|
დამტრიცებულია ბაფის გამგეობის სხდომაზე
ოქმი № 5
12 ოქტომბერი 2005 წ.
დებულება
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ პრეტენდენტისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ
(კოდიფიცირებული)
(შეტანილია ცვლილება ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით.
ოქმი №4. 16.07.07 ოქმი №6. 28.12.2009).
-
საფუძველი და მიზანი
-
დებულების მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭების პროცესში ბაფ-ის მიერ მიღებული განათლების სტანდარტით მოთხოვნილი წესების დაცვას.
-
დებულება შემუშავებულია ბუღალტერთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიკაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მოტივით.
-
დებულება ეფუძნება ბაფ-ის განათლების სტანდარტებით დადგენილ ნორმებს.
-
დებულებაში გათვალისწინებულია ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული განათლების საერთაშორისო სტანდარტებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მიერ მიღებულ პროფესიონალ ბუღალტერთა კვალიფიკაციისათვის ეროვნული მოთხოვნების დებულებები (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
ტერმინების განმარტება
დებულების მიზნებისათვის ქვემოთ მოტანილ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ადმინისტრატორი - განათლების კომიტეტის მიერ გამოცდის ზედამხედველად შერჩეული პირი (პირები);
ბუღალტერ-მოანგარიშე- კანდიდატი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროფესიული სერტიფიცირების პირველი დონის გამოცდები და ფლობს სათანადო სერტიფიკატს;
ბუღალტერ-ტექნიკოსი- კანდიდატი, რომელსაც ჩაბარებული აქვს პროფესიული სერტიფიცირების პირველი და მეორე დონის გამოცდები და ფლობს სათანადო სერტიფიკატს;
გამოცდის ადმინისტრირება- გამოცდის მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
განათლების სტანდარტი- IFAC-ის პროფესიონალი ბუღალტრის საერთაშორისო განათლების სტანდარტის ბაზაზე ბაფ-ის მიერ მიღებული პროფესიონალი ბუღალტრის განათლების სტანდარტი;
ინსტიტუტი- ბაფ-ის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი ან სხვა უმაღლესი სასწავლებელი, რომელთანაც ბაფ-ს გაფორმებული აქვს მემორანდუმი კანდიდატების მომზადების თაობაზე;
კანდიდატი- ბაფ-ის ასოცირებული წევრი, რომელიც ჩართულია ბაფ-ის პროფესიული სერტიფიცირების წინასაკვალიფიკაციო პროგრამაში;
მთავარი სპეციალისტი - საწარმოს მთავარი ბუღალტერი ან საწარმოს ბუღალტერი, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელის წინაშე თანამდებობრივად ვალდებულია ფინანსური ანგარიშგების შედგენაზე, აუდიტორი – აუდიტორულ ფირმაში ან დამოუკიდებელი აუდიტორი.
ნაშრომი- ტესტებზე პასუხის გასაცემად კანდიდატის მიერ საგამოცდო რვეულში წერილობითი ნამუშევარი;
ნაშრომის აუდიტი- გასწორებული და შეფასებული ნაშრომის განმეორებითი შემოწმება;
პრეტენდენტი– პირი, რომელიც სურვილს გამოთქვამს, ჩაერთოს ბაფ-ის პროგრამაში პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად;
პროფესიონალი ბუღალტერი- განათლების სტანდარტის შესაბამისად პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებული ბაფ-ის ნამდვილი წევრი;
პროფესიული შესაძლებლობა - პროფესიული ცოდნის, პროფესიული უნარის, პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის ერთობლიობა.
პროფილი- კანდიდატად რეგისტრირებისათვის პრეტენდენტის მიერ დაკავებული თანამდებობა. კერძოდ: ბუღალტერი, აუდიტორი, აუდიტორის ასისტენტი, ფინანსისტი, ფინანსური მენეჯერი, ეკონომისტი;
სერტიფიკაცია- დადასტურება იმისა, რომ განსაზღვრული მომენტისათვის ბაფ-ის წევრს გააჩნია მისი პროფესიული მომსახურების სფეროსათვის დადგენილი გარკვეული საკვალიფიკაციო (მოანგარიშის, ტექნიკოსის ან პროფესიონალის) კომპეტენცია;
სტაჟიორი- კანდიდატი, რომელიც პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მანერის შესაძენად სტაჟირებას გადის ბაფ-ის მეთვალყურეობით;
სტუდენტი- კანდიდატი, რომელიც ბაფ-ის განათლების პროგრამის ფარგლებში, პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნას ეუფლება ინსტიტუტში;
ტესტი- კანდიდატის მიერ შეძენილი პროფესიული ცოდნის შესაფასებლად გამოყენებული საგამოცდო მასალა;
ტესტირება- გამოცდის ჩატარების პროცესი;
შემფასებელი კომისია- ბაფ-ის განათლების კომიტეტის მიერ შერჩეული და აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაქირავებულ პირთა ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატთა ცოდნის შეფასებას;
წინასაკვალიფიკაციო პროგრამა- პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის განმსაზღვრელი პროგრამა, რომელიც გულისხმობს, პრეტენდენტის შერჩევას, მისთვის წინასაკვალიფიკაციო ცოდნის, პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მანერების შეძენაში ორგანიზებულ დახმარებას და მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შეფასების უზრუნველყოფას;
ხელმძღვანელი- ბაფ-ის მიერ სტაჟიორისათვის მეთვალყურედ დანიშნული პირი.
-
წინასაკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვა
-
წინასაკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს პრეტენდენტს, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირობას:
-
აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
ბ) აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება და განზრახული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნის მიღება ინსტიტუტში;
გ) სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში მესამე ან/და ზედა კურსზე და განზრახული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნის მიღება ინსტიტუტში.
დ) სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში მეორე კურსზე და მეორე სემესტრიდან განზრახული აქვს პროფესიონალი ბუღალტრის ცოდნის მიღება ინსტიტუტში დაიწყოს წიგნით "ბუღალტერი ბიზნესში".
ე) აქვს უმაღლესი პროფესიული განათლება (ნებისმიერი პროფილით). (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
წინასაკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვის მიზნით, პრეტენდენტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ბაფ-ის განათლების კომიტეტს.
-
განცხადებასთან ერთად პრეტენდენტი განათლების კომიტეტს წარუდგენს:
-
უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ცნობას უმაღლესი სასწავლებლიდან;
-
შრომითი წიგნაკის ფოტოპირი;
გ) პირად ანკეტას;
დ) 2 ცალ ფოტოსურათს (3X4).
-
პრეტენდენტებთან გასაუბრებას აწყობს და წინასაკვალიფიკაციო პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განათლების კომიტეტი.
-
პრეტენდენტებთან გასაუბრება და კანდიდატებად რეგისტრაციაში გატარება ხდება წელიწადში ორჯერ: თებერვალსა და სექტემბერში.
-
წინასაკვალიფიკაციო მოთხოვნა
-
პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებამდე კანდიდატმა უნდა შეასრულოს განათლების სტანდარტის მოთხოვნები და მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ დაიმსახურა პროფესიონალ ბუღალტრად აღიარება;
-
კანდიდატს მოეთხოვება აჩვენოს, რომ გააჩნია:
-
ზოგადი განათლება, რომლის გარეშე შეუძლებელია ბუღალტერს ჰქონდეს ფართო თვალსაწიერი, უნარი იმისა, რომ ეფექტურად იაზროვნოს და ჩამოაყალიბოს თავისი აზრი, შეძლოს აბსტრაქტული, ლოგიკური მსჯელობა და კრიტიკული ანალიზი;
-
ორგანიზაციულ-სამეურნეო განათლება, რომელიც ბუღალტერს ცოდნას აძლევს ბიზნესის, მართვის, მარკეტინგის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში, უნვითარებს კომუნიკაციისა და ურთიერთობის უნარ-ჩვევებს;
-
განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც ბუღალტერს უზრუნველყოფს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენების ცოდნითა და უნარ-ჩვევებით;
დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და მომიჯნავე დისციპლინების ცოდნა, რომელიც პროფესიონალი ბუღალტრის წარმატებული კარიერისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
-
კანდიდატს პროფესიული გამოცდილების შედეგად გამომუშავებული უნდა ჰქონდეს:
-
ანალიტიკური აზროვნება, რომელიც მას დაეხმარება რთულ ორგანიზაციულ სიტუაციაში იმოქმედოს ლოგიკურად და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება;
-
კავშირ-ურთიერთობის ჩვევა, რომელიც მას დაეხმარება სხვა მომუშავეებთან თანამშრომლობაში;
-
კომუნიკაციური ჩვევა, რომელიც მას დაეხმარება ინფორმაციის მიღებასა და გადაცემაში.
-
პროფესიული ფასეულობების თვალსაზრისით კანდიდატს მოეთხოვება:
-
იყოს პატიოსანი, ობიექტური და დამოუკიდებელი;
-
ემორჩილებოდეს შესაბამის პროფესიულ ნორმებს;
გ) ცნობდეს ბაფ-ის ეთიკის კოდექსს;
დ) მუდმივად ზრუნავდეს თავისი კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე.
