საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სემინარი ბაფის წევრებისათვის!


 

ბაფის წევრებისათვის 2022 წელს დაგეგმილია  სემინარები, სხვადასხვა თემებზე.

სემინარები ჩატარდება ონლაინ ფორმატში, პროგრამა „Zoom“ ის გამოყენებით.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნეთ ბაფის ელ. ფოსტაზე baf@baf.ge

 

გადახდა შესაძლებელია  ბაფის საბანკო ანგარიშზე

სს თიბისი ბანკი - კოდი: TBCBGE 22,  ა/ა GE83TB0600000000700665

სს საქართველოს ბანკი - კოდი BAGAGE22, ა/ა GE30BG0000000525708648

 

სემინარი 1.

 

29 მარტი 12-15 საათი;

30 მარტი 12-15 საათი.

 

თემა: 2021-2022 წლებში საგადასახადო კანონმდებლობაში

შესული ცვლილებები და სიახლეები (6 საათი)

 

სემინარს გაუძღვება დავით პაპიაშვილი - ბაფის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარე

 

სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისათვის - 30 ლარი, დღგს ჩათვლით;

ბაფის არაწევრებისთვის - 50 ლარი, დღგს ჩათვლით.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე  https://forms.gle/oBxr97ZoEnXqHgjL6

 

სემინარი 2 .

29 აპრილი 16-19სთ

 

თემა: „საქართველოს აუდიტორული ბაზრის სტრუქტურა  და ახალი გამოწვევები“ (3 საათი)

  • საქართველოს აუდიტორული ბაზრის სტრუქტურა (2020-2021 წლის შედეგების მიხედვით);
  • მცირე და საშუალო აუდიტორული კომპანიების ტრანსფორმაციის აუცილებლობა და შესაძლებლობები (შერწყმა/შთანთქმა/ მიერთება/გაერთიანება და სხვა ინდივიდუალური აქტივობები);
  • ხმსს-1, ხმსს-2, ასს 220(გადასინჯულ) მოქმედებაში შესვლასთან დაკავშირებული და აუდიტის ხარისხის კონტროლის მონიტორინგგაუვლელი აუდიტორული კომპანიების წინაშე წარმოშობილი  გამოწვევები

 

წყაროები, რომელსაც სემინარის დაწყებამდე სასურველია გაეცნონ ამ სემინარით დაინტერესებული პირები:

 

  • ბაფის მიერ 2021 წლის 7 ივლისს ორგანიზებული მურდ ნარსიას სემინარის მასალები ( ბაფ-ს მიერ Email-ზე გაეგზავნა სემინარის მონაწილეებს);
  • ხმსს-1, ხმსს-2, ასს 220 (გადასინჯულ);
  • „მცირე და საშუალო აუდიტორული ფირმების საქმიანობის მართვის სახელმძღვანელო“ (8 მოდული) (იხ.ბაფის საიტზე:https://www.gfpaa.ge/site/index.php?tid=6&color=blue&lid=6&sid=22

  

სემინარს გაუძღვება მურადი ნარსია  - ბაფის გამგეობისა და აუდიტის კომიტეტის წევრი

 

სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისათვის - 15 ლარი, დღგს ჩათვლით;

ბაფის არაწევრებისთვის - 25 ლარი, დღგს ჩათვლით.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე https://forms.gle/vTnrLQTnJBLEEM5R8

 

სემინარი 3.

12 აპრილი 15-18 საათი;

13 აპრილი 15-18 საათი

 

თემები:

პირველი სემინარი

  1. ძირითადი საშუალებების ნაშთების ფორმირება, ცვეთის და ამორტიზაციის დარიცხვა,
  2. ძირითადი საშუალებების სამართლიანი წარდგენა, სამართლიანი ღირებულების აღიარება და შეფასებები ანგარიშგებისათვის
  3. ძირითადი საშუალებების საბაზრო ღირებულება, წარდგენა და შეფასებები ანგარიშგებისათვის
  4. აქტივების გაუფასურება, მენეჯმენტის მიერ გაუფასურების პრაქტიკული გადაწყვეტა, გადაწყვეტა, გადაწყვეტილების მიღება ანალიზი-გაფორმება

 

მეორე სემინარი

  1. რეალური საპირისპირო ნაშთები, ურთიერთგადახურვა
  2. საეჭვო მოთხოვნების ფორმირება, ფორმები და კონტროლი ანგარიშგების წარდგენისათვის
  3. რეზერვების აღიარება, ფორმირება და გადაფასება
  4. მომზადების ეტაპზე ოპერაციების დასრულება, დარიცხვები ანგარიშგების მომზადებისათვის
  5. ანგარიშების დახურვა, გადახურვა და ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  6. შესადარისობა და დამატებითი ინფორმაციის ასახვა ანგარიშგებაში

 

სემინარს გაუძღვება ლელა კუპრაშვილი - ბაფის სტანდარტების კომიტეტის წევრი

 

სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისათვის - 30 ლარი, დღგს ჩათვლით;

ბაფის არაწევრებისთვის - 50 ლარი, დღგს ჩათვლით.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე  https://forms.gle/jDPsR9DhBdefqphB9

სემინარი 4.

 

11 მაისი 15-18 საათი;

12 მაისი  15-18 საათი;

13 მაისი 15-18 საათი

 

თემა 1. სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი რეგულირება;
• მეწარმის ცნება;
• მეწარმის სამართლებრივი ფორმები, მეწარმე სუბიექტი და მათი დაფუძნება/რეგისტრაცია;
• სადამფუძნებლო შეთანხმება (სტანდარტული წესდების შემთხვევაში, არასტანდარტული წესდების შემთხვევაში და სტნადარტული წესდების შემთხვევაში კაპიტალის გარეშე);
• სამეწარმეო საზოგადოების წესდება, წესდებაში ცვლილების შეტანის სპეციფიკა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;

. წინარე საზოგადოება
• მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა, სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები.


თემა 2. დირექტორის ფიდუციური მოვალეობები: ზრუნვის მოვალეობა, ერთგულების მოვალეობა, კეთილსინდისიერების მოვალეობა;
• სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და განთავისუფლება;
• სასამსახურო ხელშეკრულება;
• სამეწარმეო გადაწყვეტილებების თავისუფლება;
• ინტერესთა კონფლიქტი/კონკურენციის აკრძალვა;
• საქმიანი შესაძლებლობების მითვისების აკრძალვა;
• ფიზიკური პირების უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა.

თემა 3. კაპიტალი და მისი სტრუქტურა

.  საწარმოს კაპიტალი და მისი სტრუქტურა
• შენატანი სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი, წილი დივიდენდი;
• მეწარმის სამართლებრივი ფორმების (სპს, სკ. შპს, სს. კოპ) მიმოხილვა;
• შპს და სს პარტნიორის დერივაციული სარჩელი;

. დივიდენდი და მისი გაცემის წესი
• ხანდაზმულობისა და შეცილების ვადები;
• ხარვეზიანი საზოგადოება.

 

სემინარს გაუძღვება ანა ხარაიშვილი- ბაფის სერტიფიცირების პროგრამის ბიზნესსამართლის მოდულის ლექტორი

 

სემინარში მონაწილეობის გადასახდელი:

ბაფის წევრებისათვის - 45 ლარი, დღგს ჩათვლით;

ბაფის არაწევრებისთვის - 60 ლარი, დღგს ჩათვლით.

 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე  https://forms.gle/Qqh9DyZzk7B74b2k7

 

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge