საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მემორანდუმი


2018 წლის 4-8 ივლისს საქართველოს სტუმრობდა ლიტვის აუდიტორთა კორპუსის 40-მდე წარმომადგენელი.6 ივლისს ქ. ქუთაისში გაიმართა ლიტვის აუდიტორთა პალატისა და საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ხელმძღვანელებისა და წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში არსებული მიღწევებისა და პრობლემების შესახებ.

ლიტვის აუდიტორთა პალატის პრეზიდენტმა საულიუს ლაფშინსკასმა და საგართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის თავმჯდომარემ რუსუდან ჟორჟოლიანმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ორი ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. საღამოს გაიმართა საზეიმო შეხვედრა, სადაც მასპინძლებმა სტუმრებს მიულოცეს ლიტვის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და შეასრულეს ლიტვის ჰიმნი.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge