ტრენინგი აუდიტორებისთვის ქუთაისში
ტრენინგი აუდიტორებისთვის ქუთაისში ACCA F8-აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება
მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, გიწვევთ აუდიტორებს დარეგისტრირდეთ სატრენინგო კურსზე - პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) F8 წიგნის მიხედვით, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. კურსის მიზანია, რეგისტრირებულმა აუდიტორებმა გაიუმჯობესონ უნარები, შემდგომში უფრო სტრუქტურირებული აუდიტის ჩატარების მიზნით. მსოფლიო ბანკი, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასთან თანამშრომლობით, ინტენსიურ კურსს სთავაზობს რეგისტრირებულ აუდიტორებს, რომლებიც არიან გარიგების პარტნიორები და პარტნიორის დაქვემდებარებული სპეციალისტები. კურსი სრულად დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მიერ და მისი დასრულების შემდეგ აუდიტორები გაიღრმავებენ ცოდნას და გაიუმჯობესებენ უნარებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა რისკების შეფასება, აუდიტის დაგეგმვა და დოკუმენტაცია, შიდა კონტროლი, აუდიტის პროცედურები, აუდიტის დასრულება და მიმოხილვა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გაუადვილდებათ აუდიტის მეთოლოგიაში დაგეგმილი ტრენინგის გავლა. კურსი ქართულენოვანია. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს დაჭირდებათ (ACCA) F8 წიგნის ქართული თარგმანის შეძენა, რომლის ღირებულება შეადგენს 70 ლარს. კურსის ბოლოს სერთიფიკატი გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პროგრამას წარმატებით დაასრულებენ. ჯგუფი 25 მონაწილისგან იქნება დაკომპლექტებული, ქუთაისიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებიდან; უპირატესობა მიენიჭება ადრე დარეგისტრირებულ კანდიდატებს. თუ მსურველების რაოდენობა აღემატება ადგილებს, განიხილება დამატებითი ტრენინგების ჩატარება, ნაწილობრივი თანადაფინანსების საფუძველზე. კურსს მსოფლიო ბანკის მიერ შერჩეული მაღალკვალიფიციური ტრენერი გაუძღვება; 36 საათიანი პროგრამა 12 მოდულს აერთიანებს.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdMrmRRZ1f5uNArgMbmoSj5ekn0oSfxJeatry2HQlGVF1TeQQ/viewform
კურსზე რეგისტრაციის შემდგომ ჯგუფის ცვლილება დაუშვებელია. |