ინფორმაცია 2020 წლის სავალდებულო განგრძობითი სწავლების შესახებინფორმაცია 2020 წლის სავალდებულო განგრძობითი სწავლების შესახებ „განგრძობითი განათლების სტანდარტის“ მოთხოვნების შესაბამისად, სავალდებულო განგრძობითი სწავლების სემინარები ბაფში ჩატარდება მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე პერიოდში. სემინარები წარიმართება „ZOOM” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილეს წინასწარ გაეგზავნება კოდი და ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებენ ლექციაზე დისტანციურ დასწრებას. დასწრება შეიზღუდება და მხოლოდ რეგისტრირებული მონაწილეები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებული. ყველა მონაწილე ვალდებული იქნება რომ თავის სახელი და გვარით მოახდინოს მომხმარებლის რეგისტრაცია და სალექციო კურსის მსვლელობის დროს ჩართული ჰქონდეს კამერა. სხვა შემთხვევაში დასწრება არ ჩაეთვლება. “Zoom” აპლიკაციის საშუალებით, ყველა მონაწილის დასწრება აღირიცხება წუთობრივად: შეხვედრაზე დისტანციურად ჩართვიდან - გამოსვლამდე. ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, ორჯერ შემოსული ერთი და იგივე მომხმარებელი, დასწრების სიაში აღირიცხება ორჯერ, მაგრამ მისი დასწრების საათები ჯამურად უნდა დაედაროს კურსის მთლიან ხანგრძლივობას. ბაფის 2020 წლის განგრძობითი სწავლების პროგრამა ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომას: ა) აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და რეგისტრაციით დაინტერესებული სერტიფიცირებული პირებისათვის და ბ) სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაცით. ა). პროგრამა აუდიტორთა რეესტრში რეგისტრირებული ან/და აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციის მსურველი სერტიფიცირებული პირებისათვის: ითვალისწინებს 30 საათიან სემინარებს; სემინარები ჩატარდება: 21.09.2020 - დან 14.11.2020 - მდე პერიოდში. ლექციების დაწყების დრო 18.00 საათი; სემინარის საფასური 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 20 აგვისტოდან, რეგისტრაცია სავალდებულოა 20 სექტემბრამდე. სემინარის თემები და საათობრივი განაწილება
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/5pvy2XaH7cEDUPaL7 ბ). პროგრამა სერტიფიცირებული პირებისათვის, რომლებიც აუდიტორთა რეესტრში არ არიან რეგისტრირებული აგრეთვე, დაინტერესებული არ არიან აუდიტორთა რეესტრში რეგისტრაციით: ითვალისწინებს 22 საათიან სემინარებს; სემინარის საფასური ბაფის წევრებისათვის 236 ლარი, არაწევრებისათვის 354 ლარი (დღგ-ს ჩათვლით); სემინარები ჩატარდება: 23.09.-02.10; 19.10-27.10 და 16.11-25.11 პერიოდში, ლექციების დაწყების დრო 18.00 საათი; ჯგუფებში რეგისტრაცია დაიწყება 20 აგვისტოდან, რეგისტრაცია სავალდებულოა 20 სექტემბრამდე. სემინარის თემები და საათობრივი განაწილება (სერტიფიცირებული ბუღალტრებისათვის):
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/KJ69nuLgQ6nWrwJm8 რეგისტრაციისათვის საჭიროა: შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და გადახდის დამადასტურებელი საბუთი გადმოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე baf@baf.ge დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ბაფში: 235 67 56; 235 43 97; 593 309 802 (შორენა გამიაშვილი) ბაფის განათლების კომიტეტი |