმძღვანელი უკრაინის, ბალტიისა და
კავკასიის ქვეყნებში _ პროფესიონალური ორგანიზაციების როლი
(ACCA-ს მოდელი);
7. ბ-ნი მაიკ უელსი, გაერთიანებული სამეფო – დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან – ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) განხორციელება: რა იქნა შესწავლილი?
8. ბ-ნი ჯონ ჰუპერი ფინანსური ანგარიშგების საბჭო (C) – ფინანსური ანგარიშგების საბჭო და აუდიტის რეგულირება გაერთიანებულ სამეფოში;
9. ქ-ნი ნატალია ვოვჩუკი, ACCA – ფინანსური რეგულირების მომავალი – ACCA-ს რეკომენდაციები;
10. ბ-ნი ჯონ ჰუპერი FRS – დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან – რეგულირება: პრობლემური საკითხები და პრიორიტეტები;
11. ბ-ნი მაიკ უელსი, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭო (IASB) – ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის;
12. ბ-ნი ჯონ ჰუპერი, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) საკონსულტაციო ჯგუფი – IFAC-ის საგანმანათლებლო სტანდარტები;
13. ბ-ნი ანდრეი ბუსუიოკი, მსოფლიო ბანკი - დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან – ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმები: სად მიგვიყვანს ეს?
14. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლები – ქვეყნის მოქმედების გეგმების სრულყოფა;
15. ბ-ნი ანდრეი ბუსუიოკი, მსოფლიო ბანკი – ფინანსური ანგარიშგება: ნდობის აღდგენა;
16. ქ-ნი ლინ ლინჩი, გაერთიანებული სამეფოს კომპანიების პალატა – ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება;
17. ქვეყნის მოქმედების გეგმა (პროექტი) – საქართველო;
18. ქვეყნის მოქმედების გეგმა (პროექტი) – Aაზერბაიჯანი;
19. ქვეყნის მოქმედების გეგმა (პროექტი) – სომხეთი;
20. ბ-ნი ნარასიმჰამი, ADB (აზიის განვითარების ბანკი) – დისკუსიები მრგვალ მაგიდასთან – მოქმედების გეგმები;
21. ბ-ნი ნარასიმჰამი, ADB (აზიის განვითარების ბანკი) – დასკვნითი შენიშვნები.
ბაზალეთის კონფერენციის სამდღიანი მუშაობის ბოლოს, 12-17 ოქტომბრის სემინარებსა და 5-6 ნოემბერს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე უცხოელი ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, მონაწილეებმა შეიმუშავეს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განვითარების გეგმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოსათვის.
|