ინფორმაცია ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების შესახებ
ინფორმაცია ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების შესახებ
გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი გამგეობის წევრობის კანდიდატი
მოკლე ინფორმაცია გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნებთან დაკავშირებით პატივცემულო დელეგატებო ბაფის წესდებით განსაზღვრულია, რომ საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩევიან გამგეობის თავმჯდომარე (1) და გამგეობის წევრები (არაუმეტეს 11 წევრი). არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პირთა რეგისტრაცია ხდება წინასწარი განცხადებების საფუძველზე. არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების მსურველ პირებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ თავიანთი ხედვა (სამოტივაციო წერილი), არჩევის შემთხვევაში, გამგეობაში მათი საქმიანობის შესახებ. ბაფის ყველა წევრს უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო 2020 წლის 26 ოქტომბერს და დასრულდა 2020 წლის 27 ნოემბერს. ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო ბაფის ვებგვერდზე (www.baf.ge) და ჟურნალში „ბუღალტრული აღრიცხვა“. გამგეობის წევრობაზე არჩევნებში მონაწილეობის კანდიდატად დარეგისტრირდა 16 პირი, მათ შორის 1 განაცხადია გამგეობის თავმჯდომარეობაზე. შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ ბაფის გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატებსა და მათ სამოტივაციო წერილებს.
რუსუდან ჟორჟოლიანიგამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატი
ძვირფასო კოლეგებო, უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით იმ ნდობისათვის, რომელიც წინა საარჩევნო კრებაზე გამომიცხადეთ და შესაძლებლობა მომეცით ბოლო ორ წელიწად ნახევარი, თქვენთან და ბაფის სხვა ხელმძღვანელობასთან ერთად, მემუშავა ჩვენი ორგანიზაციის სტაბილურობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ბაფის ისტორიაში ყველა საარჩევნო პერიოდი თავისებურად მნიშვნელოვანი იყო და ის გამოწვევების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. არც გასული სარჩევნო პერიოდი იყო ერთფეროვანი ამ კუთხით: დაწყებული - პროფესიის რეგულირების საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე, ბაფის და ზოგადად პროფესიული ორგანიზაციების როლისა და კომპეტენციების თითქმის ხელახლა (ვიმედოვნებ, საბოლოოდ) დამკვიდრებითა - და მსოფლიო პანდემიის ფონზე პროფესიის სტაბილურობისა და სამომავლო განვითარების გზების ძიებით - დამთავრებული. ამ გამოწვევებზე ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვთვლი, რომ თუ წინსვლა არა, მინიმუმ სტაბულურობის შენარჩუნება შევძელით. მომავალი საარჩევნო პერიოდი, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და განსხვავებული გამოწვევების პერიოდად მესახება, რადგან მოითხოვს ორგანიზაციის სისტემური მუშაობის და მართვის სტილის თანამედროვე ცვლილებებზე მორგებას. ძვირფასო კოლეგებო, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემის მხრიდან უდაოდ დიდი გამბედაობაა კოლეგების, გამგეობის წევრების წინადადების მიღება და გამგეობის თავმჯდომარეობაზე განაცხადის გაკეთება, რადგან სრულად ვაცნობიერებ იმ გამოწვევების დაძლევის სირთულეებს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თუნდაც შემდეგ საკითხებს:
ვითვალისწინებ რა ბაფში ტრადიციულად დამკვიდრებული, გამგეობის აქტიურ და გუნდური მუშაობის სტილს და ასევე სანდო, გამოცდილ და მაღალი კომპეტენციის აღმასრულებელ სტრუქტურას, ვიმედოვნებ, რომ ერთად შევძლებთ მომავალი გამოწვევების გამკლავებას და მინიმუმ ორგანიზაციის სტაბილური განვითარების შენარჩუნებას.
