საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ტრენერთა ტრენინგი საქართველოში


 

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G)-ის ფარგლებში, კომპანია  SavvY  განახორციელებს ერთწლიან საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს  ქართველი ტრენერების კვალიფიკაციის ამაღლებას და ცნობიერების ზრდას მსს ფასს სტანდარტის (IFRS for SMEs) მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ რეფორმას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს მიღებული კანონი, რომლის თანახმად საქართველოში არსებულმა კომპანიებმა ფინანსური ანგარიშგება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უნდა აწარმოონ.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია:

  • ტრენერთა ტრენინგი საქართველოში, რომელსაც გაუძღვება აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების საერთაშორისო  კონსულტანტი – მაიკლ ველსი;
  • გადამზადებული ექსპერტების მიერ საქართველოს მასშტაბით შერჩეული  ქართულენოვანი ტრენერების დატრენინგება, რომლებიც თავის მხრივ, გადაამზადებენ ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს.
  • მსს ფასს სტანდარტების სატრენინგო მასალების თარგმნა და ქართულ რეალობაზე მორგება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

 

ამ ეტაპზე დაწყებულია ინგლისურენოვანი ტრენერების შერჩევა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს შესაძლებლობა ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია საერთაშორისო აღრიცხვიანობის განათლებისა და ტრენინგების კონსულტანტთან – მაიკლ ველსთან.

აპლიკაციის შესავსებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე: 

 https://bit.ly/2moQMiB

  

 

 

 

 

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge