საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ბაფის საერთო კრების (12.12.2020) დელეგატთა რეგისტრაცია


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა

ფედერაციის საერთო (25-ე) კრება

საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის  გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი #9, 19.10.2020), საერთო  კრება გაიმართება 2020 წლის 12 დეკემბერს, 12.00-15.00 საათზე.

კრება ჩატარდება ონლაინ ფორმატში, პროგრამა „ზუმის“ საშუალებით.   

კრების დელეგატებს წინასწარ დაეგზავნებათ  ინსტრუქცია, პროგრამის გამოყენებისა და ხმის მიცემის პროცედურების შესახებ  აგრეთვე, პროგრამაში შესასვლელი ლინკი.

საერთო კრების დელეგატების რაოდენობა განსაზღვრულია 365 წევრით.

ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს კრების  დელე­-
გატად, დადგენილი წესების გათვალისწინებით. კრების დელეგატად რეგისტრაცია შესაძლებელია 2020  წლის 09 ნოემბრიდან 09 დეკემბრამდე პერიოდში, განაცხადის შემოტანით ბაფის კანცელარიაში,  ელ.ფოსტის  (baf@baf.ge)  ან ტელეფონის (235 01 57;  235 43 97,  შორენა გამიაშვილი) მეშვეობით.

 

საერთო კრების დღის წესრიგი:

  • ბაფის გამგეობის ანგარიში;
  • სარევიზიო კომისიის ანგარიში;
  • საანგარიშო პერიოდის საქმიანოობის შეფასება;
  • ბაფის დამსახურებული წევრების დაჯილდოება;
  • გამგეობის თავმჯდომარის არჩევა;
  • გამგეობის წევრების არჩევნები;
  • სარევიზიო კომისიის არჩევნები.

სამუშაო გრაფიკი:

  • კრების გახსნა, თავმჯდომარის არჩევა, დღის წესრიგის დამტკიცება (12.15 -12.30);
  • გამგეობის ანგარიში (12.30-12.50);
  • სარევიზიო კოომისიის ანგარიში (12.50-13.10);
  • დისკუსია ანგარიშების ირგვლივ, საქმიანობის შეფასება (13.10-13.50);
  • ბაფის დამსახურებული წევრების დაჯილდოვება (50-14.00);
  • გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების არჩევნები (00-14.30);
  • არჩევნების შედეგების გამოცხადება (14.30-14.40);
  • სარევიზიო კომისიის არჩევნები (14.40-15..00);
  • საერთო კრების დახურვა (100).

 

არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია

 

ბაფის ყველა წევრს აქვს უფლება, დარეგისტრირდეს კრების  დელე­-
გატად და მონაწილეობა მიიღოს გამგეობის არჩევნებში, ბაფის წესდების მე-9 და მე-12 პარაგრაფების მოთხოვნების გათვალისწინებით (წესდება განთავსებულია ვებგვერდზე: www.baf.ge).

საერთო კრებაზე, ფარული კენჭისყრით, არჩეულნი იქნებიან ბაფის გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია წინასწარ ხდება.

 ინფორმაცია გამგეობის თავმჯდომარეობისა და გამგეობის წევრობის  კანდიდატების შესახებ


ბაფის გამგეობა

 
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge