საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მცირე პრაქტიკის მქონე აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტი


მოგესალმებით, პატივცემულო კოლეგებო

მოხარული ვარ  გაცნობოთ, რომ  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციაში  შეიქმნა მცირე პრაქტიკის მქონე  აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტი, რომლის საქმიანობის მიზანია ბაზრის აღნიშნულ სეგმენტში არსებული გამოწვევების ანალიზი და, საჭიროების შემთხვევაში, მათი გადაჭრის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

პროფესია, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, ეთიკის მოთხოვნებსა და ნდობაზეა დაფუძნებული,  სწორედ ამიტომ კომიტეტმა, ბაფის გამგეობასთან ერთად, გადაწყვიტა მოგმართოთ თქვენ, ბაფის წევრ პირებს, ვინც დაინტერესებულია აუდიტის ბაზრის ამ სფეროში თავის დამკვიდრებითა და წინსვლა-განვითარებით, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე.

გვაქვს მოლოდინი, რომ პროფესიული დიალოგის გამართვის, წინადადებების მოსმენისა და თქვენთვის აქტუალური საკითხების გაცნობით, შეგვექმნება მხარდაჭერის ადეკვატური ინსტრუმენტების შემუშავების საფუძველი, კომიტეტისა და ბაფის კომპეტენციისა და რესურსების ფარგლებში.

გთხოვთ,  დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობის სურვილი, მიმდინარე წლის 15 ივნისამდე სარეგისტრაციო ფორმის შევსებით. შეხვედრის თარიღს, დროს და ლინკს გადმოგიგზავნით სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებულ მეილზე. 

იმედი გვაქვს თქვენი დროული რეაგირებისა და აქტიური ჩართულობის.

 

სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/p1SKjSdc8zrAkL1R6

 

პატივისცემით, გიორგი ასლამაზაშვილი

ბაფის მცირე პრაქტიკის მქონე  აუდიტორულ

კომპანიებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე

მეილი: giorgiasl@yahoo.com 

ტელეფონი: 599 94 02 49

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge