ბაფის წესდებაში ცვლილებების პროექტიმოგესალმებით, ბაფის პატივცემულო წევრებო!
როგორც თქვენთვის ცნობილია ბაფის გამგეობამ მოამზადა წესდებაში ცვლილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბაფის განვითარების შემდგომ საფეხურზე გადასვლას, ხელმძღვანელობის წარმომადგენლობითი და ხარისხობრივი ზრდის სრულყოფის მოტივით და ეფუძნება ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) რეკომენდაციებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბაფის მართვაში და სწორედ ამიტომ, ცვლილებების პროექტი,მიმდინარე წლის სექტემბრიდან, გამოქვეყნებულია ბაფის ვებგვერდზე, ბაფის ჟურნალში და ფეისბუქგვერდზე. ბაფის გამგეობა, მზად ვართ ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას და მოგაწოდოთ ზუსტი/დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულ პროექტთან დაკავშირებით. ამ მიზნით, გთავაზობთ გავმართოთ ღია მსჯელობა ონლაინ ფორმატში პარასკევს, 16 დეკემბერს 15 საათზე. გთხოვთ იაქტიუროთ, დაგვიდასტუროთ ღია განხილვაში მონაწილეობის სურვილი 15 დეკემბრის 19 საათამდე, რათა მოგაწოდოთ შეხვედრის ლინკი. შეხვედრის ლინკის გამოსაგზავნად მოგვწერეთ ბაფის ელ. ფოსტაზე baf@baf.ge წესდებაში ცვლილებების განსახილველად გამოქვეყნებული პროექტი იხილეთ ლინკზე https://bit.ly/3Y8p3mK გამოქვეყნების შემდეგ შეტანილ ცვლილებაზე ინფორმაცია იხილეთ http://baf.ge/site/index.php?tid=1&color=blue&lid=1&sid=1&artid=400
ბაფის გამგეობის სახელით, ბაფის აღმასრულებელი დირექტორი ლავრენტი ჭუმბურიძე |