-
კანდიდატი რეგისტრაციის პირველივე დღიდან ხდება ბაფ-ის ასოცირებული წევრი და ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს წევრობა.
-
კანდიდატის მომზადება გამოცდებისათვის
-
კანდიდატი გამოცდებისათვის ემზადება დამოუკიდებლად, ან ინსტიტუტში ბაფ-ის მიერ დადგენილი სასწავლო პროგრამის მიხედვით;
-
სასწავლო პროგრამა და მასალა ეფუძნება ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამასა და წიგნებს;
-
კანდიდატი ემზადება და საკვალიფიკაციო გამოცდებს აბარებს შემდეგ წიგნებში: (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
საწყისი მოდული (პირველი დონე)
1. F1. ბუღალტერი ბიზნესში
2. F2. მენეჯერული აღრიცხვა
3. F3.ფინანსური აღრიცხვა
დახელოვნების მოდული (მეორე დონე)
4. F4 ქართული ბიზნესსამართალი (ყოფილი 2.2)
5. F5საქმიანობის შედეგების მართვა 1
6. F6საგადასახადო დაბეგვრა (ყოფილი 2.3)
7. F7ფინანსური ანგარიშგება (ყოფილი 2.5)
8. F8 აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა 1 (ყოფილი 2.6)
9. F9ფინანსური მართვა 1 (ყოფილი 2.4)
პროფესიული სწავლების ეტაპი (მესამე დონე)
ძირითადი მოდული
10. P1 კორპორაციული მართვა, რისკი და ეთიკა
11. P2კორპორაციული ანგარიშგება (ყოფილი 3.6)
12. 3.5 ბიზნესის სტრატეგიული დაგეგმვა და განვითარება
12. P4 ფინანსების მართვა 2 (ყოფილი 3.7)
13. P7აუდიტი და მარწმუნებელი საქმიანობა 2 (ყოფილი 3.1)
-
წიგნები ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში და აუდიტში, ასევე მათი საგამოცდო ტესტები ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს.
-
(გაუქმებულია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
ინსტიტუტში სწავლის გარეშე საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება კანდიდატი, რომელიც აკმაყოფილებს 3.1. პუნქტის "ა" ქვეპუნქტის პირობებს.
-
არაეკონომიკური ან დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატები გამოცდებისათვის მომზადებას გადიან ინსტიტუტში. მათ პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მინიჭებამდე უნდა მოიპოვონ უმაღლესი ეკონომიკური განათლების სერტიფიკატი (დიპლომი).
-
5.3 პუნქტში მითითებული წიგნი "ბუღალტერი ბიზნესში" ჩაბარებულად ჩაეთვლება კანდიდატს, რომელიც გამოცდებისათვის მომზადებას გადის ინსტიტუტში და წარმოადგენს ინფორმაციას ინსტიტუტის გამოცდაზე მიღებული დადებითი შეფასების შესახებ (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
5.6 პუნქტში მითითებული კანდიდატები წიგნში "ბუღალტერი ბიზნესში" გამოცდას აბარებენ ბაფში. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება 5.8 პუნქტში განსაზღვრული ქულის მიღების შემთხვევაში (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
გამოცდების ჩატარება
-
გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ: იანვარსა და ივლისში.
-
გამოცდების განრიგი და ჩატარების ადგილი წიგნების მიხედვით დგება და კანდიდატებს გაეცნობა გამოცდამდე 15 დღით ადრე.
-
საგამოცდო დროის ხანგრძლივობა შეადგენს:
ა) საწყისი მოდულის წიგნებში 2,25 საათს
ბ) დანარჩენ წიგნებში 3,5 საათს (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
ერთ საგამოცდო პერიოდში კანდიდატი დაიშვება არაუმეტეს 3 გამოცდაზე;
-
კანდიდატი გამოცდებს აბარებს 5.3. პუნქტში ჩამოთვლილი წიგნების თანმიმდევრობით.
-
კანდიდატი ვალდებულია გამოცდამდე ერთი თვით ადრე განათლების კომიტეტში წერილობით განაცხადოს გამოცდებზე გამოსვლის სურვილის შესახებ.
-
კანდიდატი გამოცდაზე დაიშვება ბაფ-ის წევრობის მოწმობის წარდგენის შემდეგ. მოწმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კანდიდატი გამოცდაზე გამოუცხადებლად ითვლება.
-
გამოცდების ორგანიზება, ჩატარება და შედეგების დამტკიცება განათლების კომიტეტის კომპეტენციაა.
-
ტესტირებას ხელმძღვანელობს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, ან მისი რეკომენდაციით კომიტეტის რომელიმე წევრი.
-
განათლების კომიტეტის რეკომენდაციით აღმასრულებელი დირექტორი ნიშნავს ნაშრომის შემფასებელ კომისიას.
-
შემფასებელი კომისიის შემადგენლობა საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს კვალიფიციური ტესტების შედგენა, ნაშრომების დროული გასწორება და აუდიტი.
-
შემფასებელი კომისიის მოვალეობაა ტესტების შედგენა და გამრავლება, ნაშრომის შეფასება და აუდიტი და გასაჩივრებული ნაშრომის მიმოხილვის შედგენა.
-
შემფასებელ კომისიას ხელმძღვანელობს სპიკერი.
-
სპიკერი პასუხისმგებელია შემფასებელი კომისიის მუშაობაზე, მისი წევრების მხრიდან მოვალეობის შესრულების ყველა ეტაპზე კონფიდენციალობის დაცვაზე.
-
განათლების კომიტეტი ადგენს გამოცდების ჩატარების წესებს, კანდიდატის გამოცდაზე ქცევის ნორმებს და აკონტროლებს მის შესრულებას.
-
გამოცდის ადმინისტრირებას ახორციელებენ განათლების კომიტეტის მიერ შერჩეული ადმინისტრატორები.
-
ადმინისტრატორების მოვალეობაა გამოცდის წესების დაცვა, ნაშრომების თავმოყრა და განათლების კომიტეტისათვის გადაცემა.
-
კანდიდატების ნაშრომები ინახება განათლების კომიტეტში ყველა გამოცდის დამთავრებამდე. გამოცდების დამთავრების შემდეგ კოდირებული ნაშრომები გადაეცემა შემფასებელთა გუნდის სპიკერს.
-
ნაშრომების გასწორება და აუდიტი უნდა დასრულდეს გამოცდების დამთავრებიდან 15 დღის ვადაში. აუდიტს ექვემდებარება ნაშრომი, რომლის შეფასება მოექცევა 40-55 ქულიან ზღვარში.
-
წარმატებულად ითვლება კანდიდატის ნაშრომი, რომელიც შესაძლო მაქსიმალური ქულიდან დაიმსახურებს მინიმუმ 50 პროცენტს (გარდა 5.9 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა) (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
კანდიდატი უფლებამოსილია გაასაჩივროს შეფასების შედეგი მისი გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. გასაჩივრების შემთხვევაში, კანდიდატს გადაეცემა შემფასებლის მიმოხილვა მის ნაშრომზე.
-
გამოცდების ჩაბარების უფლებას კარგავს კანდიდატი, თუ ბოლო გამოცდიდან 3 წლის განმავლობაში არ ჩააბარებს გამოცდას მორიგ წიგნში; ასეთი კანდიდატი გამოცდაზე დაიშვება ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდის შემთხვევაში (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
კანდიდატების ნაშრომები და ტესტების ნიმუშები გამოცდების დამთავრებიდან ერთი წლის განმავლობაში ინახება განათლების კომიტეტში.
-
პრაქტიკა და სტაჟირება
-
წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მიმდინარეობის პროცესში კანდიდატმა უნდა მოახდინოს პროფესიონალი ბუღალტრის უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
-
კანდიდატის მიერ პროფესიული ფასეულობების, ეთიკისა და ქცევის მანერების გამოსამუშავებლად საკმარისად მიჩნეულია მთავარ სპეციალისტად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება.
-
კანდიდატი, რომელიც არ მუშაობს მთავარ სპეციალისტად, ვალდებულია გაფორმდეს სტაჟიორად და გაიაროს მინიმუმ 1 წლიანი სტაჟირება ხელმძღვანელის მეთვალყურეობით.
-
ბაფ-ი კანდიდატს ეხმარება სტაჟირების ობიექტისა და ხელმძღვანელის შერჩევაში.
-
ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ბაფ-ის არაწევრი, ავტორიტეტული სპეციალისტი.
-
სტაჟირებისა და ანგარიშის წარდგენის წესებს ადგენს განათლების კომიტეტი.
-
შუალედური სერტიფიცირება
-
პროფესიონალ ბუღალტრად კვალიფიცირებამდე ხდება კანდიდატის წინსვლის დონეების განსაზღვრა და შუალედური სერტიფიცირება.
-
შუალედური სერტიფიცირების გზით კანდიდატს ენიჭება ბუღალტერ-მოანგარიშის და ბუღალტერ-ტექნიკოსის სტატუსი.
-
ბუღალტერ-მოანგარიშის სტატუსს განსაზღვრავს კანდიდატის ცოდნა პირველი დონის წიგნებში. ამ წიგნებში წარმატებული კანდიდატი მიიღებს ბუღალტერ-მოანგარიშის სერტიფიკატს. იგი გაიცემა შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
-
ბუღალტერ-ტექნიკოსის სერტიფიკატის მოსაპოვებლად კანდიდატმა წარმატებით უნდა ჩააბაროს პირველი და მეორე დონის წიგნები და მოახდინოს სათანადო უნარ-ჩვევების დემონსტრირება. უნარ-ჩვევები საკმარისად ჩაითვლება, თუ კანდიდატს გააჩნია მინიმუმ 2 წლის პროფილით მუშაობის სტაჟი ან შესრულებული აქვს სტაჟირების ერთწლიანი ვადა. სერტიფიკატი გაიცემა გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში.
-
ბუღალტერ-ტექნიკოსის სერტიფიკატის მფლობელ კანდიდატს უფლება აქვს გახდეს ბაფ-ის ნამდვილი წევრი.
-
საბოლოო შეფასება და აღიარება
-
წინასაკვალიფიკაციო პროგრამის ბოლოს ხდება კანდიდატის მიერ მიღწეული შედეგების საბოლოო შეფასება.
-
საბოლოო შეფასებით ბაფ-ი უნდა დარწმუნდეს, რომ წინასაკვალიფიკაციო პროგრამის მიმდინარეობისას კანდიდატმა შეიძინა პროფესიონალი ბუღალტრის ფუნქციების შესასრულებლადაუცილებელი პროფესიული შესაძლებლობა.
-
პროფესიული ცოდნის გარდა, პროფესიული შესაძლებლობის სხვა კომპონენტების დემონსტრირებისათვის კანდიდატს მოეთხოვება მინიმუმ სამი წლის მუშაობის გამოცდილება მთავარ სპეციალისტად.
-
საბოლოო შეფასების მიზნებისათვის 9.3 პუნქტის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ეთვლება იმ კანდიდატს, რომელსაც გააჩნია პროფილით არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება და დამატებით გავლილი აქვს მინიმუმ 1 წლიანი სტაჟირება.
-
კანდიდატს, რომელსაც გააჩნია ბაფ-ის მიერ მოთხოვნილი ეკვივალენტური პროფესიული შესაძლებლობა, განათლების კომიტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭება პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია.
-
კანდიდატების საბოლოო შეფასების საკითხს განათლების კომიტეტი განიხილავს წელიწადში ორჯერ: თებერვალსა და ივლისში.
-
პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატით, რომლის ფორმასა და შინაარსს ადგენს განათლების კომიტეტი.
-
პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატი გაიცემა განათლების კომიტეტის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
-
სპეციალური ნორმები
-
ამ დებულების ამოქმედებამდე ბაფ-ის მიერ სერტიფიცირებულ პროფესიონალ ბუღალტრებს უნარჩუნდებათ მინიჭებული კვალიფიკაცია, დებულების მიღების მომენტისათვის არსებული სტატუსით;
-
ACCA-ის პროგრამით ცოდნის გაღრმავების მსურველი ბაფ-ის მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი განთავისუფლებულია გამოცდის ჩაბარებისაგან წიგნებში: "ქართული ბიზნესსამართალი" და "საგადასახადო დაბეგვრა" (ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული აუდიტორებისათვის პროფესიონალი ბუღალტრის კვალიფიკაციის მისანიჭებლად დასაშვებია პროფესიული ცოდნის შეფასების განსხვავებული წესის დადგენა.
-
დასაშვებია სხვა პროფესიული ორგანიზაციის (რეზიდენტი და არარეზიდენტი) ან მარეგულირებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტრისათვის ბაფ-ის პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიკატის გაცემა, თუ იგი სერტიფიცირებულია ამ დებულებით განსაზღვრულის ეკვივალენტური წინასაკვალიფიკაციო პროგრამით.
-
პროგრამების ეკვივალენტურობას ადგენს განათლების კომიტეტი. ეკვივალენტურობის უზრუნველსაყოფად პირს "ქართული ბიზნესსამართალისა" და "საგადასახადო დაბეგვრის" გამოცდები ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ქართულ საკანონმდებლო ბაზაზე დაფუძნებით. სხვა შემთვევაში პირი ვალდებულია დამატებით ჩააბაროს გამოცდა წიგნებში: "ქართული ბიზნესსამართალი" და "საგადასახადო დაბეგვრა"(ცვლილება შეტანილია ბაფის გამგეობის სხდომის გადაწყვეტილებით. ოქმი №6. 28.12.2009).
-
დებულება ძალაშია 2005 წლის 1 სექტემბრიდან.
|