საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







სრული სასერტიფიკაციო პროგრამის კანდიდატებს


ძვირფასო კანდიდატებო,

2017 წლის 25 სექტემბრის პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების ახალმა წესმა გამოიწვია სრული სასერტიფიკაციო პროგრამის III ეტაპზე  წიგნების ფასებისა და საგამოცდო  გადასახადის შემდეგი ცვლილებები:

III დონეზე გამოცდის საფასური იქნება 400 ლარი 2018 წლის 23 ივლისის შემდგომ რეგისტრირებული კანდიდატებისთვის; ხოლო 2018 წლის 23 ივლისამდე რეგისტრირებული კანდიდატებისთვის III დონეზე გამოცდის საფასური გახდება 210 ლარი.

III დონის წიგნის ფასი გახდა - 150 ლარი.  

ფასების გაზრდა გამოიწვია სასერტიფიკაციო მასალის სრული განახლების პროცესმა  და საგამოცდო პროცესების მომსახურების ხარჯების მნიშვნელოვანმა გაზრდამ, და ვიმედოვნებთ, გაგებით მოეკიდებით ფასებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

ბაფმა შეინარჩუნა სასერტიფიკაციო პროგრამის I და II დონის საგამოცდო საფასური, იგი კვლავ დარჩება 180 ლარი. ხოლო, რაც შეეხება წიგნებს,  I დონის წიგნები ეღირება 50 ლარი და II დონის წიგნები - 70 ლარი.

 

ბაფის განათლების კომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge