|
მისია
• ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობის გზით;
• საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
• ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა;
• ბაფ-ის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით;
• ბაფ-ის წევრთა პროფესიული ინტერესების დაცვა.
ბაფის მიზნები:
- ბუღალტერთა და აუდიტორთა ძალისხმევის გაერთიანება საქართველოში კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობისათვის;
- აღრიცხვისა და აუდიტის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ლობირება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობისათვის;
- მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნა და ბუღალტრებისა და აუდიტორების მომზადება, გადამზადება და მიღებული ცოდნის მუდმივი განახლება;
- ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების უმაღლეს სასწავლებლებში პროფესიული სერტიფიცირების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო პროფესიული ინტეგრაციის პროცესებში მონაწილეობა.
|
|
ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge