|
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპანია ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს შესაბამისი სტანდარტის საფუძველზე. მსხვილი საწარმოები სავალდებულო წესით იყენებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს (ფასს). ფასს-ი პერიოდულად ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცება ბაფის მიერ. მათი შეძენა შესაძლებელია ბაფის ოფისში. მცირე საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოიყენება ,,მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული სტანდარტი". მისი შეძენა შესაძლებელია ბაფის ოფისში. იხ. მცირე ბიზნესის სტანდარტი. არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად გამოიყენება ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტი". მისი შეძენა შესაძლებელია ბაფის ოფისში. იხ. არასამთავრობო სექტორის სტანდარტი. ბაფი ასევე თარგმნის და აქვეყნებს აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს იხ. სარჩევი.
|