|
ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა |
|
ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა ყოველთვიური სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი ,,ბუღალტრული აღრიცხვა" გამოდის 1996 წლიდან. დაფუძნების დღიდან გამოდის შეუფერხებლად და ჰყავს სტაბილური მკითხველი. ჟურნალი, ძირითადად, ვრცელდება ხელმოწერით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე _ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 2010 წლის 1 თებერვლის მონაცემებით ჟურნალის ხელმომწერია 1455 იურიდიული და ფიზიკური პირი. ჟურნალი დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად პროფესიის განვითარების საქმეში. ჟურნალის ძირითადი თემებია: ინფორმაცია საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციიდან; ინფორმაცია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციიდან; ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო დაბეგვრისა და აუდიტის სფეროს სამეცნიერო და პრაქტიკული მასალები; ACCA - ის სტუდენტთა დასახმარებლად; ოფიციალური მასალები; ინფორმაცია სავალუტო ბირჟებიდან; კითხვა-პასუხი; შემეცნებითი გასართობი გვერდი~. ჟურნალის ხელმოწერის ღირებულებაა: 3 თვით _ 15 ლარი; 6 თვით _ 30 ლარი; 1 წლით _ 60 ლარი. ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია როგორც რედაქციაში (წერეთლის გამზირი 61), ასევე ჟურნალ - გაზეთების გამავრცელებელ სააგენტოებში.
ჟურნალში რეკლამის განთავსების ღირებულებაა: ჟურნალის შიდა ყდაზე – 250 ლარი; ჟურნალის ბოლო გვერდზე _ 150 ლარი. ერთი წლით რეკლამის განთავსების შემთხვევაში ფასდათმობაა 30%, ხოლო 6 თვით _ 15%. საკონტაქტო ტელეფონები: (8-99) 90 67 10; 8 22 35 43 97.
|