60 წლის იუბილე
ბატონო ლავრენტი!
გულწრფელად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
თქვენ ბრძანდებით უაღრესად კეთილშობილი, თანამშრომლებისადმი კოლეგიალურად განწყობილი, გაქვთ ხელმძღვანელისათვის დამახასიათებელი შესაშური თვისებები, რომლებიც თანამშრომლებში იწვევს თქვენდამი პატივისცემასა და სიყვარულს.
თქვენ ასევე ხართ სანიმუშო შვილი, მეუღლე, მამა, საყვარელი ბაბუა, უანგარო მეგობარი და ქველმოქმედი პიროვნება.
ბატონი ლავრენტი - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან იკვლევს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიზანი საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტორული საქმიანობის სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზრის ჩამოყალიბება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება იყო. იგი საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა (ბაფი) და რეფერირებადი ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის "ბუღალტრული აღრიცხვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. ამასთან ერთად, ის მრავალი სამეცნიერო შრომისა და მონოგრაფიის ავტორია.
ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის შემწე და მფარველი.
ბაფისა და ჟურნალის თანამშრომლები