ნოდარ ებანოიძეგამგეობის წევრობის კანდიდატი
პატივცემულო ბაფის წევრებო, გულახდილად მინდა მოგახსენოთ, რომ წლების მანძილზე საქმიანობის ფართო სპექტრის მიუხედავად, პროფესიული საქმიანობა ჩემი ცხოვრების უმთავრესი ნაწილია და ყოველთვის ვიამაყებ ისეთი პროფესიული ორგანიზაციის წევრობით, როგორიცაა ბაფი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ 2012–2020 წლებში ვიყავი ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრი. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში: ეკონომიკის სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში; საქართველოს კონტროლის პალატაში; აუდიტურ კომპანიაში პარტნიორი – აუდიტორი და სხვ. ჩაბარებული მაქვს დიდი ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) პროგრამით გათვალისწინებული პროფესიონალი ბუღალტრის სერტიფიცირების 7 წიგნი. ვიყავი საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ამჟამად ვმუშაობ აუდიტორულ კომპანია „ინტელექტ-აუდიტში“. მე, როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი, გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელს შევუწყობ:
ვაცნობიერებ რა ბაფის წინაშე მდგარ ამოცანებს, განსაკუთრებით გახორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების პირობებში, მიმაჩნია, რომ ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება სასარგებლო იქნება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დგას ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის განვითარებისათვის. პატივცემულო დელეგატებო, ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ვიყარო კენჭი, როგორც ბაფის გამგეობის წევრობის კანდიდატმა. გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, ჩემს გამოცდილებას და ყველა რესურს გამოვიყენებ იმისათვის და წვლილი შევიტანო ბაფისა და, ზოგადად, პროფესიის შემდგომი განვითარების საქმეში.
თეიმურაზ ფარცხალაძე
მე როგორც საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრობის კანდიდატი და სტანდარტების კომიტეტის თავმჯდომარე, ვფიქრობ რომ ჩემი ფედერაციის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში:
ხელს შევუწყობ, ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სასწავლო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სახელმძღვანელოებით ქართულ ენაზე, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბიზნესის და პროფესიის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.
ლავრენტი ჭუმბურიძეპატივცემულო კოლეგებო გაცნობიერებული მაქვს ბაფის მმართველი სტრუქტურის როლი ჩვენი ორგანიზაციის, აგრეთვე, პროფესიის განვითარებაში და ვფიქრობ, შესაძლებლობა მაქვს მოკრძალებული წვლილი შევიტანო ამ საქმეში. მოკლედ მოგახსენებთ პროფესიული გამოცდილებისა და, არჩევის შემთხვევაში, გამგეობის საქმიანობაში ჩემი შესაძლო მონაწილეობის სფეროების შესახებ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო ეკონომიკური ფაკულტეტის დამთავრების დღიდან, ჩემი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობა უკავშირდება ჩვენ პროფესიას. ვეწეოდი პრაქტიკულ საქმიანობას, ვიკვლევდი რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს ვუწყობდი საქართველოში მის დამკვიდრებას. პროფესიის რეგულირების თემაზე დაცული მაქვს სადოქტორო დისერტაცია. ვარ ბაფისა და ჟურნალი „ბუღალტრული აღრიცხვას“ თანადამფუძნებელი. ბაფის დაფუძნების დღიდან, ვმონაწილეობ ამ ორგანიზაციის მოკლევადიანი და სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და მისი განხორციელების ღონისძიებებში. ბაფში ჩემი საქმიანობის მიზანი ყოველთვის იყო და არის პროფესიის განვითარების ხელშეწყობა. გარდა ამისა, მიმაჩნია, შევძლებ წარმატებით ვიმოღვაწეო ბაფის საქმიანობის შემდეგ სფეროებში:
ნიკოლოზ ბაკაშვილი
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ძვირფასო წევრებო! კოლეგების მიერ გამოხატული ნდობის შედეგად ორი წელი გავიდა, რაც არჩეული ვიყავი ბაფის გამგეობის წევრად და ეს ორი წელი საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც დაემთხვა ჩვენს პროფესიაში, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედებითა და, აქედან გამომდინარე, დაწესებული ახალი რეგულაციებით. პროფესიული ორგანიზაციის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და თავად პროფესიის განვითარებისათვის ბაფის ხელმძღვანელობამ და გამგეობამ, ვფიქრობ, თავისი არა მარტო მოკრძალებული სიტყვა თქვა, არამედ ბევრ შემთხვევაშიც თვითონ გამოდიოდა ინიციატორი დახვეწილიყო და/ან შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შესულიყო საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც სისხლხორციელადაა დაკავშირებული ქვეყნის სააღრიცხვო-საგადასახადო და ანგარიშგება - აუდიტის სფეროსთან. მიუხედავად აღნიშნული გარდამავალი პერიოდისა, დღეს უფრო მეტად იკვეთება პროფესიული ორგანიზაციის როლი და მნიშვნელობა აუდიტორთა კორპუსისათვის ხარისხის კონტროლის მონიტორინგის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობებს, რაც ძალიან მწარე პრობლემებად უდგას ქართულ, ნაციონალურ, არა საერთაშორისო ქსელებში შემავალ კომპანიებს, ერთ-ერთი რეალური დასაყრდენი ძალა არის პროფესიული ორგანიზაციის წარმომადგენლობითი გუნდის იმდაგვარად ჩამოყალიბება, რომელიც იზრუნებს მცირე და საშუალო სიდიდის ქართული ეროვნული აუდიტორული კომპანიებისა თუ აუდიტორების პოპულიზაციასა და უცხოურ აუდიტორულ კომპანიებთან მიმართებაში თანაბარზომიერ პირობებში ჩაყენებაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობა აქამდეც და შემდგომშიც ბაფის გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაშიც, სწორედაც რომ მიმართული იქნება პროფესიის განვითარებისაკენ, ქართული აუდიტორული კომპანიების წარმოჩენისაკენ და აუდიტორულ ბაზარზე თანაბარზომიერი პირობების დაწესებისკენ იმდაგვარად, რომ არ იქნეს დარღვეული საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტის ხარისხის ნორმები და სტანდარტები.
კონსტანტინე დათიაშვილი
დაბადებული ქ. ქუთაისში 1962 წლის 11 იანვარს, ცოლშვილიანი, ეკონომისტი, პროფესიონალი ბუღალტერი/აუდიტორი.
მიმართვა ბაფის საერთო დელეგატებს სურვილი მაქვსკენჭი ვიყარო ბაფის გამგეობის წევრად, თუმცა, მთავარი თქვენი გადაწყვეტილებაა. დამიჭერთ თუ არა მხარს, დავრჩე ბაფის გამგეობის შემადგენლობაში. ვარ ბაფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ჩემი შესაძლებლობის მნიშვნელოვან ნაწილს, წლების განმავლობაში, ბაფის განვითარებას და პოპულარიზაციას ვუთმობდი, რადგან 2000 წლიდან, აქტიურად ვმონაწილეობ მისი საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლბა ითქვას, რომ ვცდილობდი ჩემი წვლილი შემეტანა ბაფის განვითარებაში. კერძოდ, პერიოდულად ვიყავი გამგეობის წევრი და ვმონაწილეობდი ბაფის მართვის სფეროში, სხვადასხვა პერიოდში ვასრულებდი პროფესიული განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას, ვეწეოდი წევრების საკონსულტაციო მომსახურებას. შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული მიმართულებებით საქმიანობის პერიოდში დაგროვდა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. კარგად ვაცნობიერებ ბაფის წინაშე მდგარ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს, რომელიც ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. ვგულისხმობ, რომ ბაფის საქმიანობა, პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების ზოგიერთი საკითხი ახლებურ მიდგომას და გადაწყვეტას მოითხოვს. თქვენ საშუალება გაქვთ შეაფასოთ ჩემი, როგორც განათლების კომიტეტის თავმჯდომარისა და აგრეთვე, საქმიანობის სხვა მიმართულებით, გაწეული მუშაობა. ვფიქრობ, გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, ჩემი კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება სასარგებლო იქნება:
ივანე ჯელია
წინამდებარე წერილის მიზანია ჩემი თავისა და იმ ფაქტორების წარმოჩენა, რომელთა გამოც ვფიქრობ, რომ ჩემი მონაწილეობა გამგეობაში სასარგებლო იქნება ბაფისა და პროფესიისათვის. დაბადებული ვარ თბილისში, 1971 წელს. დამთავრებული მაქვს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ დაოჯახებული, მყავს ექვსი შვილი. ვარ პროფესიონალი ბუღალტერი 2002 წლიდან და შპს „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი 1996 წლიდან, ფირმის დაარსებიდან. დაახლოებით 12 წელია ვმუშაობდი ბაფის გამგეობაში და აუდიტის ხარისხის კონტროლის კომიტეტში. ამ პერიოდის განმავლობაში ბაფის მუშაობისას ჩემს ძირითად მიზნებს შეადგენდა:
ვთვლი, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, თუმცა, ძალზე დინამიური და ცვალებადი გარემოს გამო, ბაფის წინაშე კვლავაც დგას რთული, შეიძლება ითქვას სასიცოცხლო მნიშვნელობის, გამოწვევები, როგორიცაა:
ჩემი სურვილია არჩეული ვიყო გამგეობაში, ვინაიდან მჯერა, რომ გამგეობიდან უფრო ეფექტურად შევძლებ დავეხმარო ბაფსა და პროფესიას ამ რთულ და გარდამტეხ პერიოდში.
დავით პაპიაშვილი
პატივცემულო კოლეგებო, მე გახლავართ დავით პაპიაშვილი, საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Papiashvili-ს მმართველი პარტნიორი. მრავალი წელია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა ბუღალტრის, აუდიტორისა და საგადასახადო კონსულტანტის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება. ჩემი როგორც პრაქტიკოსი აუდიტორის, ბაფის გამგეობის მოქმედი წევრის, acca-ს, Kreston Academy-ს და სხვა სასწავლებლების ტრენერის მრავალწლიანი საქმიანობა ყოველთვის პროფესიის წარმომადგენელთა ინტერესების დაცვისკენ იყო მიმართული. წარმოგიდგენთ იმ წარმატებების ჩამონათვალს რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთობლივი მუშობის შედეგად იქნა მიღწეული:
ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიაში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ სამომავლოდაც უნდა გავაგრძელო ჩვენი კოლეგებისათვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ჩემი ძალისხმევა პროფესიის განვითარებისა და ახალი მიზნების მისაღწევად უნდა მივმართო. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელოვანი გამარჯვებებისა და პროფესიისთვის სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა იქნება შესაძლებელი. ამიტომაც მაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღო ბაფის გამგეობის არჩევნებში და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ვემსახურო ბუღალტრისა და აუდიტის პროფესიის წარმომადგენლებს.
თამარ ცუხიშვილი
პატივცემულო დელეგატებო, განათლებით ვარ ეკონომისტი, 2004-2007 წლებში დავამთავრე პროფესიული სერტიფიცირების (ACCA) სრული კურსი ქართულად და მომენიჭა პროფესიონალი ბუღალტრის სტატუსი. ამჟამად ჩართული ვარ როგორც აუდიტორთა ისე სერთიფიცირებულ პირთა რეესტრში. 2010 წლიდან ვარ აუდიტორი, ხოლო 2004 წლიდან ვარ ფედერაციის წევრი. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ვმუშაობ საერთაშორისო ქსელის IECnet წევრ აუდიტურ ფირმაში შპს „კონსაუდი“ 2005 წლიდან აუდიტის ასისტენტად ხოლო 2010 წლიდან კი გარიგების პარტნიორად. ფირმა, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და სათანადოდ უპასუხა იმ გამოწვევებს რაც დღის წესრიგში დააყენა 2016 წელს პროფესიაში განხორციელებულმა ცვლილებებმა. 2017 წელს ფირმამ წარმატებით გაიარა ხარისხის კონტროლის მონიტორინგი და ჩართულია სდპ აუდიტორთა რეესტრში. მაქვს პედაგოგიური საქმიანობის 14 წლიანი გამოცდილება პროფესიული სერტიფიცირაების (ACCA) ქართულენოვან პროგრამაში. ვკითხულობ აუდიტის ლექციებს მეორე ეტაპზე და პროფესიულ დონეზე. ჩემი პედაგოგიური საქმიანობით ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო პროფესიის განვითარებაში. ჩემი ათწლიანი პროფესიული საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ფედერაციასთან. 2011 წლიდან ვარ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში კონსულტანტი ბუღალტრულ და საგადასახადო საკითხებში. გასული საარჩევნო პერიოდიდან ვარ გამგეობის წევრი. მიმაჩნია, რომ გამგეობის წევრად კვლავ არჩევის შემთხვევაში, შევძლებ გავაგრძელო აქტიური მონაწილეობა პროფესიული განათლებისა და წევრებთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ვიცნობ რა პროფესიაში ბაფის მიზნებსა და გამოწვევებს მაქსიმალურად შევეცდები ჩემი წვლილი შევიტანო მისი საქმიანობის სხვა მიმართულებით განვითარების პოლიტიკის განსაზღვრასა და შესრულებაში.
გიორგი ხმალაძეგამგეობის წევრობის კანდიდატი კოლეგებო, მივიღე გადაწყვეტილება, წარმოვადგინო ჩემი კანდიდატურა საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრის პოზიციაზე. პროფესიაში ჩემი ცოდნა და გამოცდილება ემყარება 25-წლიან პრაქტიკას, რომელიც მოიცავს საქმიანობას, როგორც:
აგრეთვე,
კერძოდ:
ვთვლი, რომ გამგეობაში არჩევის შემთხვევაში, ჩემი მრავალწლიანი ცოდნა და გამოცდილება, მომცემს საშუალებას დავეხმარო პროფესიას დღეს არსებული გამოწვევების დაძლევასა და სამომავლო განვითარების ტენდეციების განსაზღვრასა და განხორციელებაში.
ვასილ ხანიშვილიგამგეობის წევრობის კანდიდატი ძვირფასო კოლეგებო, დღეს მოქმედმა განახლებულმა კანონმდებლობამ ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში გაზარდა მოთხოვნები, როგორც პროფესიული ორგანიზაციების, ისე აუდიტორული კომპანიებისა და აუდიტორებისადმი. კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულებისთვის და პროფესიულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ პირების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი, რომლის განხორციელებაშიც სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა. ჩემი ცოდნა და გამოცდილება კანონშემოქმედებით საქმიანობაში გამოსადეგი იქნება ბაფ-ის გამგეობისთვის. უმაღლესი განათლება მივიღე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული მაქვს ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორის ხარისხი. მაქვს 10 წლიანი პედადოგიური გამოცდილება. 24 წელი ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წამყვანი სამმართველოების და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. ვიყავი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შემუშავებაში. ვიყავი პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის ექსპერტი. 2005 წლიდან დღემდე ვარ აუდიტორული კომპანია „მრჩეველის“ პარტნიორი. ვიყავი საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების გამგეობის წევრი. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის ლობირებაში და პარლამენტის კომიტეტში კანონპროექტების განხილვაში. გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას აუდიტორული კომპანიების და ინდივიდუალური აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლებაში, რათა შეძლონ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
