საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







პროფესიონალების მომზადება მომავლისთვის


პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა მო­მავ­ლის­თ­ვის

 ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პირ­თა წი­ნა­შე
არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მი­ერ
მა­თი დახ­მა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი

ჯორჯ უილი, ჯო­ნი იონ­გი | 11 იან­ვა­რი, 2021

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რე­ბი გლო­ბა­ლუ­რად პრო­ფე­სი­ის მთა­ვარ საყ­რ­დენს წარ­მო­ად­გე­ნენ. 2018 წელს ბუ­ღალ­ტერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კის მქო­ნე ფირ­მე­ბის გლო­ბა­ლურ­მა კვლე­ვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 6,000 რეს­პონ­დენ­ტი­დან 30% ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რი იყო. IFAC-ის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კის სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფის (SMPAG) წევ­რე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბი გა­მოკ­ვ­ლე­ულ ქვეყ­ნებ­ში პრაქ­ტი­კის 50%-დან 75%-მდე შე­ად­გე­ნენ. 

SMPAG -ის ერ­თ­-ერ­თი ბო­ლო შეხ­ვედ­რის დროს წევ­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ  არ არ­სე­ბობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის რა­ი­მე უნი­ვერ­სა­ლუ­რი გან­მა­რტე­ბა. ბუ­ღალ­ტერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის (IFAC) მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კის მქო­ნე ფირ­მე­ბის გლო­ბა­ლურ­მა კვლე­ვამ გა­მო­ი­ყე­ნა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რის ისე­თი გან­მა­რტე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ასეთ პირს  არ ჰყავს  სხვა პარ­ტ­ნი­ო­რი ან პერ­სო­ნა­ლი. თუმ­ცა, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის გან­მა­რტე­ბა გუ­ლის­ხ­მობს  ისეთ პირს, რო­მელ­საც ჰყავს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი. SMPAG-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­დაც გან­მა­რტე­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის მი­ერ პერ­სო­ნა­ლის ყო­ლა, ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი 2-დან 5-მდე თა­ნამ­შ­რო­მელს ასაქ­მებს, რო­მელ­საც ხელ­ფასს უხ­დის, ან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰყავს რო­გორც ქვე­კონ­ტ­რაქ­ტო­რი. პრო­ფე­სი­ო­ნალ ბუ­ღალ­ტერ­თა ზო­გი­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­გა­ლი­თად ჰონ­კონ­გ­ში და მა­ლა­ი­ზი­ა­ში მი­უ­თი­თებს, ამ ქვეყ­ნებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ნე­ბის­მი­ერ დროს და­ახ­ლო­ე­ბით 30 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ჰყავთ  და­საქ­მე­ბუ­ლი.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მო­დელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი
გა­მოწ­ვე­ვე­ბი და სარ­გე­ბე­ლი

ახ­ლა­ხან მო­პო­ვე­ბუ­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებ­ზე დი­დი გავ­ლე­ნა იქო­ნია Covid-19-ის პან­დე­მი­ამ, კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო მხარ­და­ჭე­რის დო­ნის, პრაქ­ტი­კის გაგ­რ­ძე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის (რასაც ამ­ძი­მებს არ­სე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის მხრი­დან მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბა) და იმის გა­მო, რომ ბევ­რი მცი­რე ბიზ­ნე­სი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და­ხუ­რუ­ლი­ყო. ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის  (OECD) ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ან­გა­რიშ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის კვლე­ვა ასა­ხავს აღ­ნიშ­ნულ გავ­ლე­ნას, კერ­ძოდ კი იმას, რომ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი შე­მო­სავ­ლე­ბის და­კარ­გ­ვის წი­ნა­შე დგას, ერთ მე­სა­მედს ემუქ­რე­ბა ბიზ­ნე­სის და­კარ­გ­ვა, შემ­დ­გო­მი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ერთ თვე­ში, ხო­ლო  და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ს სამ თვე­ში. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბი,  თვი­თო­ნაც რო­გორც მცი­რე ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან. IFAC-ის მი­ერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კის მქო­ნე ფირ­მე­ბის გლო­ბა­ლუ­რი კვლე­ვის უკა­ნას­კ­ნე­ლი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მცი­რე პრაქ­ტი­კო­სებ­მა აღ­ნიშ­ნეს:

  • რე­გუ­ლა­ცი­ე­ბისა და სტან­დარ­ტე­ბის ცვლი­ლე­ბე­ბის დრო­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა (ინდი­ვიდუალური პრაქ­ტი­კო­სე­ბის 59%, სხვა სეგ­მენ­ტებ­ში 45%-იან სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან შე­და­რე­ბით);
  • ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვა და არ­სე­ბუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა (50%, 46%-თან შე­და­რე­ბით);
  • ზე­წო­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის შე­სამ­ცი­რებ­ლად (45%, 48%-თან შე­და­რე­ბით);
  • კონ­კუ­რენ­ცია (44%, 46% -თან შე­და­რე­ბით); და
  • ხარ­ჯე­ბის ზრდა და ფუ­ლა­დი ნა­კა­დე­ბის მარ­თ­ვა (42%, 39% -თან შე­და­რე­ბით).

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზე­წო­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის შე­სამ­ცი­რებ­ლად და კონ­კუ­რენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­და­რე­ბით და­ბა­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის, სა­მი და­ნარ­ჩე­ნი გა­მოწ­ვე­ვა გაზ­რ­დი­ლი­ა. არ არ­სე­ბობს ეჭ­ვის სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი შემ­სუ­ბუქ­და პან­დე­მი­ის არ­სე­ბულ პი­რო­ბებ­ში.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი­ა, ამ­ხა­ნა­გო­ბისა და სხვა ბიზ­ნეს­მო­დე­ლე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან შე­და­რე­ბით, რად­გან:  

  • ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებს არ შე­უძ­ლი­ათ იდე­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­ზი­ა­რე­ბა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის ტი­პურ გა­რე­მო­ში არ არ­სე­ბობს კო­ლე­გა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­თა­ვე­ში;
  • ოპე­რა­ცი­ე­ბი შეზღუ­დუ­ლია აქ­ტი­ვე­ბის შე­და­რე­ბი­თი ნაკ­ლე­ბო­ბით, და­ბა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო და­ნა­ზო­გე­ბით და და­ფი­ნან­სე­ბას­თან შეზღუ­დუ­ლი წვდო­მით;
  • ტექ­ნო­ლო­გი­ის, წე­სე­ბისა და რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­მართ ფე­ხის აწყო­ბა შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის­თ­ვის, პი­რა­დი იზო­ლა­ცი­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბის გა­მო; და
  • დრო­ის ნაკ­ლე­ბო­ბა. რამ­დე­ნა­დაც სა­ო­პე­რა­ციო გა­რე­მო გა­ცი­ლე­ბით კომ­პ­ლექ­სუ­რი გახ­და, დრო­ის არა­ხელ­საყ­რელ­მა ნაკ­ლე­ბო­ბამ შე­იძ­ლე­ბა შეზღუ­დოს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის უნა­რი, ასეთ ცვლი­ლე­ბებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის უნა­რე­ბის შე­ძე­ნის, ან ხე­ლა­ხა­ლი ათ­ვი­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით.

მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ფირ­მე­ბის პრაქ­ტი­კის მარ­თ­ვის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მე-2 მო­დულ­ში ჩა­მოთ­ვ­ლი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის ბიზ­ნე­სის მო­დე­ლის ზო­გი­ერ­თი სარ­გე­ბე­ლი, ტრა­დი­ცი­ულ ამ­ხა­ნა­გო­ბას­თან შე­და­რე­ბით. ეს მო­ი­ცავს დას­კ­ვ­ნი­თი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის  ერთ წერ­ტილს (პროცესი შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფი იყოს) მო­გე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის, ში­და წე­სე­ბის სწრა­ფი ცვლი­ლე­ბის მოქ­ნი­ლო­ბის და სა­ბაზ­რო მოთხოვ­ნებ­თან ადაპ­ტი­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე. ამას­თან, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის პირ­და­პი­რი ჩარ­თუ­ლო­ბის და კონ­ტ­რო­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მიმ­ზიდ­ვე­ლი იყოს.

რო­გორ შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ ბუ­ღალ­ტერ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას?

ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი SMPAG შეხ­ვედ­რის დროს სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუფს კითხ­ვა და­უს­ვეს, მხარ­და­ჭე­რის სა­მი ტი­პის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა შე­თა­ვა­ზე­ბაც პრო­ფე­სი­ულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ უნ­და გა­ნი­ხი­ლოს პრო­ფე­სი­ის ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სეგ­მენ­ტის­თ­ვის. პა­სუ­ხე­ბი მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი გა­მოდ­გა. მათ შო­რი­სა­ა:

  • ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბისა და რე­სურ­სე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებს შე­უძ­ლი­ათ. მა­გა­ლი­თად, SAICA -მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ტი­პე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია სამ­ხ­რეთ აფ­რი­კის ბა­ზარ­ზე;
  • ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ სა­ფი­ნან­სო პა­კე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მა­გა­ლი­თად, მალ­ტის ბუ­ღალ­ტერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი (MIA) მუ­შა­ობ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მომ­წო­დებ­ლებ­თან, თა­ვი­სი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პა­კე­ტე­ბის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად ფი­ნან­სუ­რი და იური­დი­უ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი შე­ფა­სე­ბის სფე­რო­ში. მა­ლა­ი­ზი­ის ბუ­ღალ­ტერ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტი (MIA) თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და სა­ვა­ლო ფაქ­ტო­რინ­გულ კომ­პა­ნი­ებ­თან აუდი­ტო­რუ­ლი ფირ­მე­ბის­თ­ვის ან­გა­რიშ-­ფაქ­ტუ­რე­ბის ფაქ­ტო­რინ­გუ­ლი სერ­ვი­სე­ბის შე­სა­თა­ვა­ზებ­ლად;
  • მე­ქა­ნიზ­მე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და მოვ­ლე­ნე­ბის დი­ა­პა­ზო­ნის გან­ხილ­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად იმი­სათ­ვის, რომ მათ შეძ­ლონ დახ­მა­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან წვდო­მა, რო­მე­ლიც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბათ;
  • ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, რომ შე­ის­წავ­ლონ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და გა­მო­ი­ყე­ნონ აღ­ნიშ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მე­ბი პერ­სო­ნა­ლის მო­სა­ზი­დად და შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად;
  • არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლუ­რი შეხ­ვედ­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში IDW დახ­მა­რე­ბას უწევს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებს იურის­ტებ­თან. ბიზ­ნე­სის რე­ფე­რა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ორივე პრო­ფე­სი­ის სი­ნერ­გი­ის გა­მო.

სა­მო­მავ­ლო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის

კვლე­ვის მიგ­ნე­ბე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ, ქვეყ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ბუ­ღალ­ტ­რე­ბი კვლა­ვაც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის უპი­რა­ტეს მრჩევ­ლე­ბად რჩე­ბი­ან. პრო­ფე­სი­უ­ლი ბიზ­ნეს­კონ­სულ­ტა­ცი­ა, რო­მე­ლიც მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნესს მი­ე­წო­დე­ბა  ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რაც ფირ­მე­ბის გა­დარ­ჩე­ნის, ზრდის,  გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უკე­თე­სი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით და მა­ღა­ლი დო­ნის ფი­ნან­სუ­რი ეფექ­ტი­ა­ნო­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

SMPAG-მა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის სა­მო­მავ­ლოდ მი­ნიშ­ნე­ბე­ბი და რჩე­ვე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მელ­თა შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შემ­დე­გი: 

