სოლიდარობა უკრაინელ ხალხსUkrainian Federation of Professional Accountants and Auditors საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (GFPAA)
მ ი მ ა რ თ ვ ა მეგობრებო და კოლეგებო, ჩვენთვის შემაშფოთებელია აგრესორი რუსეთის გადაწყვეტილება, უკრაინის განუყოფელი ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან და უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო საჯარისო ფორმირებების შეყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევისა. არავის აქვს უფლება აუკრძალოს სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებს თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი ქვეყნების სწრაფვა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრები.
საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა 2008 წლის რუსული აგრესია, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია და მათი დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან, ასევე ათასობით ადამიანის საკუთარ სამშობლოში დევნილად ყოფნა. დღეს იმავე განსაცდელშია ჩვენი მოძმე უკრაინელი ერი. გიცხადებთ სოლიდარობას და მტკიცე მხარდაჭერას ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად დამთავრდება უკრაინელი ხალხის გამარჯვებით. ჩვენ ყოველთვის ვდგავართ მოძმე უკრაინელების გვერდით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ყოველთვის იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი, რადგან სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
დიდება უკრაინას, გმირებს დიდება!
საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სახელით:
თბილისი, 2022 წლის 25 თებერვალი
Федерація професійних бухгалтерів та аудиторів Украiни Федерація професійних бухгалтерів та аудиторів Грузіi (GFPAA)
Звернення
Друзі та колеги, ми стурбовані рішенням Росії, краiни-агресора, визнати незалежність неподільних територій Украiни та ввести на територію Украiни окупаційні військові формування.
Ми знову стали свідками грубого порушення основоположних принципів міжнародного права. Ніхто не має права забороняти суверенним, незалежним краiнам вибирати власні альянси з безпеки та ставити під сумнів iх прагнення бути повноправними членами європейськоi та євроатлантичноi сім i.
Грузія пережила російську агресію 2008 року, за якою послідувала окупація значноi частини Грузіi. Як наслідок, переміщення тисяч людей на Батьківщині. Сьогодні наш братський украiнський народ знаходиться в такій же складній ситуаціi.
Я заявляю про нашу солідарність і міцну підтримку в боротьбі, яка неодмінно закінчиться перемогою украiнського народу. Ми завжди на стороні братніх украiнців, віримо, що Украiна завжди буде єдиною, сильною і вільною, бо добро завжди перемагає зло.
Слава Украiні, Героям слава!
Від імені Федераціi професійних бухгалтерів та аудиторів Грузіi:
Русудан Жоржоліані-Нікабадзе (голова)
Нодар Ебаноiдзе - (заступник голови)
Ніколоз Бакашвілі - (заступник голови)
Теймураз Парцхаладзе
Давид Папіашвілі
Георгій Хмаладзе
Мурад Нарсія
Михайло Абаіадзе
Костянтин Датіашвілі
Мзевінар Гурабанідзе
Георгій Квінікадзе
Тамар Цухішвілі
Тбілісі, 25 лютого 2022 року |