ორგანიზაციული მიმოხილვა"საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია" წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამთავრობო, არაკომერციულ პროფესიულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი წესდების შესაბამისად. ფედერაციის ორგანიზაციული მოწყობა ეფუძნება ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანებას საქართველოს კერძო სექტორში: აღრიცხვისა და აუდიტის სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული-საკანონმდებლო ბაზის რეფორმის ხელშეწყობისათვის; ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში ევროდირექტივების მოთხოვნებთან შესაბამისობის გზით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისათვის; ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის ეროვნული ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებისათვის; ფედერაციის წევრთა პროფესიული სერტიფიცირების გზით, პროფესიული მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად და წევრთა საერთო ინტერესების დაცვისათვის. |