საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო კრება


ბაფის საერთო (საარჩევნო) 23-ე კრება

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის (სხდომის ოქმი #2, 01.03.2018) გადაწყვეტილებით, საერთო  კრება გაიმართება 2018 წლის 26 მაისს, 12.00-16.00 საათზე.

კრება ჩატარდება სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ვარდების რევოლუციის მოედანი  #1.

 საერთო კრების დღის წესრიგი:

  • ბაფის გამგეობის ანგარიში;
  • სარევიზიო კომისიის ანგარიში;
  • ბაფის დამსახურებული წევრების დაჯილდოება;
  • გამგეობის თავმჯდომარის არჩევა;
  • გამგეობის წევრების არჩევნები;
  • სარევიზიო კომისიის არჩევნები.

  არჩევნებთან დაკავშირებული
ინფორმაცია ბაფის წევრებისათვის  

 ბაფის წესდების ($9 და $12) თანახმად საერთო კრებაზე, ფარული კენჭისყრით, არჩეულნი იქნებიან ბაფის გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები.

თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია წინასწარ ხდება. კანდიდატებმა, მიმდინარე წლის 19 მაისამდე, უნდა გააკეთონ განაცხადი და ბაფის კანცელარიაში წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს ერთი გვერდისა).

ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება, მოწვეული იყოს კრების  დელე­-
გატად და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, წესდების მე-9 და მე-12 პარაგრაფების მოთხოვნების გათვალისწინებით (წესდება განთავსებულია ვებგვერდზე: www.baf.ge).

 

კრების დელეგატად რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის  15 მარტიდან  22 მაისამდე პერიოდში, ბაფის კანცელარიაში. ტელ: 235 01 57;  235 43 97,  შორენა გამიაშვილი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge