საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







წევრობა


კლიენტებისთვის მაღალიხარისხოვანი მომსახურების გასაწევად, ნებისმიერი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტორული სტანდარტების თანამედროვე დონეზე ცოდნა, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ ამ სფეროში მიმდინარე და მომავალ ცვლილებებს.

ბაფი სთავაზობს თავის ფიზიკურ და კორპორატიულ წევრებს საინფორმაციო და საქმიანი კონტაქტების შესაძლებლობების გამოყენებას და, აგრეთვე საერთაშორისო ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სტანდარტების პროფესიონალური განვითარების უდიდეს რესურს. ბაფის მიზანია გაუწიოს მის წევრებს  მრავალმხრივი მომსახურება და სარგებელი, მათი ნებისმიერი საქმიანობის გასაუმჯობესებლად.

წევრობის სარგებელი:

პროფესიონალური განვითარების გაგრძელება

• წევრები მიიღებენ სათანადო ცოდნას და ჩვევებს, რაც აუცილებელია მათი წარმატებისთვის და რაც მისცემთ მათ საშუალებას წინ გაუსწრონ სხვა ფართომაშტაბიან და მსგავს პროფესიონალურ ტრეინინგებსა და პროგრამებს. ყველა პროგრამას, რომელსაც აქვს შესაბამისი თემატური დატვირთვა, უძღვება პროფესიონალი წამყვანი და მასში რეგისტარციას გააჩნია მოხერხებული ფორმა.

• წევრებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ ტრეინინგებით, ინსტრუქციებით და იმ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციებით, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება.

• წევრებისთვის ხელმისაწვდომია ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური და პროფესიონალური სიახლე, პუბლიკაცია, კვლევა, განახლება და მართვა. ამრიგად, წევრები მუდამ იქნებიან ინფორმირებული სიახლეების შესახებ, რაც  მისცემთ მათ საშუალებას გადალახონ თავიანთ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები.

• წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლების მტკიცებულებად ფედერაციისგან მიიღონ საერთაშორისო პროფესიონალური სერთიფიკატი.

• კორპორატიული წევრები მონაწილეობას მიიღებენ ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროგრამებში და დისკუსიებში, რაც არსებითია დღევანდელ საქმიან გარემოში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ეს პროგრამები დაეხმარებათ მათ, თავიანთი საქმიანობაში შეძლონ ხარისხის მართვის დანერგვა და გაკონტოროლება, რაც ხელს შეუწყობთ გადალახონ თანამედროვე ბაზრის გამოწვევები.

ადვოკატირება და წარდგენა

• ბაფი თავისი წევრების ინტერესს წარმოადგენს ბიზნესში, სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურებში, სასწავლო დაწესებულებებში და საზოგადოებაში. საზოგადოებასთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობით და კავშირით, და ასევე სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით ბაფი თავისი წევრების გავლენიან მხარდამჭერად გვევლინება. ამრიგად, მისი წევრები საქმიან გარემოში და მის გარეთ ყოველთვის ცნობადი და საპატივისცემულო იქნებიან.

პროფესიული  აღიარება და რეპუტაცია

• ბაფის არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC)
ნამდვილი წევრი და ბაფის წევრები ირიბად (არაპირდაპირ) ითვლებიან (IFAC)-ის წევრებად
 
• ბაფის წევრებს ყოველთვის ექნებათ ლიდერის როლი ბუღალტრულ აღრიცხვაში და აუდიტში. მათ კონკურენტებისგან პროფესიული სტანდარტების მაღალი ნიშნით, საუკეთესო ტექნიკური განათლებით და საქმიანი ჩვევებით გამოარჩევენ. იყო ბაფის წევრი ნიშნავს იდგე სხვაზე მაღლა.

• წევრები არსებულ ტექნიკურ გამოცდილებაზე და უნარაზე დაყრდნობით შეძლებენ გაიმყარონ საკუთარი რეპუტაცია და ლიდერის სტატუსი ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში.

ურთიერთობა და კონტაქტების დამყარება

• წევრები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ბაფის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტორული სტანდარტების განვითარების და სრულყოფის პროცესში. ამრიგად, ისინი ყოველთვის იქნებიან ინფორმირებული ამ სფეროში მომხდარ ცვლილებებზე.

• წევრებს აქვთ შესაძლებლობა დაესწრონ სემინარებს, ბრიფინგებს კონფერენციებს, დაამყარონ საქმიანი კონტაქტები, ჰქონდეთ ურთიერთობა სხვა წევრებთან და ასევე არა-წევრებთან. 

• ბაფი თანამშრომლობს ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან, და აქედან გამომდინარე მის წევრებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ IAS-ს და ISA-ის პროექტების განხილვაში და განვითარებაში.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge