საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ვაკანსია


დამსაქმებელი: შპს ლუქსაუტო

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: ავტომანქანები ბრენდირება, ფირის გადაკვრა, პოლირება და ავტოაქსესუარების მიწოდება.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმართვა: პირველადი დოკუმენტების მიხედვით ოპერაციების შესრულება ბუღალტრულ პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** სამივლინებო დოკუმენტაციების მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
** მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში, გადარიცხვის დავალებების მომზადება ბანკის ელექტრონულ გვერდზე;
** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი.

** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადება და გაგზავნა საგადასახადო პორტალზე.
** მენეჯმენტისთვის შეთანხმებული ფორმითა და პერიოდულობით ფინანსური რეპორტების გაგზავნა.
** საგადასახადო ორგანოებთან მათთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება შესაბამის ვადებში;

მოთხოვნებით:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით.
** უნდა ჰქონდეს დახურული ACCA-ს ორი დონე;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე (ექსელი, ვორდი) და ბუღალტრული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება: შეთანხმებითსამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ/დიღომი  მ.მეფის ქ 64


კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევას გასაუბრების შემდეგ.

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge