საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







კონფერენცია და სემინარები ვენაში


კონფერენცია და სემინარები ვენაში

2018  წლის  26-29  ნოემბერს  ქალაქ  ვენაში  მსოფლიო ბანკის  ფინანსური  ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) მიერ ორგანიზებული კონფერენცია და სემინარები ჩატარდა.   ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ CFRR-ის მხარდაჭერის პროგრამებში  ჩართული  აღმოსავლეთ  ევროპისა  და  აზიის  ქვეყნების,  მათ  შორის,  საქართველოს საჯარო სექტორის, საზედამხედველო ორგანოების, აკადემიური წრეებისა და პროფესიული საზოგადოებების წარმომადგენლები. დამსწრეთა წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ძირითადი დონორის, ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო ბუღალტრული, საჯარო ანგარიშგებისა და აუდიტის სტანდარტების საბჭოების წევრები, საერთაშორისო ექსპერტები, CFRR-ის სპეციალისტები.

ბაფიდან ღონისძიებებში მონაწილეობდნენ: რუ­სუ­დან ჟორჟოლიანი, ნოდარ ებანოიძელავრენტი  ჭუმბურიძე. ჩატარებული ღონისძიებები დაეთმო ისეთი საკითხების მიმოხილვას, როგორიცაა ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის სანდო ფინანსური ანგარიშგების მნიშვნელობა, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების სტანდარტების დანერგვის როლი საზოგადოებაში პროფესიისადმი ნდობის ამაღლებაში, ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება, რეფორმის მიმდინარეობის შესახებ  ინფორმაციის გაცვლა, სამომავლო თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების დასახვა.

საქართველოში პროფესიული სერტიფიცირებისა და განათლების პრაქტიკის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა ბაფის გამგეობის თავმჯდომარემ, რუსუდან­ ჟორჟოლიანმა.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge