ბაფის შესახებსაქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) ორგანიზაციული მიმოხილვა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) არის წევრობაზე დაფუძნებული პროფესიული (არასამთავრობო, არაკომერციული) ორგანიზაცია. შეიქმნა 1998 წლის 5 მაისს, საქართველოს ბუღალტერთა კლუბისა და ბუღალტერთა ასოციაციის გაერთიანების შედეგად. ბაფი არის საქართველოს ბუღალტერთა კლუბის (დაფუძნდა 1996 წელს) სამართალმემკვიდრე. ბაფის საქმიანობის მიზანია: წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა და შენაჩუნება, საზოგადოებისათვის ხარისხიანი პროფესიული მომსახურების მიწოდების მიზნით; საინვესტიციო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით; ბიზნესგარემოს გაუმჯობესებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ბაფის წევრები არიან ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს წარმომადგენელი ფიზიკური და იურიდიული პირები. 2022 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, ბაფის წევრია 5822 ფიზიკური პირი (მათ შორის 738 სერტიფიცირებული პირი) და 52 აუდიტორული კომპანია, რომლებსაც საქართველოში აუდიტორული საქმიანობის ბაზრის 90 პროცენტზე მეტი უჭირავთ. საქმიანობისა და წევრობის არეალი მოიცავს საქართველოს რეგიონებსა და რაიონებს. შვილობილი კომპანიები: შპს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი და შპს „ჟურნალი ბუღალტრული აღრიცხვა“. ბაფი არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი 2000 წლიდან. საქმიანობის ძირითადი სპექტრი: პროფესიული სერტიფიცირება და განგრძობითი განათლება; წევრების პროფესიული მომსახურების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა და მონიტორინგი; წევრების საკონსულტაციო მომსახურება; საერთაშორისო სტანდარტებისა და პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა-მომზადება; დისციპლინარული მოკვლევა და მონიტორინგი წევრების მიერ პროფესიული ეთიკის დაცვაზე; პროფესიის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება; ორგანიზაციული სტრუქტურა საერთო კრება–გამგეობა–აღმასრულებელი დირექცია–ფილიალები-კომიტეტები. გამგეობა შედგება 12 წევრისაგან. სათავო და რეგიონალური ოფისების საქმიანობის მართვას ემსახურება 27 თანამშრომელი. საქმიანობის მართვა ხორციელდება გამგეობის, აღმასრულებელი დირექტორისა და შესაბამისი კომიტეტების მიერ შემუშავებული და დამტკიცებული შიდა პოლიტიკის, სისტემებისა და მენეჯერული პროცედურების საფუძველზე. ფილიალები: აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, ქართლი, კახეთი, ფოთი, რუსთავი. კომიტეტები: განათლების კომიტეტი, სტანდარტებისა და პრაქტიკის კომიტეტი, აუდიტის ხარისხის კომიტეტი, საგადასახადო საკითხთა კომიტეტი, საწევრო კომიტეტი, ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტი.
წარმატების წყარო. ბაფის სტაბილურობის, აღიარების, უნარისა და იმიჯის წყაროა მისი წევრების სიმრავლე, პროფესიონალიზმი, კოლეგიალური დამოკიდებულება, პროფესიული ღირსება და ეთიკური ქცევა. ბაფის წარმატებებში მნიშვნელოვანია მისი პარტნიორების წვლილი. ბაფი აქტიურად თანამშრომლობს ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან და პროფესიასთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საქართველოს სამთავრობო და არასამ-თავრობო სტრუქტურებთან, აკადემიურ სექტორთან. საქმიანობის შედეგების რეზიუმე. ბაფის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით 1997-2021 წლებში:
|