  • ზედ­მე­ტად ნუ შე­ე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბით ცვლი­ლე­ბებს, გა­მო­ი­ყე­ნეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­შინ, რო­ცა ის გეძ­ლე­ვათ. IFAC-მა ახ­ლა­ხან შე­ი­მუ­შა­ვა პრაქ­ტი­კის გარ­დაქ­მ­ნის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა - მო­მავ­ლის გზამ­კ­ვ­ლე­ვი, რო­მე­ლიც ხაზს უს­ვამს ცვლი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის, ნი­ჭის მარ­თ­ვისა და სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას;
  • ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას „ტრადიციული“ ბიზ­ნეს­მო­დე­ლი აქვს. მათ უნ­და გა­ნი­ხი­ლონ სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვ­ლა. სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია არის გზა პრაქ­ტი­კის­თ­ვის, რომ მან ბა­ზარ­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მა­გა­ლი­თად ფო­კუ­სი­რე­ბა ისეთ კონ­კ­რე­ტულ სფე­რო­ებ­ზე, რო­გო­რე­ბი­ცაა სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვ. ბუ­ღალ­ტ­რუ­ლი პრაქ­ტი­კის­თ­ვის ასე­ვე ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბაა სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის გა­წე­ვა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სტა­ტი­ე­ბი „მომავლის ფირ­მე­ბი - სა­კონ­სულ­ტა­ციო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა“ და „საკონსულტაციო სერ­ვი­სე­ბად გარ­დაქ­მ­ნა - პარ­ტ­ნი­ო­რო­ბე­ბის და ქსე­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მა­სა­ლაა ასე­თი მის­წ­რა­ფე­ბის მქო­ნე ფირ­მე­ბის­თ­ვის;
  • ქსე­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და სხვა პრაქ­ტი­კო­სებ­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის სა­სარ­გებ­ლო მე­ქა­ნიზ­მი იყოს. ქსე­ლე­ბისა და კავ­ში­რე­ბის შექ­მ­ნა­ში პრო­აქ­ტი­უ­რო­ბას მო­მავ­ლის­თ­ვის მზად­ყოფ­ნა­ში ფირ­მის დახ­მა­რე­ბა შე­უძ­ლი­ა. ასე­თი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბი შეძ­ლე­ბენ მსგავ­სი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რე­ბის­გან სწავ­ლას, თა­ვი­ან­თი კლი­ენ­ტე­ბის  სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან გა­და­მი­სა­მარ­თე­ბას ისე­თი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად, რომ­ლის გა­წე­ვას თვი­თონ არ ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და, სა­ნაც­ვ­ლოდ, მათ­გან გა­მოგ­ზავ­ნილ კლი­ენ­ტებს მი­ი­ღე­ბენ;
  • გახ­სოვ­დეთ ბრენ­დინ­გის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. იმი­სათ­ვის, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ბა­ზარ­ზე დარ­ჩე­ნის უნა­რი, ფირ­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია  თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი გა­სა­ყი­დი წი­ნა­და­დე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა;
  • მკა­ფიო სტრა­ტე­გი­ის არ­სე­ბო­ბა (იქნება ეს შე­მო­სავ­ლებ­თან თუ ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი) შე­იძ­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბის ან წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის მი­ზე­ზი იყოს. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებს უნ­და შე­ეძ­ლოთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კითხ­ვა­ზე - „ვინ გსურთ, რომ იყოთ“?  პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ის, რომ ყვე­ლას­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იყოთ, გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ეფექ­ტუ­რი არ იქ­ნე­ბა;
  • სა­მუ­შა­ო­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ბა­ლან­სის დაც­ვის ცოდ­ნა კრი­ტი­კუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­სა­ა, რად­გან პრაქ­ტი­კის ერ­თა­დერ­თი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლი­ა. იმ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვი­საც კი, რო­მელ­თაც და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლი ჰყავთ, სა­თა­ნა­დო ტო­ნის გან­საზღ­ვ­რა სა­თა­ვე­ში ხელს შე­უწყობს პერ­სო­ნა­ლის გრძელ­ვა­დი­ა­ნი გა­დაღ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას;
  • ერ­თობ­ლივ აუდიტ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­სარ­გებ­ლო ნა­ბი­ჯი იყოს ფირ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად, თუ აუდი­ტი ფირ­მის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა­ა.

და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სე­ბი

IFAC -მა მო­ამ­ზა­და მა­სა­ლე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც  ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვი­საა გან­კუთ­ვ­ნი­ლი. მე-7 და მე-8 მო­დუ­ლე­ბი (PM სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო)  მო­ი­ცავს რის­კის მარ­თ­ვას და ბიზ­ნე­სი­დან გას­ვ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის. IFAC-ის ხა­რის­ხის კონ­ტ­რო­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს (მე-3 გა­მო­ცე­მა)  აქვს შე­სა­ბა­მი­სი ნი­მუ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც არ ჰყავთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი.

IFAC-ის ცოდ­ნის პორ­ტალ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, „წარ­მატებული გას­ვ­ლის სტრა­ტე­გი­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა - ეს­ტა­ფე­ტის გა­და­ცე­მა“ ან „როგორ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მო­მავ­ლის მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კო­სე­ბის მხარ­და­ჭე­რა“ მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მო­ე­ბის და მცი­რე და სა­შუ­ა­ლო პრაქ­ტი­კის ფირ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­წე­რა, ბევ­რი რჩე­ვა და ინი­ცი­ა­ტი­ვა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იქ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სე­ბის­თ­ვი­საც. 

დას­კ­ვ­ნა

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრაქ­ტი­კო­სის საქ­მი­ა­ნო­ბის მო­დე­ლი გა­აგ­რ­ძე­ლებს თა­ვის არ­სე­ბო­ბას და სარ­გებ­ლო­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და სხვე­ბის (როგორებიცაა მსგავ­სი პრაქ­ტი­კის მქო­ნე პი­რე­ბი და ქსე­ლე­ბი) მხარ­და­ჭე­რით და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით  ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ პრაქ­ტი­კო­სებს შე­უძ­ლი­ათ უკე­თეს პო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა და იქ­ნე­ბი­ან კი­დეც, რომ გა­აგ­რ­ძე­ლონ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა მცი­რე ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა­ში რთუ­ლი და გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი პე­რი­ო­დის ეფექ­ტუ­რად და­საძ­ლე­ვად.

 

 

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge