სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტერი
საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
აცხადებს მსურველთა მიღებას
"სერტიფიცირებული მთავარი ბუღალტრის"
საკვალიფიკაციო პროგრამით სწავლებაზე.
პროგრამა ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) საგანმანათლებლო რეკომენდაციებს. მისი მიზანია დასაქმებული ბუღალტრების პროფესიული დახელოვნება.
საკვალიფიკაციოდ დაიშვება პირი, რომელსაც :
- აქვს უმაღლესი განათლება და პროფილით მუშაობის 3 წლის სტაჟი; ან
- აქვს საშუალო ტექნიკური განათლება და პროფილით მუშაობის 5 წლის სტაჟი.
სწავლების ხანგრძლივობაა 3 თვე.
პროგრამით გათვალისწინებული სერტიფიცირების გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, პირს გადაეცემა მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატი.
საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 5 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ მისამართზე:
თბილისი, წერეთლის გამზირი 61.
ტელ/ფაქსი: 235 01 57, 235 43 97, 235 67 56