საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის განათლების კომიტეტის სხდომა


ბაფის განათლების კომიტეტმა მორიგს ხდომაზე, პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების განმხილველი დროებითი კომისიის წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის საგამოცდო მოდულებში ჩათვლების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე, კომიტეტმა დაამტკიცა მთავარი ბუღალტრის სერტიფიცირების პროგრამის გამოცდის შედეგები. 2018 წლის საშემოდგომო სესიაზე პროგრამაში მონაწილეობდა თბილისიდან 22, ხოლო ბათუმიდან 9 პრედენტენტი.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კომიტეტმა იმსჯელა და დაამტკიცა, მუდმივმოქმედი საგამოცდო კომისიის დებულება და შემადგენლობაა.

გარდა ამისა, დამტკიცდა საგამოცდო ტესტების შემდგენელთა, ტესტების ინგლისურ ენაზე მთარგმნელთა, რეცენზენტთა, საგამოცდო ტესტების შემფასებელთა შემადგენლობა. 

 

განათლებისკომიტეტი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge