საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მისია


• ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით;

• საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;

• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა;

• ბაფ-ის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;

• ბაფ-ის წევრთა პროფესიული ინტერესების დაცვა.

ბაფის მიზნები:

  • ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანება    საქართველოში კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის;
  • აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისათვის;
  • მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნა და ბუღალტრებისა და აუდიტორების მომზადება, გადამზადება და მიღებული ცოდნის მუდმივი განახლება;
  • ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებში პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო პროფესიული ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობა.

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge