ტენდერი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფი) აცხადებს ტენდერს ფინანსური ანგარიშების აუდიტის ჩასატარებლად. ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ბაფის ნებისმიერ კორპორაციულ წევრს.
აუდიტის ტექნიკური დავალება:
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის 2015 წლის ფინანსური ანგარიშების აუდიტი (ცნობისათვის: ბაფს ჩატარებული აქვს 2013 და 2014 წლების ფინანსური ანგარიშების აუდიტი);
ბაფი ფინანსურ ანგარიშგებას ადგენს „მცირე საწარმოთა ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივებული (დროებითი) სტანდარტების“ მიხედვით;
აუდიტის დასკვნასთან ერთად აუდიტურმა კომპანიამ უნდა მოამზადოს აუდიტის დროს აღმოჩენლი შიდა კონტროლისა და აღრიცხვის სისტემის ნაკლოვანებების შესახებ მენეჯმენტის წერილი;
ტენდერში მონაწილეობის განაცხადი მიიღება 2016 წლის 15 აპრილამდე;
ტენდერის შედეგების შესახებ ინფორმაცია, ტენდერში მონაწილე კომპანიებს, მიეწოდება 2016 წლის 19 აპრილამდე;
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო უნდა დაასრულოს 2016 წლის 15 მაისამდე პერიოდში;
დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება უნდა გამოაგზავნონ დახურული კონვერტით (2016 წლის 15 აპრილამდე);
მომსახურების შეთავაზებაში აუცილებელია ნათლად ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია:
- მომსახურების შემოთავაზებული ფასი;
- ფირმის ზოგადი გამოცდილება აუდიტში;
- გარიგების პარტნიორის პირადი გამოცდილება აუდიტში;
- მომსახურების დაწყებისა და დამთავრების თარიღი.
ბაფის აღმასრულებელი დირექტორი