საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ინფორმაცია ბაფის წევრი აუდიტური კომპანიებისთვის


ინფორმაცია ბაფის წევრი აუდიტური კომპანიებისთვის

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დამტკიცებული (ბრძანება №ნ-132017)  განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად:

 

სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 30-საათიანი განგრძობითი  განათლება. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები.

 პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი წევრ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას.

სტანტარტით გათვალისწინებულია აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა:

მუხლი 12. აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა

  1. პირი განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების დადასტურებისათვის უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას წარუდგინოს დამსაქმებელ აუდიტორულ ფირმაში შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი და შინაარსი).
  2. პროფესიული ორგანიზაცია, უფლებამოსილია ჩაუთვალოს სერტიფიცირებულ ბუღალტერს სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში) გავლილი სასწავლო ღონისძიებების (ტრენინგის, სემინარის, ელექტრონული სწავლების და ა.შ) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.
  3. სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკა და პროცედურები აუდიტორული ფირმის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული.

განათლების სტანდარტის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით გთხოვთ   მიმდინარე წლის 31ოქტომბრამდე  უზრუნველყოთ:

  1. კომპანიის განგრძობითი სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;
  2. აუდიტორულ ფირმაში 2017 წელს დაგეგმილი (ან განხორციელებული) განგრძობითი განათლების სტანდარტის მე-16 მუხლის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/ინფორმაციის (თემატიკა, სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი და შინაარსი) წარმოდგენა, ან:
  3. კომპანიაში დასაქმებული სერტიფიცირებული პირების მონაწილეობა ბაფის 2017 წლის განგრძობითი განათლების პროგრამაში, რომელიც მიმდინარეობს 2 ოქტომბრიდან და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე (ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: baf.ge).

 ბაფის განათლების კომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge