ინფორმაცია სავალდებულო განგრძობით სწავლებას დაქვემდებარებული პირებისათვისინფორმაცია სავალდებულო განგრძობით სწავლებას დაქვემდებარებული პირებისათვის ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ (მუხლი 6, პუნქტი: 1,2) შესაბამისად, “სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად აკმაყოფილებდეს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს და სერტიფიცირების შემდეგ ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას. სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია ყოველი 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 120 საათი…” „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში ჩატარდება მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 22 დეკემბრამდე პერიოდში. ბაფის განგრძობითი სწავლების პროგრამა და სემინარების გრაფიკი ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული პირებისა (აუდიტორი) და პროფესიონალი ბუღალტრებისათვის (სერტიფიცირებული ბუღალტერი). ა. აუდიტორებისათვის (აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული პირებისათვის): პროგრამა ითვალისწინებს 40-საათიან სემინარებს (ერთი ჯგუფი 10 სამუშაო დღე, დღეში 4 საათი); სემინარის საფასური ბაფის წევრი აუდიტორებისათვის 250 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო არაწევრებისათვის 370 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); სემინარები ჩატარდება 2 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში, 17.45 საათიდან 21.15 საათამდე; ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 11 სექტემბრიდან, ჯგუფების არჩევა და რეგისტრაცია სავალდებულოა 27 ოქტომბრამდე. სემინარის თემები და საათობრივი განაწილება (აუდიტორებისათვის)
ბ. პროფესიონალი ბუღალტრებისათვის (სერტიფიცირებული პირი) პროგრამა ითვალისწინებს 30-საათიან სემინარებს. სემინარის საფასური ბაფის წევრებისათვის 150 ლარი (დღგ-ის ჩათვლით, ხოლო არაწევრებისათვის 250 ლარი (დღგ-ის ჩათვლით); პროფესიონალი ბუღალტრებისთვის სემინარები ჩატარდება 27 ნოემბრიდან 22 დეკემბრამდე პერიოდში, 17.45 საათიდან 21.15 საათამდე. ჯგუფების არჩევა და რეგისტრაცია დაიწყება 29 სექტემბრიდან და დასრულდება 24 ნოემბბრამდე. სემინარის თემები და საათობრივი განაწილება (სერტიფიცირებული ბუღალტრებისათვის):
განგრძობითი სწავლების პროგრამაში მონაწილე ყველა პირი (როგორც აუდიტორი, ასევე პროფესიონალი ბუღალტერი) ვალდებულია, მათთვის სასურველ ჯგუფებში რეგისტრაცია გაიარონ ონლაინ რეჟიმში, შემდეგ მისამართზე: http://lms.accatraining.ge/projects/gfpaa/login/student/index.php რეგისტრაციისათვის საჭიროა: რეგისტრაციის ნომერი და პაროლი (მიმართეთ ბაფის ადმინისტრაციას); ჯგუფის არჩევა; გადახდის ქვითრის ატვირთვა. ბაფის განგრძობითი სწავლების პროგრამა (თემატიკა, სემინარის საათობრივი დატვირთვა) ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: saras.gov.ge ან baf.ge ბაფის განათლების კომიტეტი |