|
წევრობა საერთაშორისო ორგანიზაციებში |
|
წევრობა საერთაშორისო ორგანიზაციებში
ბაფი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (ბსფ) ნამდვილი წევრი 2000 წლის მაისიდან. როგორც წევრად მიღებამდე, ისე მის შემდეგ ბაფი ერთგული რჩება ბსფ-ის სახელმძღვანელო მითითებების, რომელიც გამოიცემა განათლების, ეთიკისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების სფეროში.
1999 - 2003 წლებში მნიშვნელოვანი იყო ბაფის მონაწილეობა ბუღალტერთა და აუდიტორთა რეგიონალური ფედერაციის ,,ევრაზია" საქმიანობაში. OECD-ს მიერ ინიცირებული და USAID-ის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი რეგიონალური ფედერაცია ,,ევრაზია" დაფუძნდა 1999 წლის 17 ივნისს ქ. კიევში. ბაფი აქტიურად მონაწილეობდა რეგიონალური ფედერაციის ჩამოყალიბებაში და, როგორც დამფუძნებელი წევრი, მის ყველა ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
|