|
• ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით;
• საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა;
• ბაფ-ის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
• ბაფ-ის წევრთა პროფესიული ინტერესების დაცვა.
ბაფის მიზნები:
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში სრულად დამკვიდრება მსხვილი საწარმოებისათვის;
• ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტების დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესში, არასამთავრობო სექტორში;
• აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება;
• აუდიტის ხარისხის კონტროლისა და, ზოგადად, აუდიტორული საქმიანობის ინსტიტუტის სრულყოფა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;
• ბუღალტრებისა და აუდიტორების მომზადება, გადამზადება და მიღებული ცოდნის მუდმივი განახლება;
• მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნა;
• ეკონომიკური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებში თანამედროვე სწავლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
• საერთაშორისო პროფესიული ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობა.
თავისი მისიისა და შესაბამისი მიზნების განხორციელებისას, ბაფი უპირატესობას ანიჭებს:
თეორიულ ასპექტში _ რაციონალურ აზროვნებას, ცოდნასა და გამოცდილებას;
ეკონომიკურ ასპექტში _ სარგებლიანობას, როგორც კერძო ბიზნესისათვის, ისე ორგანიზციის წევრებისა და თვით ორგანიზაციის ზრდისათვის;
პოლიტიკურ ასპექტში _ საყოველთაო აღიარებას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის გარეთ;
ეთიკურ ასპექტში _ მოქმედებას ეთიკური თვალსაზრისით დასაშვები ნორმის ფარგლებში.
|