გიორგი კვინიკაძეგამგეობის წევრობის კანდიდატი
ძვირფასო ფედერაციის წევრებო, ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე ექვსი წელია ვარ ბაფის გამგეობის წევრი. როგორც გამგეობის წევრი, აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადახვა რეფორმის დანერგვასა და ორგანიზებაში, მათი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში. აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა სამთავრობო ჯგუფებთან ურთიერთობაში, წარმოვადგენდი და ვიცავდი ბაფის ინტერესებს. მე გახლავართ „RSM საქართველოს“ დირექტორი და დამფუძნებელი. მე, როგორც პრაქტიკოსი, ფინანსურ და საბუღალტრო სფეროებში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილებით და, ასევე, როგორც ბაფის წევრი 2011 წლიდან, ვაცნობიერებ გამოწვევებს, რის წინაშეც დგას ფედერაცია. ვთვლი, რომ გამაჩნია შესაბამისი რესურსი, რომლის ეფექტური გამოყენებით შესაძლებელია წვლილი შევიტანო ბაფის უფრო მეტად განვითარებასა და ავტორიტეტის ამაღლებაში. ამის საფუძველზე გადავწყვიტე, წელსაც მივიღო მონაწილეობა ბაფის გამგეობის წევრობის არჩევნებზე. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმებს, მიმაჩნია, რომ მიმდინარე პერიოდისათვის ერთობლივად გადასადგემელი გვაქვს შემდეგი ნაბიჯები:
ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები თანხვედრაშია იმ მოკლევადიან და გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებთან, რომლებიც დასახული აქვს ბაფს შემდგომი განვითარებისა და გაფართოებისათვის. იმედი მაქვს, შესაძლებლობა მომეცემა ჩემი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გამოვიყენო ბაფის სასიკეთოდ.
მიშა აბაიაძეგამგეობის წევრობის კანდიდატი ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას ბაფის გამგეობაში წევრობაზე. წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას: დაბადებული ვარ ქ. თბილისში, 1980 წლის 18 თებერვალს. ვარ დაოჯახებული, მყავს ორი შვილი. გავლილი მაქვს ლიდერთა სკოლის პროგრამა მანჩესტერის უნივერსიტეტში. დღეისათვის ვემზადები სადოქტორო ნაშრომის დასაცავად მას შემდეგ, რაც დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი და მომენიჭა წარჩინებული ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. ვარ სერთიფიცირებული აუდიტორი და პროფესიონალი უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებელი. მაქვს 20-წლიანი გამოცდილება პროფესიული მომსახურების და პედაგოგიური საქმიანობის სფეროში, მათ შორის: - 5 წელი - აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, Moore abc (ყოფილი Morison Georgia, LLC), დირექტორი/ პარტნიორი. - 5 წელი - აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, UBC International, LLC; სპეციალისტთა გუნდის წევრი და ლიდერი; სხვადასხვა თანამდებობები; - 8 წელი - საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PKF UBC Services, LLC, აღმასრულებელი დირექტორი/პარტნიორი; 40 თანამშრომლის ხელმძღვანელი; - 5 წელი - პროფესორის ასისტენტი - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიული კარიერის მანძილზე წარმატებით ვუძღვებოდი აუდიტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინვესტიციო, კორპორატიული განვითარების და სხვა ბიზნეს-საკონსულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბიზნესის დაკვეთით. ვარ შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი: - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის საწევრო კომიტეტის თავმჯდომარე (2010–2016, www.gfpaa.ge); - საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრი და ამავე ფედერაციის ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე (2016–2020, www.gfpaa.ge); - საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების პირველი ვიცე პრეზიდენტი და საბჭოს წევრი (www.ivsg.ge). გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, მიღებული ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მზად ვარ ჩვენს კოლეგებთან ერთად წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებაში და პროფესიის განვითარებაში, ამავე დროს ხელი შევუწყო პროფესიული ბაზრის განვითარებას ბაფის სახელით.
მურად ნარსიაგამგეობის წევრობის კანდიდატი მოგესალმებით და მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ეცნობით ჩემს სამოტივაციო წერილს. მაქვს ბაფ-ის გამგეობის წევრის თანამდებობის შესაბამისი, დადასტურებული თეორიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. ვთვლი რომ იგი ჩემი უნარების ადეკვატურია, რადგან 2010 წლიდან ვარ ბაფ-ის წევრი. არჩეული ვარ ბაფ-ის ეთიკისა და დისციპლინარული კომიტეტის წევრად, ვიცნობ საქმიანობის სპეციფიკას, სტრატეგიას, წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მიზნებსა და ამოცანებს. დღემდე ვარ მოქმედი აუდიტორი, კომპანია „პრიმა აუდიტის“ გარიგების პარტნიორნი, ეკონომიკის დოქტორი, სეუ-ს პროფესორი (აკადემიურ თანამდებობაზე). ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემი კვლევითი საქმიანობა აუდიტისა და ქონების შეფასების სფეროში, ვფიქრობ, ცნობილია ბაფ-ის წევრებისათვის. გაცნობიერებული მაქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს დღეს მოქმედი კანონისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნები, ახალი გამოწვევები ბუღალტრულ აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში. გამოკვლეული მაქვს 2017-2019 წლების საქართველოს აუდიტორული ბაზრის მონაცემები, კარგად ვიცნობ ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის ხედვებს ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის განვითარების პერსპექტივებზე. შესწავლილი მაქვს ზედამხედველი ორგანოს - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მისი შექმნის დღიდან, დღემდე განხორციელებული საკმაოდ არსებითი ხასიათის სისტემურად გააზრებული აქტივობები. ასევე, ვფლობ ამ მნიშვნელოვანი რეგულატორის საქმიანობის ხარვეზებს. არ მომწონს: ბაფ-ის გამგეობის ხელმძღვანელობის (სადაც ხმების „საკონტროლო პაკეტს“ ფლობენ სდპ-ს აუდიტის განხორციელების უფლების მქონე აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები, რომელიც ზღუდავენ გამგეობის აქტივობას იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არ აწყობს ამ კატეგორიის აუდიტორულ კომპანიებს) მუდამ შიშნარევი ურთიერთობა ზედამხედველობის სამსახურთან, ზოგჯერ ამ სამსახურის მხრიდან ბაფის, როგორც უნიკალური რეპუტაციისა და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროფესიული ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ინსტიტუტის მოსაზრების/წინადადების იგნორირების ფაქტები; ბაფ-ის გამგეობის არასაკმარისი აქტივობა მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიების მომავალ პერსპექტივებთან დაკავშირებით. საზოგადოდ ვთვლი, რომ ბაფის საქმიანობა გაცილებით აქტიური და დინამიური უნდა იყოს აუდიტორებისა და ბუღალტრების პროფესიების პოპულარიზაციის ნაწილში. ვთვლი, რომ ანომალიაა, როცა პროფესიის რეგულატორი არ აყენებს აუდიტორული ბაზრის დეტალურ კვლევას, ბაფის გამგეობა არც კი თვლის მიზანშეწონილად ასეთი კვლევის ბაფის მიერ განხორციელებას, შედეგების მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისათვის მიწოდებას თუნდაც იმიტომ, რომ ამ კომპანიებს შეეძლოთ მათი საქმიანობის პერსპექტივის/სტრატეგიის განსაზღვრა. მაქვს განზრახვა, გავააქტიურო არა მარტო ზემოაღნიშნული საკითხები, არამედ ბევრი სხვა თემები, მაღალი დამოუკიდებელი ხარისხის პირობებში, კერძოდ, ბაფის ფორმატში განსაკუთრებული ყურადღება მივმართო მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიების ინტერესების დაცვას, მათ შორის, მათი აუდიტორული საქმიანობის ხარისხის მონიტორინგის ნაწილში ქმედითი, კომპეტენტური კონსულტაციებისა და სხვა აქტივობების განხორციელებაზე. ასევე, მაქვს განზრახვა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო აუდიტორული და ბუღალტრული პროფესიების პოპულარიზაციას, წავახალისო მცირე და საშუალო ზომის აუდიტორული კომპანიები, მათი აუდიტორები გაერთიანებისაკენ, მხოლოდ მათთვის მისაღები ინტერესებისა და ფორმების გათვალისწინებით. ჩემს მიერ შეთავაზებული მეთოდები და ფორმები, ვფიქრობ საკმაოდ ეფექტური უნდა იყოს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ჩემი აქტივობები არ ავნებს პროფესიას, სდპ აუდიტის განხორციელების უფლების მქონე კომპანიების, აგრეთვე რეგულატორის საქმიანობას, პირიქით. თუმცა ზოგ საკითხში, შეიძლება მთელს ამ პროცესში მონაწილეებმა დისკომფორტი იგრძნონ, რომელიც ორიენტირებული იქნება აუდიტორული ბაზრის, ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების განვითარებაზე. გმადლობთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო გაცნობოდით ჩემს ამ სამოტივაციო წერილს.
ივანე ჟუჟუნაშვილიგამგეობის წევრობის კანდიდატი ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც ეკისრება საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას ბაფის გამგეობაში წევრობაზე. წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციას: დაბადებული ვარ ქ. თბილისში, 1977 წლის 21 ნოემბერს. ვარ დაოჯახებული, მყავს სამი შვილი. გახლავართ დიდი ბრიტანეთის სერტიფიცირებულ და პრივილეგირებულ ბუღალტერთა ასოციაციის წევრი (ACCA). ასევე გახლავართ პროფესიონალი ბუღალტერი სერტიფიცირებული საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მიერ. დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მენეჯმენტისა და ეკონომიკის განხრით, რის შემდგომაც მომენიჭა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი. მაქვს ოცწლიანი გამოცდილება პროფესიული მომსახურების სფეროში. კერძოდ, გახლავართ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ბიდიოს პარტნორი, აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურების ხელმძღვანელი. ასევე გახლავართ ბიდიოს საერთაშორისო ურთიერთობების პარტნიორი. პროფესიული კარიერის მანძილზე წარმატებით ვუძღვებოდი აუდიტორულ, იურიდიულ-საგადასახადო, საშემფასებლო, საინვესტიციო, კორპორატიული განვითარების და სხვა ბიზნეს-საკონსულტაციო პროექტებს როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი ბიზნესის დაკვეთით. ვარ შემდეგი პროფესიული ორგანიზაციების წევრი:
გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, მიღებული ცოდნით და პროფესიული გამოცდილებით მზად ვარ ჩვენს კოლეგებთან ერთად წვლილი შევიტანო ორგანიზაციის წარმატებაში.
მზევინარ გურაბანიძეგამგეობის წევრობის კანდიდატი გაცნობებთ, რომ გადავწყვიტე, წარვადგინო ჩემი კანდიდატურა საქართველოს პროფეიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წეცრის პოზიციაზე. განათლრბით ვარ ეკონომისტი, 1999-2002 წწ. დავამთვარე პროფესიული სერტიფიცირების (ACCA) სრული კურსი ქართულად და მომენიჭა პროფესიული ბუღალტრის სტატუსი. 2003 წლიდან ვარ აუდიტორი, 2003-2012 წლებში ვმუშაობდი დამოუკიდებელ აუდიტორად. 2012 წლიდან ვმუშაობ აუდიტორულ კომპანია „ალსოში“ აუდიტორად. 1999 წლიდან ვარ ფედერაციის წევრი. მიმაჩნია, რომ ჩემი 35-წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება საშუალებას მომცემს, გამგეობის წევრად არჩევის შემთხვევაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო პროფესიული განათლებისა და წევრებთან დაკავშირებული საკითხების დაგეგმვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, წევრების აქტიურობების გამოვლენასა, თუ მათი პრობლემების პროფესიულ გადაჭრაში.
|