საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა


2016 წლის 7 ნოემბრიდან საქართველოს პროფესიონალ ბუღალ­-
ტერთა და აუდიტორთა ფედერაცია ნამდვილი წევრებისათვის 
ატარებს განგრძობითი სწავლების პროგრამით გათვალისწინებულ სემინარებს.

 სემინარის ძირითადი თემები:

 შიდა კონტროლი ორგანიზაციაში;

  1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებების კომენტარები;
  2. საგადასახადო დაბეგვრის სფეროს სიახლეები.

 ცალკეულ ჯგუფებში სემინარების დაწყების თარიღები:

 

  1. 7 - ნოემბერი
  2. 14 - ნოემბერი
  3. 28 - ნოემბერი
  4. 5 - დეკემბერი
  5. 12 - დეკემბერი
  6. 19 - დეკემბერი

 

ბაფის ნამდვილი წევრები ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ სემინარებში. სემინარებში მონაწილეობა ჩაითვლება 2016 წლის განგრძობითი სწავლების პროგრამაში.

სემინარებში მონაწილეობა შეზღუდული არ არის ბაფის არაწევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

 

სემინარის ღირებულება:

წევრებისათვის 60 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

არაწევრებისათვის 150 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.  

სემინარებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია
და ჯგუფების დაკომპლექტება წინასწარ ხდება.

 

ინფორმაციისათვის დარეკეთ: 2 35 01 57;  2 35 43 97;  2 35 67 56.

საკონტაქტო პირები: შორენა გამიაშვილი, მირანდა ვაჟბედაშვილი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge