საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის წევრობისა და გამოცდების მართვის ავტომატიზაციის ახალი სისტემა


1. სასერტიფიკაციო პროგრამაში რეგისტრირებული კანდიდატების საყურადღებოდ:

შეიქმნა ბაფის წევრობისა და საგამოცდო პროცესის მართვის ავტომატიზაცის ახალი ონლაინ სისტემა. ახალი სისტემის სრულად გამართვის მიზნით ბაფის ადმინისტრაცია გთხოვთ ამ ეტაპზე თქვენი მონაცემები შეიტანოთ როგორც ახალ, ასევე ძველ სისტემაშიც. 

ახალ სისტემაში ავტორიზაცია / რეგისტრაცია ხდება ბმულიდან https://bafgfpaa.ge/

ძველ სისტემაში ავტორიზაცია ხდება ბმულიდან http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php

თუ თქვენ რეგისტრირებული იყავით ძველ სისტემაში, მაშინ თქვენი მონაცემები ავტომატურად გადმოტანილი იქნება ახალშიც. ამიტომ, ახალ სისტემაში შესასვლელად საკმარისია მხოლოდ ავტორიზაცია. 

ზოგიერთ შემთხვევაში, ახალი სისტემის ბმულზე გადასვლისას ეკრანზე გამოვიდეს შეტყობინება:

ასეთ შემთხვევაში როგორც სურათზეა მონიშნული, უნდა დააჭიროთ ღილაკზე  -  Advanced, რის შემდეგ ასევე გამოჩნდება ფანჯარა 

სადაც როგორც მონიშნულია, უნდა დააჭიროთ ღილაკზე Proceed to bafgfpaa.ge (unsafe), რის შედეგადაც ეკრანზე გამოვა ახალ სისტემაში შესასვლელი ეკრანი

ახალ სისტემაში პირველ შესვლაზე, მომხმარებლისა და პაროლის ველში უნდა შეიტანოთ თქვენი პირადი ნომერი. შემდგომში პაროლი შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეცვალოთ თქვენი პროფილიდან. პირადი ნომრის შეტანის შემდეგ თუ სისტემამ გამოიტანა შეტყობინება მომხმარებელი ვერ მოიძებნა მოგვწერეთ ბაფის მეილზე baf@baf.ge და ხარვეზს გავასწორებთ.

თუ თქვენ ახალი წევრი ხართ და ძველ სისტემაში თქვენი მონაცემები არ არის, მაშინ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ახალ სისტემაში. ძველში თქვენს რეგისტრაციას ბაფის ადმინისტრატორი მოახდენს. 

რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია შეავსოთ შემდეგი მონაცემები:

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი,  დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელფოსტა (აქტიური) და მიუთითოთ პაროლი;

შემდგომში, სისტემაში შესვლის შემდეგ თქვენი პროფილიდან შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები; სასერტიფიკაციო პროგრამებში ჩასართავად პირველ რიგში უნდა გაწევრიანდეთ ბაფ-ში. ამისათვის საჭიროა;

  • პირადი პროფილში დამატებით მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი ინგლისურად ( როგორც მითითებულია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში);
  • ატვირთოთ პირადი ფოტოს 3x4 ელექტრონული ვერსია (JPG, PDF ფორმატში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (JPG, PDF ფორმატში);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ან სტუდენტის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან; (JPG, PDF ფორმატში);
  • ბაფის ანგარიშზე გადაიხადოთ რეგისტრაციის 5 ლარი და 6 თვის საწევრო; (ანგარიშის ნომერს მიიღებთ ელფოსტაზე);

სასერთიფიკაციო პროგრამაში რეგისტრაციისთვის,  თქვენი პირადი გვერდის მენიუდან  „პროგრამაში რეგისტრაცია“  ირჩევთ სასურველ პროგრამას. 

  • კონკრეტულ პროგრამაში რეგისტრაციის ხელშეკრულება და პირობები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენი პირადი გვერდიდან.
  • პროგრამაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია ატვირთული გქონდეთ ყველა დოკუმენტი და გადახდილი გქონდეთ ბაფის წევრად რეგისტრაციის და საწევროს თანხა;
  • შენიშვნა: 5-წიგნიან სასერტიფიკაციო პროგრამაში რეგისტრაციისთვის აუცილებელია დამატებით დიპლომის დანართის ატვირთვა

საგამოცდო  საგანში რეგისტრაციისთვის, მენიუდან „გამოცდაზე რეგისტრაცია“, ირჩევთ კონკრეტულ საგანს (ან საგნებს). 

  • თითოეული საგნის გასწვრივ მითითებულია გამოცდის და შესაბამისი წიგნის ღირებულება, საგნის არჩევის შემდეგ შესაბამის ინვოისებს მიიღებთ ელფოსტაზე, ან შეგიძლიათ ნახოთ თქვენს პირად გვერდზე, მენიუში „ინვოისები“;
  • გამოცდაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ჟურნალის გამოწერა 6 თვიანი ვადით;
  • ჩამოთვლილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სისტემა არ დაგიშვებთ გამოცდაზე.

გისურვებთ წარმატებებს

____________________________________________________________________________________

2. ბაფის წევრების (სერტიფიცირებული ბუღალტრები, აუდიტორები, ასოცირებული წევრები, რომლებიც არ არიან სასერტიფიკაციო პროგრამაში რეგისტრირებული კანდიდატები) და წევრობის მსურველების საყურადღებოდ:

შეიქმნა ბაფის წევრობის ახალი ონლაინ სისტემა.  ახალი სისტემის სრულად გამართვის მიზნით უკვე რეგისტრირებულ წევრებს ბაფის ადმინისტრაცია გთხოვთ ავტორიზაცია გაიაროთ ახალ სისტემაში. 

ახალ სისტემაში ავტორიზაცია / რეგისტრაცია ხდება ბმულიდან https://bafgfpaa.ge/

ახალ სისტემაში პირველ შესვლაზე, მომხმარებლისა და პაროლის ველში უნდა შეიტანოთ თქვენი პირადი ნომერი. შემდგომში პაროლი შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეცვალოთ თქვენი პროფილიდან. პირადი ნომრის შეტანის შემდეგ თუ სისტემამ გამოიტანა შეტყობინება მომხმარებელი ვერ მოიძებნა მოგვწერეთ ბაფის მეილზე baf@baf.ge და ხარვეზს გავასწორებთ.

 

თუ თქვენ ეხლა აპირებთ  გაწევრიანებას, მაშინ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ახალ სისტემაში.

რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია შეავსოთ შემდეგი მონაცემები:

სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი,  დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელფოსტა (აქტიური) და მიუთითოთ პაროლი;

შემდგომში, სისტემაში შესვლის შემდეგ თქვენი პროფილიდან შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი მონაცემები. ბაფში გაწევრიანებისთვის საჭიროა;

  • პირადი პროფილში დამატებით მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი ინგლისურად ( როგორც მითითებულია პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში);
  • ატვირთოთ პირადი ფოტოს 3x4 ელექტრონული ვერსია (JPG, PDF ფორმატში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (JPG, PDF ფორმატში);
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  (JPG, PDF ფორმატში);
  • ბაფის ანგარიშზე გადაიხადოთ რეგისტრაციის 5 ლარი და 6 თვის საწევრო; (ანგარიშის ნომერს მიიღებთ ელფოსტაზე);
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge