საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







განმარტება ბაფის პროფესიული სერტიფიცირების 2021 წლის ზამთრის გამოცდებთან დაკავშირებით


განმარტება ბაფის პროფესიული სერტიფიცირების 2021 წლის ზამთრის გამოცდებთან დაკავშირებით

სერტიფიცირების პატივცემულო კანდიდატებო, ბაფის წევრებო!

პირველ რიგში ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ არსებულ ვითარებაში. მინდა გამოვეხმაურო რეგიონებიდან სერტიფიცირების გამოცდებზე გამოსვლის მსურველი კანდიდატებისათვის შექმნილ სირთულეებს.

ვწუხვართ, რომ ბაფს ზამთრის გამოცდების თებერვლის შემდეგ პერიოდში გადატანის შესაძლებლობა არ აქვს (რაზედაც  პირადად გიპასუხეთ ჯგუფში - Acca Georgia თუმცა, პოსტი რატომღაც აღარ იძებნება). თუ რატომ, შევეცდები მოკლედ განვმარტო

სერტიფიცირების პროგრამა და საგამოცდო პროცესი რეგულირდება ნორმატიული აქტებით:  

  1. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა (დამტკიცებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარეგისტრაციო № SARAS-IPD-0001 აღიარების თარიღი 06/05/2020)
  2. სრული სასერტიფიკაციო პროგრამის საგამოცდო პროცესი (დამტკიცებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სარეგისტრაციო № SARAS-IPD-0001 აღიარების თარიღი 06/05/2020)

 აღნიშნული ნორმატივების ფარგლებში, ბაფს შესაძლებლობა ჰქონდა ზამთრის გამოცდების მხოლოდ თებერვლამდე გადატანის, ან უნდა გაეუქმებინა ზამთრის გამოცდები. სხვა შემთხვევაში აუცილებელი იყო ნორმატიული ცვლილებები, რაზედაც დამეთანხმებით,  ჩვენი ინიციატივის შემთხვევაშიც, ეს ვერ მოხერხდებოდა ოპერატიულად.

ვგულისხმობთ, რომ საგამოცდო პროცესის მომზადებისა და საბოლოო შედეგის გამოცხადების პროცესი მოიცავს მინიმუმ ხუთ თვიან პერიოდს და ჩატარების პერიოდებად დადგენილია ზამთარი და ზაფხული  კერძოდ:

სრული სასერტიფიკაციო  პროგრამა

სასერტიფიკაციო გამოცდები  (გვერდი 11)

....... სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში ორ საგამოცდო სესიად – ზამთრის (იანვარი) და ზაფხულის (ივნისი) საგამოცდო სესიად.

გამოცდების ორგანიზება ეფუძნება ბაფის სასერტიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და მართვის    პოლიტიკას.

 

სრული სასერტიფიკაციო  პროგრამის საგამოცდო პროცესი

 

  1. გამოცდის მომზადების პოლიტიკა

3.1. ზოგადი პრინციპი   (გვერდი 5)

სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში გამოცდები ტარდება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ აღიარებული ბაფის საგამოცდო პროცესის შესაბამისად .........

 

  1. 4. ტესტების შემუშავების პროცესების მართვა

4.1. ავტორების/მიმომხილველების შერჩევა  (გვერდი 9, აბზაცი5)

....ტესტებს შეიმუშავებს განათლების კომიტეტის წევრები ან კომიტეტის მიერ მოწვეული საგამოცდო კითხვების ავტორები. საგამოცდო კითხვების ავტორების გუნდი ყალიბდება კითხვების შემუშავების საბოლოო ვადამდე  მინიმუმ ხუთი თვით ადრე .......

7.6. საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი პროცედურები (გვერდი 18)

გამოცდა ვერ იქნება დაზღვეული დაუგეგმავი მოვლენების მოხდენისაგან .....

საგანგებო სიტუაციის მართვა ევალება მთავარ ზედამხედველს. მან იმგვარად უნდა მოახდინოს რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე, რომ ყურადღება გაამახვილოს გამოცდის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რათა გამოცდა არ გაუქმდეს.

სხვა შესაძლებლობა არ არის განხილული ასევე მე-14 დანართში - ინსტრუქცია საგანგებო პროცედურების შესახებ (გვ. 54)

სერტიფიცირების ყველა კანდიდატს გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ  ზედამხედველობის სამსახურიის მიერ აღიარებულ  სერტიფიცირების პროცესის მარეგულირებელ ნორმებს. ბაფისთვის მნიშვნელოვანია ყველა წევრის მოსმენა და მათი ინტერესის მაქსიმალური დაცვა რაც, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებისა და მოქმედი ნორმებისა   პირობებში შეიძლება სრულად ვერ მოხერხდა რეგიონებიდან რეგისტრირებული წევრებისათვის.

P.S. ცალკეული საკითხის (პრობლემის) შესახებ სასაუბროდ და მოგვარების საუკეთესო გზად სჯობს მივიჩნიოთ, ის შესაძლებლობა რომ ცალკეულ კანდიდატს (წევრს) ყოველთვის  აქვს საშუალება პირადად დაუკავშირდეს ბაფის შესაბამის სტრუქტურას, უშუალოდ ესაუბროს მის მმართველ რგოლს  და მიიღოს ოპერატიული, ზუსტი პასუხი.  ბაფი არ არის მისი მმართველებისათვის შექმნილი, მისი წარმატებები თუ პრობლემები ერთად გვეხება წევრებსაც და ადმინსტრაციასაც.

 

პატივისცემით,

ლავრენტი ჭუმბურიძე

აღმასრულებელი დირექტორი

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge