საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1


ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის გამოქვეყნების მიზანია გააცნოს მომსახურების ხარისხის შემოწმებას დაქვემდებარებულ პირებს სტანდარტების მოთხოვნები და დაეხმაროს მათ,  უზრუნველყონ პროფესიული მომსახურების ხარისხის კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტი 1

ხარისხის კონტროლი ფირმებისათვის, რომლებიც ასრულებენ გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტსა და მიმოხილვას და სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებს

შესავალი

  1. წინამდებარე ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტის (ხკსს) მიზანია სტანდარტებისა და მთითებების დადგენა ფირმის პასუხისმგებლობის შესახებ მისი ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტსა და მიმოხილვაში და სხვა სახის მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებში. მოცემული ხკსს აღქმულ უნდა იქნეს ბსფ-ს პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსის (ბფ-ს კოდექსი) (ა) და (ბ) ნაწილებთან ერთად.
  1. ცალკეული ტიპის გარიგებისათვის, ფირმის პერსონალის პასუხისმგებლობის ხარისხის კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი სტანდარტები და მითითებები მოცემულია აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. მაგალითად, ასს 220 "ხარისხის კონტროლი გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტისათვის" ადგენს სტანდარტებსა და მითითებებს ხარისხის კონტროლის პროცედურების შესახებ გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტისთვის.
  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს ხარისხის კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმა და მისი პერსონალი იცავენ პროფესიულ სტანდარტებს, მარეგულირებელ და საკანონმდებლო მოთხოვნებს, ხოლო ფირმის ან გარიგების პარტნიორების მიერ გაცემული დასკვნები კონკრეტული გარემოებების შესაფერისია.
  1. ხარისხის კონტროლის სისტემა მოიცავს პოლიტიკას, რომელიც განკუთვნილია მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად და პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია ამ პოლიტიკის ცხოვრებაში გასატარებლად და მის შესრულებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად.
  1. მოცემული ხკსს ეხება ყველა ფირმას. სტანდარტის შესაბამისად ცალკეული ფირმის მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და პროცედურების ხასიათი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა ფირმის სიდიდე და მისი საქმიანობის თავისებურებები, ასევე იმაზე, არის თუ არა ფირმა ქსელის ნაწილი.

განმარტებები

  1. ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს შემდეგი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ამ სტანდარტში:
  1. "გარიგების პარტნიორი" - პარტნიორი ან სხვა პიროვნება ფირმიდან, ვინც პასუხისმგებელია მოცემულ გარიგებასა და მის შესრულებაზე, ასევე დასკვნაზე, რომელიც გაიცემა ფირმის სახელით და ვისაც, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო უფლებემოსილება აქვს მინიჭებული პროფესიული, საკანონმდებლო ან მარეგულირებელი ორგანოსგან.
  1. "გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა" - პროცესი, რომლის მიზანია, დასკვნის გაცემამდე ობიექტურად შეფასდეს გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მსჯელობები და დასკვნის (ანგარიშის) შესადგენად გამოტანილი დასკვნები.

გ) "გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი" - პარტნიორი, სხვა პიროვნება ფირმიდან, შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნება ან ამგვარი პიროვნებებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ საკმარისი და შესაფერისი ცოდნა, გამოცდილება და უფლებამოსილება, რომ დასკვნის შედგენამდე, ობიექტურად შეაფასონ გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მსჯელობები და დასკვნის (ანგარიშის) შესადგენად გამოტანილი დასკვნები.

დ) "გარიგების შემსრულებელი ჯგუფი" - გარიგების შემსრულებელი მთელი პერსონალი, მათ შორის, ფირმის მიერ ამ გარიგებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით მოწვეული ექსპერტებიც.

ე)  "ფირმა" - ინდივიდუალური პრაქტიკოსი, ამხანაგობა, კორპორაცია ან პროფესიონალ ბუღალტერთა სხვა ერთეული.

  1. "დათვალიერება" - შესრულებულ გარიგებასთან დაკავშირებით, პროცედურები, რომლებიც განკუთვნილია მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად იმის შესახებ, რომ გარიგების შემსრულებელმა ჯგუფმა შეასრულა ფირმის პოლიტიკა და პროცედურები.
  1. "კოტირებული სამეურნეო სუბიექტი"- სამეურნეო სუბიექტი, რომლის აქციები, ან სავალო ფასიანი ქაღალდები კოტირებული ან რეგისტრირებულია აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, ან იყიდება აღიარებული საფონდო ბირჟის ან სხვა ეკვივალენტური ორგანოს წესების შესაბამისად.

თ) "მონიტორინგი" - პროცესი, რომელიც გულისხმობს ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის უწყვეტ განხილვასა და შეფასებას, მათ შორის შესრულებული გარიგებების პერიოდულ დათვალიერებას შერჩევით და განკუთვნილია იმისათვის, რომ ფირმამ მოიპოვოს დასაბუთებული გარანტია იმისა, რომ მისი ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები მუშაობს ეფექტურად.

ი) "ქსელის ფირმა" - ერთეული, რომელიც ექვემდებარება ფირმის საერთო კონტროლს, მფლობელობას ან მმართველობას, ან ერთეული, რომელსაც, გონიერი და და ინფორმირებული მესამე მხარე, რომელიც ფლობს ყველა სათანადო ინფორმაციას, გონივრულობის ფარგლებში, მიიჩნევდა ფირმის ნაწილად ქვეყნის ან მსოფლიო მასშტაბით 

კ)  "პარტნიორი" -  ნებისმიერი პიროვნება, რომელსაც აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ფირმას დაავალდებულოს პროფესიული მომსახურების გარიგების შესრულება.

ლ) "პერსონალი" - პარტნიორები და თანამშრომლები.

  1. "პროფესიული სტანდარტები" -  აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს სტანდრტები, როგორც განსაზღვრულია აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს "ხარისხის კონტროლის, აუდიტის, მიმოხილვის, მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების წინასიტყვაობაში" და შესაბამისი ეთიკური მოთხოვნები, რომლებიც ძირითადად შეადგენს ბსფ-ს კოდექსის (ა) და (ბ) ნაწილებს, ასევე შესაბამისი ეროვნული ეთიკური მოთხოვნები.
  1. "დასაბუთებული გარანტია (რწმუნება)" - მოცემული ხკსს-ის კონტექსტში, რწმუნების მაღალი, მაგრამ არა აბსოლუტური დონე.
  1. "თანამშრომლები" - პროფესიონალები, პარტნიორების გარდა, მათ შორის ექსპერტები, რომელსაც ფირმა ქირაობს.
  1. "შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნება" - პიროვნება ფირმის გარეთ, რომელსაც გააჩნია იმის უნარი და კომპეტენცია, რომ იმოქმედოს როგორც გარიგების პარტნიორმა, მაგალითად, სხვა ფირმის პარტნიორი ან ბუღალტერთა პროფესიული ორგანიზაციის თანამშრომელი (შესაფერისი გამოცდილების), რომლის წევრებს უფლება აქვთ შეასრულონ გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტი და მიმოხილვა ან სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებები, ან ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს ხარისხის კონტროლის მომსახურებას.

ხარისხის კონტროლის სისტემის ელემეტები

  1. ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემა უნდა ითვალისწინებდეს პოლიტიკასა და პროცედურებს, რომელიც მიმართული იქნება თითოეულ ქვემოთ ჩამოთვლილ ელემენტზე:

ა) ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ხარისხზე ფირმის ფარგლებში;

ბ) ეთიკური მოთხოვნები; 

გ) ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარება, ძველთან ურთიერთობის გაგრძელება და კონკრეტული გარიგებები;

დ)  შრომითი რესურსები 

ე) გარიგების შესრულება;

ვ) მონიტორინგი.

  1. ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები დოკუმენტურად უნდა აისახოს და ფირმის პერსონალს მიეწოდოს ინფორმაცია მის შესახებ. ამგვარ ინფორმირებაში აღწერილია ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, რა მიზნებისთვისაა განკუთვნილი ისინი, ასევე ცნობა (შეტყობინება) იმის შესახებ, რომ ხარისხზე პასუხისმგებლობა თითოეულ პიროვნებას აკისრია და ივარაუდება ამ პოლიტიკისა და პროცედურების შესრულება. გარდა ამისა, ფირმა აღიარებს ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემაზე გამოხმაურების მიღებას მისი პერსონალის მხრიდან. ამგვარად, ფირმა ასტიმულირებს თავის პერსონალს, რომ მათ მიაწოდონ ხარისხის კონტროლის საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები ან პრობლემები

ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა ხარისხზე ფირმის ფარგლებში

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელთა მიზანია შიდა კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა და სტიმულირება იმის აღიარებით, რომ ხარისხს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება გარიგებების შესრულებაში. ამგვარი პოლიტიკა და პროცედურები უნდა მოითხოვდეს, რომ ფირმის უფროსი აღმასრულებელი (ან ეკვივალენტური თანამდებობის პირი), ან, სადაც ეს შესაფერისია, ფირმის პარტნიორთა მმართველი ორგანო (ან ეკვივალენტური ორგანო) თავის თავზე იღებს საბოლოო პასუხისმგებლობას ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემაზე.
  1. ფირმის ხელმძღვანელობა და მაგალითი, რომელსაც ის იძლევა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფირმის შიდა კულტურაზე. ხარისხზე ორიენტირებული შიდა კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა და სტიმულირება დამოკიდებულია გასაგებ, თანამიმდევრულ და ხშირ მოქმედებებზე და ფირმის ხელმძღვანელობის ყველა დონიდან წამოსულ შეტყობინებებზე, სადაც ყურადღება გამახვილებულია ფირმის ხარისხის კონტროლის პოლიტიკასა და პროცედურებზე და შემდეგ მოთხოვნებზე:

  ა) შესრულდეს ისეთი სამუშაო, რომელიც შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებსა და საკანონმდებლო მოთხოვნებს; და

 ბ) გაიცეს ისეთი დასკვნები, რომლებიც მოცემული კონკრეტული გარემოებების   შესაფერისია.

ამგვარი მოქმედებები და შეტყობინებები (მინიშნებები) ხელს უწყობს ისეთი კულტურის დამკვიდრებას, რომელიც აღიარებს და ასტიმულირებს მაღალი ხარისხის სამუშაოს. ამის ინფორმირება შესაძლებელია პრაქტიკული სემინარების, შეხვედრების, ფორმალური და არაფორმალური დიალოგის, მისიის (მიზნების) შესახებ დოკუმენტების, საინფორმაციო ბიულეტენების ან წერილობითი ინსტრუქტაჟის მეშვეობით. ისინი აისახება ფირმის შიდა დოკუმენტაციაში და ტრენინგის მასალებში, პარტნიორისა და თანამშრომლების შეფასების პროცედურებში იმგვარად, რომ მათ განამტკიცონ  და გააძლიერონ ფირმის თვალსაზრისი ხარისხის მნიშვნელობაზე და ჩანდეს, პრაქტიკულად როგორ შეიძლება ამის მიღწევა.

  1. ფირმის ხელმძღვანელობისათვის აუცილებელია და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის აღიარებას, რომ ფირმის ბიზნესის სტრატეგია ემორჩილება ფირმის უპირველეს მოთხოვნას, მიღწეულ იქნეს ხარისხი ფირმის მიერ შესრულებულ ყველა გარიგებაში. შესაბამისად, 

ა) ფირმა იმგვარად განსაზღვრავს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობებს, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე წინ არ იდგეს კომერციული მოსაზრებები; 

   ბ)  ფირმის პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც მიმართულია სამუშაოს შესრულების შეფასებაზე, პერსონალის ანაზღაურებაზე და წახალისებაზე (მათ შორის, სტიმულირების სისტემებზე) მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, რომ ფირმის უპირველესი ვალდებულებაა ხარისხი; დ  

   გ) ფირმა გამოყოფს საკმარის რესურსებს ხარისხის კონტროლის პოლიტიკისა და პროცედურების შესამუშავებლად, დოკუმენტირებისთვის და მხარდასაჭერად.

  1. პიროვნებას ან პიროვნებებს, რომელთაც დაეკისრება ოპერატიული პასუხისმგებლობა ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემაზე ფირმის უფროსი აღმასრულებლის ან ფირმის პარტნიორთა მმართველი ორგანოს მიერ, უნდა ჰქონდეს საკმარისი და შესაფერისი გამოცდილება, უნარი და აუცილებელი უფლებამოსილება, რომ აიღოს თავის თავზე ეს პასუხისმგებლობა.
  1. საკმარისი და შესაფერისი გამოცდილება და უნარი პასუხისმგებელ პირს ან პირებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მათ განსაზღვრონ და გაიგონ ხარისხის კონტროლის პრობლემები და შეიმუშაონ სათანადო პოლიტიკა და პროცედურები. აუცილებელი უფლებამოსილება კი პიროვნებას ან პიროვნებებს ამ პოლიტიკისა და პროცედურების ცხოვრებაში გატარების საშუალებას აძლევს.

ეთიკური მოთხოვნები

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმა და მისი პერსონალი იცავენ სათანადო ეთიკურ მოთხოვნებს.
  1. გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის აუდიტთან და მიმოხილვასთან და სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებებთან დაკავშირებული ეთიკური მოთხოვნები, ჩვეულებრივ, მოიცავს ბსფ-ს ეთიკის კოდექსის (ა) და (ბ) ნაწილებსა და ეროვნულ მოთხოვნებს, რომლებიც გაცილებით მეტად შემზღუდავია. ბსფ-ს კოდექსი ადგენს პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებს. ესენია:
    1. პატიოსნება;
    2. ობიექტურობა;

გ) პროფესიული კომპეტენცია და სათანადო ყურადღებიანობა;

დ)  კონფიდენციალობა; და

ე) პროფესიული ქცევა.

  1. ბსფ-ს კოდექსის (ა) და (ბ) ნაწილები მოიცავს დამოუკიდებლობის მიმართ კონცეპტუალურ მიდგომას მარწმუნებელი გარიგებებისათვის, რომელიც ითვალისწინებს დამოუკიდებლობის მიმართ შექმნილ სხვადასხვა საფრთხეს, აღიარებულ დამცავ ზომებსა და საზოგადოების ინტერესს.
  1. ფირმის პოლიტიკასა და პროცედურებში აქცენტი გადატანილია ძირითად პრინციპებზე, რომლებიც კონკრეტულად ძლიერდება (ა) ფირმის ხელმძღვანელობის მიერ, (ბ) განათლებითა და პრაქტიკული წვრთნით (ტრენინგებით), (გ) მონიტორინგითა და (დ) პროცესით (პროცედურებით), რომელიც განკუთვნილია შეუსაბამობების დასარეგულირებლად. მარწმუნებელი გარიგებისათვის დამოუკიდებლობა იმდენად მნიშვნლოვანია, რომ ამ საკითხს ცალკე ეძღვნება 18-27 პუნქტები. ეს პუნქტები აღქმულ უნდა იქნეს ბსფ-ს კოდექსთან კავშირში.

დამოუკიდებლობა

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მას უზრუნველყოფს დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმა, მისი პერსონალი და, სადაც ეს შესაფერისია, სხვებიც (მათ შორის ფირმის მიერ ხელშეკრულებით მოწვეული ექსპერტები და ქსელის ფირმის პერსონალიც), ემორჩილებიან დამოუკიდებლობის მოთხოვნებს, ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, როდესაც ამას მოითხოვს ბსფ-ს კოდექსი და ეროვნული ეთიკური მოთხოვნები. ამგვარმა პოლიტიკამ და პროცედურებმა ფირმას შესალებლობა უნდა მისცეს, რომ:
  1. დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს თავის პერსონალს და, სადაც ეს შესაფერისია, სხვებსაც, ვინც ექვემდებარება ამ მოთხოვნებს; და

ბ)   დაადგინოს და შეაფასოს ისეთი გარემოებები და ურთიერთობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებლობას და სათანადო ზომებს მიმართოს ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად ან მისაღებ დონემდე შესამცირებლად - ან გაატაროს დამცავი ზომები, ან, გამოვიდეს გარიგებიდან, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს.

  1. ამგავარი პოლიტიკა და პროცედურები უნდა მოითხოვდეს, რომ:
  1. გარიგების პარტნიორებმა ფირმას მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია დამკვეთის გარიგების შესახებ, მათ შორის მომსახურების მასშტაბები, რაც ფირმას საშუალებას მისცემს შეაფასოს საერთო გავლენა დამოუკიდებლობის მოთხოვნებზე, თუ ასეთი რამ არსებობს;
  1. პერსონალმა დაუყოვნებლივ აცნობოს ფირმას ისეთი გარემოებებისა და ურთიერთობების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის დამოუკიდებლობას, რათა შესაძლებელი იყოს სათანადო ზომების გატარება; და
  1. შეგროვდეს და შესაფერის პერსონალს ეცნობოს სათანადო ინფორმაცია, რათა:

(i) ფირმამ და მისმა პერსონალმა ადვილად განსაზღვრონ, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი დამოუკიდებლობის მოთხოვნებს;

(ii) ფირმამ შეძლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება და განახლება; და

(iii) ფირმამ შეძლოს სათანადო ზომების გატარება დადგენილ საფრთხესთან დაკავშირებით, რომელიც ემუქრება დამოუკიდებლობას.

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ იგი ინფორმირებული იქნება დამოუკიდებლობის მოთხოვნების დარღვევების შესახებ და შეძლებს სათანადო ზომების გატარებას ამგვარი სიტუაციების მოსაგვარებალად. ეს პოლიტიკა და პროცედურები უნდა მოიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს:

     ა) ყველამ, ვინც ექვემდებარება დამოუკიდებლობის მოთხოვნებს, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ფირმას დამოუკიდებლობის დარღვევის შემთხვევების შესახებ, რაც მისთვის გახდება ცნობილი;

     ბ)  ფირმამ ამ პოლიტიკისა და პროცედურების დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს:

   (i) გარიგების პარტნიორს, ვინც, ფირმასთან ერთად უნდა მოაგვაროს ეს დარღვევა; და

   (ii) ფირმის სხვა შესაფერის პერსონალს და მათ, ვინც ექვემდებარება დამოუკიდებლობის მოთხოვნებს და უნდა გაატაროს სათანადო ზომები; და   

    გ) გარიგების პარტნიორმა და სხვა პირებმა, ვის შესახებაც საუბარია (ბ) (ii) ქვეპუნქტში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ფირმას იმ ზომების შესახებ, რომელც გატარდა საკითხის გადასაჭრელად, რათა ფირმამ შეძლოს იმის დადგენა, საჭიროა თუ არა დამატებით სხვა ზომების გატარება.

  1. დამოუკიდებლობის მიმართ შექმნილი საფრთხისა და დამცავი ზომების, მათ შორის კონკრეტულ სიტუაციებში მათი გამოყენების საკითხების შესახებ ფართო მითითებები მოცემულია ბსფ-ს კოდექსის1 მე-8 განყოფილებაში.
  1. ფირმა მიიღებს რა ცნობას დამოუკიდებლობის პოლიტიკისა და პროცედურების დარღვევის სესახებ, დაუყოვნებლივ აწვდის სათანადო ინფორმაციას გარიგების პარტნიორებს, საჭიროების შემთხვევაში, სხვებსაც ფირმის ფარგლებში და, სადაც ეს შესაფერისია, ფირმის მიერ კონტრაქტით მოწვეულ ექსპერტებსა და ქსელის ფირმის პერსონალსაც, სათანადო მოქმედებისათვის. ფირმისა და შესაბამისი გარიგების პარტნიორის მხრიდან სათანადო მოქმედება ითვალისწინებს შესაფერისი დამცავი ზომების გატარებას დამოუკიდებლობის მიმართ შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად ან მისაღებ დონემდე შესამცირებლად, ან გრაიგებიდან გამოსვლას. გარდა ამისა, ფირმა უზრუნველყოფს დამოუკიდებლობის საკითხების სწავლებას იმ პერსონალისთვის, ვისაც მოეთხოვება, რომ იყოს დამოუკიდებელი.
  1. სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, ფირმა ვალდებულია მოიპოვოს წერილობითი დასტური ფირმის დამოუკიდებლობის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების შესახებ ფირმის ყველა პერსონალისაგან, ვისაც ბსფ-ს კოდექსითა და ეროვნული ეთიკის ნორმებით მოეთხოვებათ, რომ იყვნენ დამოუკიდებლები.
  1. წერილობითი დასტური შეიძლება იყოს ქაღალდზე ან ელექტრონული ფორმით. დასტურის მოპოვებითა და სათანადო ზომების გატარებით იმ ინფორმაციის მიხედვით, საიდანაც ვლინდება დარღვევა (შეუსაბამობა), ფირმა აჩვენებს, რა მნიშვნელობას ანიჭებს ის დამოუკიდებლობას და ამ პრობლემას აქტუალურსა და თვალსაჩინოს ხდის თავისი პერსონალისთვის.
  1. ბსფ-ს კოდექსში განხილულია უცერემონიო ურთიერთობების საფრთხე, რომელიც შეიძლება შეიქმნას მარწმუნებელ გარიგებაში ერთი და იმავე პერსონალის გამოყენების შედეგად ხანგრძლივი პარიოდის მანძილზე და დამცავი ზომები, რომლებიც შეიძლება გამოდგეს ამგვარი საფრთხის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები:
  1. კრიტრიუმების დასადგენად, რომელიც განსაზღვრავს დამცავი ზომების საჭიროებას უცერემონიო ურთიერთობების საფრთხის მისაღებ დონემდე შესამცირებლად, როდესაც ფირმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთსა და იმავე უფროს პერსონალს იყენებს მარწმუნებელი გარიგებაში; და
  1. რომელიც, კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების ყველა აუდიტისთვის, მოითხოვს  გარიგების პარტნიორის როტაციას გარკვეული პერიოდის შემდეგ ბსფ-ს კოდექსისა და ეროვნული ეთიკური მოთხოვნების (რომელიც უფრო მკაცრია ამ ორიდან) შესაბამისად.
  1. მარწმუნებელი გარიგებაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთი და იმავე უფროსი პერსონალის გამოყენებამ შესაძლოა შექმნას უცერემონიო ურთიერთობების საფრთხე ან სხვამხრივ მიაყენოს ზიანი გარიგების შესრულების ხარისხს. ამგვარად, ფირმამ უნდა შექმნას კრიტერიუმები, რათა განსაზღვროს დამცავი ზომების საჭიროება ამ საფრთხის მოსაგვარებლად. შესაფერისი კრიტერიუმის განსაზღვრის პროცესში, ფირმა ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: (ა) გარიგების ხასიათს, მათ შორის, რამდენად მოიცავს გარიგება საზოგადოების ინტერესების სფეროში მყოფ საკითხებს და (ბ) უფროსი პერსონალის მომსახურების ხანგრძლივობას გარიგებაში. დამცავი ზომების მაგალითებია უფროსი პერსონალის როტაცია ან გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა.
  1. ბსფ-ს კოდექსში აღიარებულია, რომ უცერემონიო ურთიერთობების საფრთხე განსაკუთრებით მიესადაგება კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტს. ამგვარი აუდიტისთვის, ბსფ-ს კოდექსი მოითხოვს გარიგების პარტნიორის როტაციას წინასწარ განსაზღვრული პერიოდის, როგორც წესი, არაუმეტეს შვიდი წლის შემდეგ და იძლევა შესაბამის სტანდარტებსა და მითითებებს. ეროვნული მოთხოვნები შესაძლოა უფრო მოკლე ვადებს ადგენდეს როტაციისათვის.

   ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარება, ძველთან ურთიერთობის გაგრძელება და კონკრეტული გარიგებები

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დასამყარებლად, ძველთან ურთიერთობის გასაგრძელებლად და კონკრეტული გარიგებებისათვის, რომელიც მას უზრუნველყოფს დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმა მხოლოდ ისეთ ურთიერთობებს ამყარებს ან აგრძელებს და ისეთ გარიგებებს ასრულებს, როდესაც  
  1. დამკვეთს პატიოსნად მიიჩნევს და არა აქვს ისეთი ინფორმაცია, რომ დაასკვნას, დამკვეთი არ არის პატიოსანი;
  2. მას გააჩნია კომპეტანცია გარიგების შესასრულებლად და აქვს უნარი, დრო და რესურსები ამის გასაკეთებლად; და

გ) მას შეუძლია ეთიკური მთხოვნების დაცვა.

 ფირმამ უნდა მოიპოვოს ამგვარი ინფორმაცია (თუ კონკრეტულ სიტუაციაში ამას აუცილებლად მიიჩნევს) მანამ, სანამ დადებს გარიგებას ახალ დამკვეთან, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, გააგრძელოს თუ არა არსებული (მიმდინარე) გარიგება და როდესაც იხილავს, დადოს თუ არა ახალი გარიგება არსებულ დამკვეთთან. თუ პრობლემები გამოვლინდება და ფირმა გადაწყვეტს, დაამყაროს ან გააგრძელოს დამკვეთთან ურთიერთობები ან ესა თუ ის კონკრეტული გარიგება, მან დოკუმენტებში უნდა ასახოს, როგორ გადაიჭრა პრობლემები.

  1. დამკვეთის პატიოსნებასან დაკავშირებით, ფირმა იხილავს, მაგალითად:
  • დამკვეთის ძირითადი მფლობელების, ძირითადი ხელმძღვანელობის, დაკავშირებული მხარეებისა და მმართველი ორგანოების წარმომადგენლების იდენტურობასა და საქმიან რეპუტაციას;
  • დამკვეთის ოპერაციების თავისებურებებს, მათ შორის მის სამეწარმეო პრაქტიკას;
  • ინფორმაციას, რომელიც ეხება დამკვეთის ძირითადი მფლობელების, ძირითადი ხელმძღვანელობის, დაკავშირებული მხარეებისა და მმართველი ორგანოების წარმომადგენლების პოზიციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების აგრესიული ინტერპრეტაცია და შიდა კონტროლის გარემო
  • აგრესიულად უდგება თუ არა დამკვეთი ფირმის ანაზღაურების საკითხს, რათა შეინარჩუნოს რაც შეიძლება დაბალ დონეზე;
  • სამუშაოს მასშტაბების არასათანადო შეზღუდვის სიმპტომების არსებობას;
  • იმის სიმპტომებს, რომ დამკვეთი შეიძლება მონაწილეობდეს ფულის გათეთრებაში ან სხვა კრიმინალურ საქმიანობაში;
  • მიზეზებს, რის გამოც სთავაზობენ ფირმას დანიშვნას და ხელახლა აღარ ნიშნავენ აუდიტორად წინა ფირმას; 

ფირმის ინფომირებულობა დამკვეთის პატიოსნების შესახებ, საზოგადოდ, გაღრმავდება ფირმასთან მუდმივი ურთიერთობის პირობებში.

  1. ინფორმაცია ამგვარ საკითხებზე ფირმამ შეიძლება მოიპოვოს, მაგალითად:
  • დამკვეთისათვის პროფესიული მომსახურების გამწევი მოქმედი ან წინამორბედი აუდიტორებისაგან ბსფ-ს კოდექსის შესაბამისად და სხვა მხარეებთან გასაუბრებით;
  • სხვა ფირმის პერსონალის ან სხვა მხარეთა გამოკითხვებით, როგორიცაა ბანკები, იურისკონსულტი და დარგის სხვა ანალოგიური სამეურნეო სუბიექტებისაგან;
  • შესაფერისი მონაცემთა ბაზების წინასწარი გამოკვლევით.
  1. როდესაც ფირმა მსჯელობს, აქვს თუ არა იმის უნარი, კომპეტენცია, დრო და რესურსები, რომ შეასრულოს ახალი გარიგება ახალი ან არსებული დამკვეთისათვის, ფირმა იხილავს გარიგების კონკრეტულ მოთხოვნებს და მოქმედი (არსებული) პარტნიორისა და თანამშრომლების პროფილს ყველა შესაფერის დონეზე. განსახილველ საკითხებში შედის:
  • აქვს თუ არა ფირმის პერსონალს შესაფერისი დარგის ან გარიგების საგნის შესახებ ცოდნა 
  • აქვს თუ არა ფირმის პერსონალს ცოდნა და გმოცდილება შესაბამისი მარეგულირებელი ან საანგარიშგებო მოთხოვნების სფეროში, ან იმის შესაძლებლობა, ეფექტურად მოიპოვოს აუცილებელი უნარ-ჩვევები და ცოდნა;
  • ჰყავს თუ არა ფირმას აუცილებელი უნარისა და კომპეტენციის მქონე საკმარისი პერსონალი;
  • ხელი მიუწვდება თუ არა ექსპერტებზე, თუ ამის საჭიროება შეიქმნება;
  • ჰყავს თუ არა პიროვნებები, რომლებიც აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ჩასატარებლად, საჭიროების შემთხვევაში და ამავე დროს აქვთ ამის უფებამოსილება;
  • შეუძლია თუ არა ფირმას გარიგების შესრულება საანგარიშგებო ვადებში.
  1. ფირმა ასევე იხილავს, წარმოქმნის თუ არა ფაქტობრივ ან მოსალოდნელ ინტერესთა კონფლიქტს ახალ ან არსებულ დამკვეთთან ახალი გარიგების შესრულება. თუ დადგინდება პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა, ფირმა იხილავს, მიზანშეწონილია თუ არა გარიგებაზე დათანხმება.
  1. გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმის შესახებ, გააგრძელოს თუ არა ფირმამ დამკვეთთან ურთიერთობა, მოიცავს იმ მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვას, რომელიც წარმოიშვა მიმდინარე ან წინა გარიგებებში და მათ გავლენას დამკვეთთან ურთიერთობის გაგრძელაბაზე. მაგალითად, დამკვეთმა შეიძლება დაიწყო თავისი ბიზნესის გაფართოება ისეთ სფეროში, რომელშიც ფირმას არა აქვს სათანადო ცოდნა ან გამოცდილება.
  1. როდესაც ფირმა მოიპოვებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც მას გარიგებაზე უარის თქმას აიძულებდა, თუ ადრე ექნებოდა ეს ინფორმაცია, ამგვარი სიტუაციიასათვის ფირმის პოლიტიკა და პროცედურები - გააგრძელოს უნდა თუ არა ფირმამ გარიგების შესრულება და დამკვეთთან ურთიერთობა - უნდა ითვალისწინებდეს:
  1. მოცემული გარემობების შესაფერისი პროფესიული და იურიდიული პასუხისმგებლობების განხილვას, მათ შორის, არსებობს თუ არა იმის მოთხოვნა, რომ ფირმამ ანგარიში უნდა ჩააბაროს იმ პირს ან პირებს, რომელთაც ის დანიშნეს, ან ზოგ შემთხვევაში, მარეგულირებელ ორგანოებს; და
  1. გარიგების შეწყვეტის, ან როგორც გარიგების, ასევე დამკვეთთან ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობის განხილვას.
  1. გარიგების შეწყვეტასთან, ან როგორც გარიგების, ასევე დამკვეთთან ურთიერთობის შეწყვეტასთან Dდაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • დამკვეთის ხელმძღვანელობის სათანადო დონესთან და მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან შესაფერისი ზომების განხილვას, რომელიც უნდა გაატაროს ფირმამ სათანადო ფაქტებსა და გარემოებებზე დაყრდნობით;
  • თუ ფირმა გადაწყვეტს, რომ მიზანშეწონილია შეწყვეტა, ხელმძღვანელობის სათანადო დონესთან და მმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან გარიგების შეწყვეტის, ან როგორც გარიგების, ასევე დამკვეთთან ურთიერთობის შეწყვეტის საკითხისა და ამის მიზეზების განხილვას; 
  • იმის განხილვას, არსებობს თუ არა ისეთი პროფესიული, მარეგულირებელი ან საკანონმდებლო მოთხოვნა, რომ ფირმა დარჩეს ადგილზე, ან ფირმამ ანგარიში ჩააბაროს მარეგულირებელ ორგანოებს გარიგების შეწყვწტის, ან როგორც გარიგების, ასევე დამკვეთთან ურთიერთობის შეწყვეტისა და ამის მიზეზების შესახებ;
  • მნიშვნელოვანი პრობლემების, კონსულტაციების, გამოტანილი დასკვნებისა და ამ დასკვნების საფუძვლების დოკუმენტებში ასახვას.

შრომითი რესურსები

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მას უზრუნველყოფს დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმას ჰყავს საჭირო უნარის, კომპეტენციისა და ეთიკური პრინციპების ერთგული საკმარისი პერსონალი, რომელიც ფირმის გარიგებებს შეასრულებს პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და სკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად და ფირმა და გარიგების პარტნიორები შეძლებენ კონკრეტული გარეოებების შესაფერისი დასკვნის გაცემას.
  1. ამგვარი პოლიტიკა და პროცედურები მიმართულია პერსონალთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებზე:
  1. საკადრო პოლიტიკა;
  2. სამუშაოს შესრულების შეფასება;

გ)  უნარი (ოსტატობა);

დ) კომპეტენცია;

  1. დაწინაურება;
  2. სტიმულირება;

ზ) ანაზღაურება; და

თ) პირადი მოთხოვნილებების შეფასება.

ამ საკითხებზე ორიენტაცია ფირმას საშუალებას აძლევს დაადგინოს იმ პირთა რაოდენობა და მახასიათებლებები, რომლებიც საჭიროა ფირმის გარიგებების შესასრულებლად. საკადრო პოლიტიკა მოიცავს პროცედურებს, რომელიც ფირმას ეხმარება პატიოსანი პიროვნებების შერჩევაში, რომელთაც შეუძლიათ ფირმის სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარისა და კომპეტენციის დაუფლება.

  1. უნარისა და კომპეტენციის დაუფლება სხვადასხვა გზით შეიძლება, მათ შორის:
  • პროფესიული განათლებით;
  • უწყვეტი პროფესიული ზრდით, მათ შორის პრაქტიკული წვრთნით (ტრენინგი);
  • მუშაობის სტაჟით;
  • უფრო გამოცდილი პერსონალის მიერ გარიგების შემსრულებელი ჯგუფის სხვა წევრების სწავლებით.
  1. ფირმის პერსონალის უწყვეტი კომპეტენტურობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია უწყვეტი პროფესიული ზრდის სათანადო დონეზე, რათა პერსონალმა შეინარჩუნოს თავისი ცოდნა და უნარი (ოსტატობა). ამგვარად, ფირმა თავის პოლიტიკასა და პროცედურებში ყურადღებას ამახვილებს უწყვეტი პრაქტიკული წვრთნის აუცილებელობაზე ფირმის პერსონალის ყველა დონისათვის და უზრუნველყოფს პრაქტიკული წვრთვნისათვის აუცილებელ რესურსებსა და დახმარებას, რაც საშუალებას აძლევს პერსონალს დაეუფლოს და შეინარჩუნოს საჭირო უნარი და კომპეტენცია. თუ შიდა ტექნიკური და პრაქტიკული წვრთნისათვის რესურსები ხელმისაწვდომი არ არის, ან რაიმე სხვა მიზეზი არსებობს, ფირმას შეუძლია ამ მიზნისათვის გამოიყენოს შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნება.
  1. ფირმის პროცედურები, რომელიც ეხება პერსონალის სამუშაოს შეფასებას, ანაზღაურებასა და სტიმულირებას, სათანადოდ აღიარებს და აჯილდოებს კომპეტენციის სრულყოფასა და შენარჩუნებას და ეთიკური პრინციპებისადმი ერთგულებას. კერძოდ, ფირმა:
  1. პერსონალს აგებინებს, რას მოელის ფირმა მისგან სამუშაოს შესრულებასა და ეთკურ პრინციპებთან დაკავშირებით;
  2. უზრუნველყოფს პერსონალს სამუშაოს შესრულების, წინსვლისა და დაწინაურების შეფასების პროცედურებით და უწევს კონსულტაციებს ამ საკითხებზე;
  1. ეხმარება პერსონალს იმის გაგებაში, რომ უფრო მაღალი პასუხისმგებლობის თანამდებობებზე დაწინაურება, სხვასთან ერთად, დამოკიდებულია საუშაოს შესრულების ხარისხზე და ეთიკური პრინციპებისადმი ერთგულებაზე, ხოლო ფირმის პოლიტიკასა და პროცედურების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს დისციპლინარული ზომების გატარება.
  1. ფირმის სიდიდე და პირობები გავლენას იქონიებს სამუშაოს შესრულების შეფასების პროცედურული პროცესის სტრუქტურაზე. კერძოდ, პატარა ფირმები შეიძლება ნაკლებად ფორმალურ მეთოდებს იყენებდნენ თავისი პერსონალის მუშაობის ეფექტიანობის შესაფასებლად.

გარიგების შემსრულებელი ჯგუფის განსაზღვრა

  1. ფირმამ თითოეული გარიგებისათვის უნდა განსაზღვროს გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობა. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მოითხოვს, რომ:
  1. გარიგების პარტნიორის ვინაობისა და როლის (ფუნქციების) შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს დამკვეთის ხელმძღვანელობის ძირითად წარმომადგენლებსა და მმართველ ორგანოებს;
  1. გარიგების პარტნიორს ჰქონდეს სათანადო უნარი, კომპეტენცია, უფლებამოსილება და დრო თავისი როლის შესასრულებლად;

გ) გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობები ნათლად იყოს განსაზღვრული და ამის შესახებ ინფორმირებული იყოს ეს გარიგების პარტნიორი.

  1. აღნიშნული პოლიტიკა და პროცედურები მოიცავს აუცილებელი, ნორმირებული სამუშაოებისა და გარიგების პარტნიორების შესალებლობების მონიტორინგის სისტემას იმ თვალსაზრისით, რომ ამ პიროვნებებს ჰქონდეთ საკმარისი დრო თავიანთი პასუხისმგებლობების სათანადო დონეზე შესასრულებლად.
  1. ფირმამ ასევე უნდა განსაზღვროს შესაფერისი თანამშრომლები, რომელთაც ექნებათ აუცილებელი უნარი, კომპეტენცია და დრო გარიგებების შესასრულებლად პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად და საშუალებას მისცემენ ფირმასა და გარიგების პარტნიორებს გასცენ კონკრეტული გარემოებების შესაფერისი დასკვნა.
  1. ფირმა აწესებს პროცედურებს თავისი თანამშრომლების უნარისა და კომპეტენციის შესაფასებლად. უნარისა და კომპეტენციის განხილვა ხდება გარიგების შემსრულებელი ჯგუფისა და ზედამხედველობის საჭირო დონის განსაზღვრის დროს და მოიცავს
  • ანალოგიური ბუნებისა და სირთულის გარიგებების ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას ამ სფეროში სათანადო ტრენინგებისა და გარიგებებში მონაწილეობის გზით;
  • პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების ცოდნას;
  • სათანადო ტექნიკურ ცოდნას, მათ შორის შესაფერისი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში;
  • შესაფერისი დარგების ცოდნას, რომელშიც დამკვეთები ეწევიან საქმიანობას;
  • პროფესიული განსჯის გამოყენების უნარს;
  • ფირმის ხარისხის კონტროლის პოლიტიკისა და პროცედურების ცოდნას.

გარიგების შესრულება

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ გარიგებები სრულდება პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად და ფირმა ან გარიგების პარტნიორი გასცემს კონკრეტული გარემოებების შესაფერის დასკვნას.
  1. ფირმა თავისი პოლიტიკისა და პროცედურების მეშვეობით ცდილობს თანამიმდევრულობის დამყარებას გარიგების შესრულების ხარისხში. ამ პოლიტიკასა და პროცედურებს ხშირად თან ახლავს წერილობითი ან ელექტრონული ინსტრუქციები, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები ან სხვა ფორმის სტანდარტული დოკუმენტაცია, ასევე დარგის ან გარიგების საგნისთვის შესაფერისი სპეციფიკური სახელმძღვანელო მითითებები. მოსაგვარებელ საკითხთა წრეში შედის:
  • როგორ არის ინფორმირებული გარიგების შემსრულებელი ჯგუფი გარიგების შესახებ, იმ თვალსაზრისით, რომ კარგად გაიგონ თავისი სამუშაოს მიზნები;
  • პროცედურები გარიგების შესაფერისი სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად;
  • გარიგების ზედამხედველობის, თანამშრომელთა პრაქტიკული წვრთნისა და სწავლების პროცედურები;
  • შესრულებული სამუშაოს, ჩატარებული მნიშვნელოვანი მსჯელობებისა (განსჯის) და გასაცემი დასკვნის ფორმის მიმოხილვის მეთოდები;
  • შესრულებული სამუშაოს შესაფერისი დოკუმენტაცია და მიმოხილვის ვადები და მასშტაბები; 
  •   პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკისა და პროცედურის განახლებას.
  1. მნიშვნელოვანია, რომ გარიგების შემსრულებელი ჯგუფის ყველა წევრმა გაიგოს მასზე დაკისრებული სამუშაოს მიზნები. აუცილებელია ჯგუფთან სათანადო მუშაობა და ტრენინგების ჩატარება ნაკლებად გამოცდილი ჯგუფის წევრების დასახმარებლად, რათა მათ ნათლად გაიგონ დელეგირებული სამუშაოს მიზნები.
  1. ზედამხედველობა მოიცავს:
  • თვალყურის დევნებას გარიგების შესრულების მიმდინარეობაზე;
    • გარიგების შემსრულებელი ჯგუფის ცალკეული წევრის უნარისა და კომპეტენციის განხილვას, აქვთ თუ არა მათ საკმარისი დრო სამუშაოს შესასრულებლად, გაიგეს თუ არა მათ მიცემული ინსტრუქციები და სრულდება თუ არა გარიგება დაგეგმილი მიდგომის შესაბამისად;
    • ყურადღების გამახვილებას გარიგების შესრულების პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან პრობლემებზე, მათი მნიშვნელობის განხილვასა და დაგეგმილი მიდგომის შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში;
    • ისეთი საკითხების განსაზღვრას, რომელზეც საჭიროა კონსულტაციები ან განხილვა გარიგების შემსრულებელი ჯგუფის უფრო გამოცდილ წევრებთან გარიგების შესრულების მიმდინარეობისას;
  1. მიმოხილვის პასუხისმგებლობების განსაზღვრის საფუძველია შემდეგი პრინციპი: გარიგების შემსრულებელი ჯგუფის უფრო გამოცდილი წევრები იხილავენ ნაკლებად გამოცდილი წევრების მიერ შესრულებულ სამუშაოს. მიმომხილველი იხილავს:

ა) შესრულდა თუ არა სამუშაო პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად;

    ბ) წარმოიშვა თუ არა მნიშვნელოვანი პრობელემები, რომლებიც შემდგომ განხილვას საჭიროებს;

    გ) ჩატარდა თუ არა სათანადო კონსულტაციები და დოკუმენტურად გაფორმდა და განხორციელდა თუ არა გამოტანილი დასკვნები;

    დ) საჭიროა თუ არა შესრულებული სამუშაოს ხასიათის, ვადებისა და მოცულობის გადახედვა;

    ე) ადასტურებს თუ არა გამოტანილ დასკვნებს შესრულებული სამუშაო და სათანადოდ აისახა თუ არა ეს დასკვნები დოკუმენტებში;

    ვ) არის თუ არა შეკრებილი მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისი დასკვნის დასასაბუთებლად;

       ზ) მიღწეულია თუ არა გარიგების პროცედურების მიზნები 

    კონსულტაციები

  1. ფირმა ვალდებულია დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული რწმუნებით იმისა, რომ:

ა) ჩატარდა სათანადო კონსულტაციები რთულ ან საკამათო საკითხებზე;

ბ) არსებობს საკმარისი რესურსები სათანადო დონის კონსულტაციების მისაღებად;

გ) დოკუმენტებში აისახა ამ კონსულტაციების ბუნება (შინაარსი) და დიაპაზონი; და

დ) კოსულტაციების შედეგად გამოტანილი დასკვნები აისახა დოკუმენტებში და განხორციელდა.

  1. კონსულტაცია მოიცავს საკითხების განხილვას სათანადო პროფესიულ დონეზე, ფირმის ფარგლებში ან მის მის გარეთ, პიროვნებებთან, რომელთაც აქვთ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება რთული ან საკამათო საკითხების გადასაჭრელად.
  1. კონსულტაცია ითვალისწინებს სათანადო რესურსების, ასევე კოლექტიური გამოცდილების, ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილების მოძიებას ფირმის ფარგლებში. კონსულტაცია ხელს უწყობს ხარისხის უზრუნველყოფას და აუმჯობესებს პროფესიული განსჯის გამოყენებას. ფირმა ცდილობს ისეთი კულტურა შექმნას, სადაც კონსულტაცია აღიარებულია როგორც ძალა და ეხმარება თანამშრომლებს რჩევების მიღებაში რთულ ან საკამათო საკითხებზე.
  1. სხვა პროფესიონალებთან ეფექტური კონსულტაციებისათვის საჭიროა, რომ კონსულტაციების გამწევ პირებს ინფორმაცია მიეწოდოს ყველა სათანადო ფაქტის შესახებ, რათა მათ შეძლონ კვალიფიციური რჩევის მიცემა ტექნიკურ, ეთიკურ ან სხვა საკითხებზე. კონსულტაციების პროცედურები მოითხოვს კონსულტაციებს ისეთ პიროვნებებთან, რომელთაც აქვთ სათანადო ცოდნა, თანამდებობა და გამოცდილება ფირმაში ( ან საჭიროების შემთხვევაში, ფირმის გარეთ) მნიშვნელოვან ტექნიკურ, ეთიკურ და სხვა საკითხებზე და კონსულტაციების შედეგად გამოტანილი დასკვნების დოკუმენტებში ასახვასა და განხორციელებას.
  1. ფირმამ, რომელსაც სჭირდება კონსულტაციები ფირმის გარეთ, მაგალითად, როდესაც მას არა აქვს ამის შიდა რესურსები, შეიძლება უპირატესობა მიანიჭოს (ა) სხვა ფირმის მიერ გაწეულ კონსულტაციებს, (ბ) პროფესიული და მარეგულირებელი ორგანოების კონსულტაციებს ან (გ) კომერციული ორგანიზაციების კონსულტაციებს, რომლებიც ეწევიან შესაფერის ხარისხის კონტროლის მომსახურებას. ამგვარ მომსახურებაზე ხელშეკრულების დადებამდე, ფირმა იხილავს, აქვს თუ არა ამ გარე მომწოდებელს მოცემული მიზნის შესაფერისი კვალიფიკაცია.
  1. სხვა პროფესიონალებისგან მიღებული კონსულტაციების დოკუმანტაცია, რომელიც მოიცავს რთულ ან საკამათო საკითხებს, უნდა შეთანხმდეს როგორც კონსულტაციების მსურველ, ასევე კონსულტაციების გამწევ პირებთან. ეს დოკუმენტაცია საკმარისად სრულყოფილი და დეტალური უნდა იყოს იმისათვის, რომ გასაგები იყოს:

ა) საკითხი, რაზედაც კონსულტაცია ჩატარდა; და 

ბ) კონსულტაციის შედეგები, მათ შორის ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება, გამოტანილი დასკვნების საფუძველი და როგორ განხორციელდა ისინი პრაქტიკაში.

აზრთა სხვადასხვაობა

  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები აზრთა სხვადასხვაობის განსახილველად და გადასაჭრელად გარიგების შემსრულებელი ჯგუფის ფარგლებში, ასევე მათთან, ვისაც კონსულტაციებს უწევენ და, საჭიროების შემთხვევაში, გარიგების პარტნიორსა და გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველს შორის. გამოტანილი დასკვნები დოკუმენტებში უნდა აისახოს და პრაქტიკულად განხორციელდეს.
  1. ამგავრი პროცედურები ხელს უწყობს აზრთა სხვადასხვაობის გამოვლენას უფრო ადრეულ სტადიებზე, გასაგები და ნათელი სახელმძღვანელო მითითებების მიცემას შემდგომი წარმატებული მოქმედებისათვის და მოითხოვს დოკუმენტაციას, რომელიც ასახავს ამ განსხვავებების გდაჭრასა და გამოტანილი დასკვნების პრაქტიკაში განხორციელებას. დასკვნა არ უნდა დაიწეროს, სანამ საკითხი არ გადაწყდება.
  1. ფირმა მიმართავს შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნებას გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ჩასატარებლად, აცნობიერებს, რა რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს აზრთა სხვადასხვაობას და აწესებს პროცედურებს ამგვარი განსხვავებების გადასაჭრელად, მაგალითად, სხვა პრაქტიკოსთან ან ფირმასთან, ან პროფესიონალთან ან მარეგულირებელ ორგანოსთან კონსულტაციების გზით

გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა 

  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც სათანადო გარიგებებისათვის მოითხოვს გარიგების ხარისხის კნტროლის მიმოხილვას, რაც უზრუნველყოფს გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული მნიშვნელოვანი მსჯელობებისა და დასკვნის შედგენისას გამოტანილი დასკვნების ობიექტურ შეფასებას. ამგვარმა პოლიტიკამ და პროცედურებმა უნდა:
  1. მოითხოვოს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა ყველა კოტირებული სამეურნეო სუბიექტის ფინანსური ანგარიშგების აუდიტისათვის;
  1. განსაზღვროს კრიტერიუმები, რომლის მიმართაც უნდა შეფასედეს გასული პერიოდების ფინანსური ინფორმაციის ყველა სხვა აუდიტი და მიმოხილვა, ასევე სხვა მარწმუნებელი და დაკავშირებული მომსახურების გარიგებები, რათა დადგინდეს, ჩატარდეს უნდა თუ არა ამა თუ იმ გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა; და

    გ) მოითხოვოს ყველა გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა, რომელიც დააკმაყოფილებს (ბ) პუნქტის შესაბამისად დადგენილ კრიტერიუმს.

  1. ფირმის პოლიტიკა და პროცედურები გარიგების შესრულების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ჩატარებას უნდა მოითხოვდეს დასკვნის შედგენამდე.
  1. კრიტერიუმები, რომელსაც ფირმა იხილავს იმის დასადგენად, კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარდა რომელი გარიგებები უნდა დაექვემდებაროს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვას, ითვალისწინებს:
  • გარიგების ხასიათს, მათ შორის რა დონეზე მოიცავს ის საზოგადოების ინტერესების სფეროში მყოფ საკითხებს;
  • კონკრეტული გარიგების ან გარიგებების კატეგორიებისათვის უჩვეულო გარემოებების ან რისკების დადგენას;
  • ითხოვს თუ არა კანონი ან მარეგულირებელი წესები გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვას.
  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც განსაზღვრავს:

ა) ამა თუ იმ გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ხასიათს, ვადებსა   და მასშტაბებს;

ბ) კრიტერიუმებს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველთა უფლებამოსილების შესახებ; და

გ) გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის დოკუმენტაციის მიმართ მოთხოვნებს.

გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ხასიათი, ვადები და მასშტაბები

  1. გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა, ჩვეულებრივ, ითვალისწინებს განხილვას გარიგების პარტნიორთან, ფინანსური ანგარიშგების ან სხვა განსახილველი საგნის ინფორმაციისა და დასკვნის მიმოხილვას, კერძოდ, იმის განხილვას, შესაფერისია თუ არა დასკვნა. ეს პროცესი ასევე მოიცავს იმ სამუშაო დოკუმენტების მიმოხილვას შერჩევით, რომელიც ეხება გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჩატარებულ მნიშვნელოვან მსჯელობებს (განსჯას) და მათ მიერ გამოტანილ დასკვნებს. მიმოხილვის მასშტაბები დამოკიდებულია გარიგების სირთულეზე და იმის რისკზე, რომ დასკვნა შეიძლება არ იყოს კონკრეტული გარემოებების შესაფერისი. ამგვარი მიმოხილვა არ ამცირებს გარიგების პარტნიორის პასუხისმგებლობას.
  1. გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისათვის მოიცავს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა:
  • გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ფირმის დამოუკიდებლობის შეფასება  კონკრეტულ გარიგებასთან მიმართებით;
  • გარიგების შესრულების მიმდინარეობისას გამოვლენილი მნიშვნელოვანი რისკები და ამ რისკებზე რეაგირება;
  • ჩატარებული განსჯა (მსჯელობები), კერძოდ, არსებითობისა და მნიშვნელოვანი რისკების შესახებ;
  • ჩატარდა თუ არა სათანადო კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა, ასევე რთულ ან საკამათო საკითხებზე და კონსულტაციების შედეგად გამოტანილი დასკვნები;
  • გარიგების მსვლელობისას გამოვლენილი შესწორებული და შეუსწორებელი უზუსტობების მნიშვნელობა და ადგილმდებარეობა;
  • საკითხები, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ხელმძღვანელობასა და მმართველი ორგნოების წარმომადგენლებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სხვა მხარეებს, როგორიცაა მარეგულირებელი ორგანოები;
  • ასახავს თუ არა შესრულებულ სამუშაოს მიმოხილვისთვის შერჩეული სამუშაო დოკუმენტები, რომელიც ეხება მნიშვნელოვან განსჯასა და გამოტანილი დასკვნების დასაბუთებას;
  • გასაცემი დასკვნის ადეკვატურობა.

  გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარდა სხვა გარიგებებისათვის, შეიძლება მოიცავდეს ყველა ან ზოგიერთ ზემოთ ჩამთვლილი საკითხის განხილვას, კონკრეტული გარემოებებისდა მიხედვით.

  1. გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი მიმოხილვას ახორციელებს თავის დროზე, გარიგების შესრულების მიმდინრეობისას სათნადო სტადიაზე, რათა შესაძლებელი იყოს მნიშვნელოვანი საკითხების დაუყოვნებლივ გადაჭრა მიმომხილველის დასაკმაყოფილებლად, დასკვნის შედგენამდე.
  1. როდესაც გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი იძლევა რეკომენდაციებს, რომელსაც არ იღებს გარიგების პარტნიორი, საკითხი გადაუჭრელი რჩება და მიმომხილველი არ კმაყოფილდება, დასკვნა არ დაიწერება მანამ, სანამ საკითხი არ გადაწყდება ფირმის სხვა პროცედურებით, რომელიც ეხება აზრთა სხვადასხვაობას.

  კრიტერიუმები გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველთა უფლებამოსილების დასადგენად

  1. ფირმის პოლიტიკა და პროცედურები მიმართული უნდა იყოს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმხილველთა დანიშვნაზე და მათი უფლებამოსილების დადგენაზე:
  1. იმ ტექნიკური კვალიფილკაციის მეშვეობით, რომელიც საჭიროა მათი როლის შესასრულებლად, მათ შორის აუცილებელი გამოცდილებისა და უფლებამოსილების მეშვეობით; და
  1. იმ დონით, რა ფარგლებშიც გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველს შეუძლია რჩევების მიცემა გარიგების შესახებ ისე, რომ არ შეილახოს მისი ობიექტურობა.
  1. გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის ტექნიკური კვალიფიკაციის შესახებ დადგენილი ფირმის პოლიტიკა და პროცედურები მიმართულია იმ ტექნიკურ ცოდნაზე, გამოცდილებასა და უფლებამოსილებაზე, რაც აუცილებელია ამ როლის შესასრულებლად. რა არის საკმარისი და შესაფერისი ტექნიკური ცოდნა, გამოცდილება და უფლებამოსილება დამოკიდებული იქნება კონკრეტული გარიგების კონკრეტულ გარემოებებზე. გარდა ამისა, გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტისთვის არის პიროვნება, რომელსაც აქვს საკმარისი და შესაფერისი ცოდნა და უფლებამოსილება, იმოქმედოს როგორც აუდიტის გარიგების პარტნიორმა კოტირებული სამეურნეო სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების აუდიტში.
  1. ფირმის პოლიტიკა და პროცედურები განკუთვნილია გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის ობიექტურობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი:
  1. არ არის შერჩეული გარიგების პარტნიორის მიერ;
  1. სხვამხრივ არ მონაწილეობს მოცემულ გარიგებაში მიმოხილვის პერიოდის განმავლობაში;
  1. არ იღებს გადაწყვეტილებებს გარიგების შემსრულებელი ჯგუფისათვის;

დ) არ ექვემდებარება სხვა ისეთ მოსაზრებებს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მიმომხლველის ობიექტურობას.

  1. გარიგების პარტნიორს უფლება აქვს კონსულტაციისათვის მიმართოს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველს გარიგების შესრულების მიმდინარეობისას. ამგვარმა კონსულტაციამ არ უნდა შელახოს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის უფლება, შეასრულოს თავისი როლი. თუმცა, როდესაც კონსულტაციების ხასიათი და მასშტაბები მნიშვნელოვანი ხდება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს როგორც გარიგების შემსრულებელმა ჯგუფმა, ასევე მიმომხილველმაც, რათა შენარჩუნდეს მიმომხილველის ობიექტურობა. როდესაც ამის გაკეთება შეუძლებელია, გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველად ან პიროვნებად, რომელსაც კონსულტაციები ესაჭიროება გარიგების შესახებ, ინიშნება სხვა პიროვნება ფირმიდან ან შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნება. ფირმის პოლიტიკა მაშინ ითვალისწინებს გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის შეცვლას, როდესაც შესაძლებელია, რომ ზიანი მიადგეს ობიექტური მიმოხილვის ჩატარების შესაძლებლობას.
  1. როდესაც ინდივიდულური პრაქტიკოსი ან პატარა ფირმა დაადგენს, რომ კონკრეტული გარიგებისათვის საჭიროა გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის ჩატარება, შეიძლება შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნების კონტრაქტით აყვანა. ალტერნატიულად, ზოგიერთმა ინდივიდუალურმა პრაქტიკოსმა ან პატარა ფირმამ შეიძლება მოისურვოს სხვა ფირმის გამოყენება გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვაში დასახმარებლად. როდესაც ფირმას კონტრაქტით აჰყავს შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნებები, ფირმა ითვალისწინებს  68-71 პუნქტებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებსა და სახელმძღვანელო მითითებებს 

გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის დოკუმენტაცია

  1. პოლიტიკა და პროცედურები გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის დოკუმენტაციის შესახებ უნდა ითხოვდეს დოკუმენტაციას იმის შესახებ, რომ: 
  1. შესრულდა ფირმის მიერ მოთხოვნილი პოლიტიკა გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვის შესახებ;
  1. გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვა დამთავრდა დასკვნის შედგენამდე;

გ) მიმომხილველისათვის არ არის ცნობილი რაიმე გადაუჭრელი საკითხები, რაც მიმომხილველს დაარწმუნებდა, რომ გარიგების შემსრულებელი ჯგუფის მიერ ჩატარდა მნიშვნელოვანი განსჯა და გამოტანილი დასკვნები არ იყო შესაფერისი. 

მონიტორინგი

  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მას უზრუნველყოფს დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პროცედურები შესაბამისი და ადეკვატურია, ეფექტურად მუშაობს და ხორციელდება პრაქტიკაში. ამგვარი პოლიტიკა და პროცედურები უნდა მოიცავდეს ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის უწყვეტ განხილვასა და შეფასებას, მათ შორის შესრულებული გარიგებების პერიოდულ დათვალიერებას (შემოწმებას).
  1. ხარისხის კონტროლის პოლიტიკისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგის მიზანი მიიღწევა შემდეგი საკითხების შეფასებით:  
  1. პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა;
  1. სათანადოდ იყო თუ არა გააზრებული (დაგეგმილი) ხარისხის კონტროლის სისტემა და ეფექტურად ხორციელდებოდა თუ არა პრაქტიკაში; 

გ)   სათანადოდ გამიოიყენებოდა თუ არა ფირმის ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, მაშასადამე, ფირმის ან გარიგების პარტნიორის მიერ გაცემული დასკვნა კონკრეტული გარემოებების შესაფერისია თუ არა;

  1. ფირმა მონიტორინგის პროცესზე პასუხისმგებლობას აკისრებს პარტნიორს ან პარტნიორებს, ან სხვა პირებს, ვისაც აქვს საკმარისი და შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება და უფლებამოსილება ფირმაში ამ პასუხისმგებლობის თავის თავზე ასაღებად. ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ატარებენ კომპეტენტური პირები. მონიტორინგის პროცესი მოიცავს როგორც ხარისხის კონტროლის სისტემის კონსტრუქციის მიზანშეწონილობის, ასევე მისი მუშაობის ეფექტიანობის შემოწმებას.
  1. ხარისხის კონტროლის სისტემის უწყვეტი განხილვისა და შეფასების პროცესი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

- პროფესიული სტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების სიახლეების ანალიზს და როგორ აისახა ისინი ფირმის პოლიტიკასა და პროცედურებში, საჭიროების შემთხვევაში;

   - დამოუკიდებლობის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის წერილობითი დადადსტურების ანალიზს;

   -   უწყვეტი პროფესიული ზრდის, მათ შორის პრაქტიკული წვრთნის ანალიზს;

   -  ახალ დამკვეთებთან ურთიერთობის დამყარების, ძველთან ურთიერთობების გაგრძელებისა და კონკრეტულ გარიგებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ანალიზს.

  • გასატარებელი გამოსასწორებელი ღონისძიებებისა და სისტემის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების განსაზღვრას, მათ შორის განათლებასა და პრაქტიკულ წვრთნასთან დაკავშირებული ფირმის პოლიტიკასა და პროცედურებში;
  • ინფორმირებას ფირმის სათანადო პერსონალისთვის სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ, სისტემის გაგების თვალსაზრისით ან სისტემასთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
  • ფირმის სათანადო პერსონალის მიერ კონტროლის განხორციელებას საკითხის ბოლომდე მისაყვანად, რათა სწრაფად შევიდეს აუცილებელი ცვლილებები ხარისხის კონტროლის პოლიტიკასა და პროცედურებში;
  1. შესრულებული გარიგებების დათვალიარება (შემოწმება) შერჩევით, ჩვეულებრივ, ციკლურ საფუძველზე ტარდება. შემოწმებისთვის შერჩეული გარიგებები სულ მცირე ერთ გარიგებას მაინც მოიცავს თითოეული გარიგების პარტნიორისგან, დათვალიერების ციკლის განმავლობაში, რომელიც, როგორც წესი, სამ წელზე მეტ ხანს არ გრძელდება. დათვალიერების ციკლის ორგანიზების წესი, მათ შორის ცალკეული გარიგებების შერჩევის დრო, მრავალ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მათ შორის:
  • ფირმის სიდიდეზე;
  • ოფისების გეოგრაფიული ადგილმდებარეობების რაოდენობაზე;
  • წინა მონიტორინგის შედეგებზე;
  • რა დონის უფლებამოსილება აქვთ როგორც პერსონალს, ასევე ოფისებს (მაგალითად, აქვთ თუ არა ცალკეულ ოფისებს იმის უფლებამოსილება, რომ თვითონ ჩაატარონ თავიანთი დათვალიერება, თუ მხოლოდ სათავო ოფისს აქვს ამის უფლება);
  • ფირმის პრაქტიკისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ხასიათსა და სირთულეზე;
  • ფირმის დამკვეთებთან და კონკრეტულ გარიგებასთან დაკავშირებულ რისკებზე.
  1. დათვალიერების პროცესი მოიცავს ცალკეული გარიგებების შერჩევას, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება შეირჩეს გარიგების შემსრულებელი ჯგუფის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ისინი, ვინც შემოწმებას ახორციელებენ არ მონაწილეობენ გარიგების შესრულებაში ან გარიგების ხასრისხის კონტროლის მიმოხილვაში. დათვალიერების მასშტაბების განსაზღვრის დროს, ფირმას შეუძლია გაითვალისწინოს დამოუკიდებელი გარე დათვალიარების პროგრამის დასკვნები ან მასშტაბები. ამასთან, დამოუკიდებელი გარე დათვალიარების პროგრამა არ არის ფირმის საკუთარი შიდა მონიტორინგის პროგრამის შემცვლელი.
  1. პატარა ფირმებსა და ინდივიდუალურ პრაქტიკოსებს შეუძლიათ მიმართონ შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნებას ან სხვა ფირმას გარიგების დათვალიერების ჩასატარებლად და მონიტორინგის სხვა პროცედურებისათვის. ალტერნატიულად, მათ უფლება აქვთ განსაზღვრონ ღონისძიებები რესურსების გასაყოფად სხვა შესაფერის ორგანიზაციებთან ერთად მონიტორინგის პროცესის ხელშესაწყობად.
  1. ფირმამ უნდა შეაფასოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების შედეგები და განსაზღვროს, რა ტიპისაა ეს ნაკლოვანებები:
  1. გამოლენილი ნაკლოვანება აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემა არ არის დამაკმაყოფილებელი იმ თვალსაზრისით, რომ ფირმა უზრუნველყოს დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ის იცავს პროფესიულ სტანდარტებს, მარეგულირებელ და საკანონმდებლო მოთხოვნებს და ფირმის ან გარიგების პარტნიორის მიერ გაცემული დასკვნა კონკრეტული გარემოებების შესაფერისია; თუ
  1. სისტემური, განმეორებითი ხასიათისაა ან ისეთი მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ საჭიროებს გამოსწორებას.
  1. ფირმამ უნდა აცნობოს შესაბამის გარიგების პარტნიორსა და სხვა სათანადო პერსონალს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ და მოამზადოს გამოსასწორებელი ღონისძიებების რეკომენდაციები.
  1. ფირმის მიერ შეფასებული თითოეული ტიპის ნაკლოვანებისათვის უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები ერთი ან მეტი შემდეგი მიმართულებით:
  1. სათანადო გამოსასწორებელი ღონისძიების გატარება თითოეული გარიგების ან პერსონალის წევრის მიმართ;
  2. აღმოჩენილი ფაქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მათთვის, ვინც პასუხისმგებელია პერსონალის პრაქტიკულ წვრთნასა და პროფესიულ ზრდაზე;

გ) ცვლილებების შეტანა ხარისხის კონტროლის პოლიტიკასა და პროცედურებში;

დ) დისციპლინარული ზომების გატარება მათ მიმართ, ვინც დაარღვია ფირმის პოლიტიკა და პროცედურები, განსაკუთრებით, მათ მიმართ, ვინც ეს არაერთხელ გააკეთა.

  1. როდესაც მონიტორინგის პროცედურების შედეგებიდან ჩანს, რომ დასკვნა შეიძლება არ იყოს ადეკვატური, ან გარიგების შესრულების დროს გამოტოვებული იყო პროცედურები, ფირმამ უნდა განსაზღვროს, დამატებით რის გაკეთება იქნება მიზანშეწონილი იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს შესაბამისობა პროფესიულ სტანდარტებთან, მარეგულირებელ და საკანონმდებლო მოთხოვნებთან. ფირმამ ასევე უნდა განიხილოს იურიდიული კონსულტაციის საჭიროების საკითხიც.
  1. ფირმამ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს გარიგების პარტნიორებს და სხვა შესაფერის პირებს ფირმის ფარგლებში სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, მათ შორის ფირმის უფროს აღმასრულებელ პირს, ან სადაც ეს შესაფერისია, ფირმის პარტნიორთა მმართველ ორგანოს. ამგვარმა ინფორმირებამ ფირმას და ამ პიროვნებებს საშუალება უნდა მისცეს, რომ, სააჭიროების შემთხვევაში, გაატარონ სწრაფი და შესაფერისი ზომები მათთვის დადგენილი როლისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად.  ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
  1. ჩატარებული მონიტორიგის პროცედურების აღწერას;
  1. მონიტორინგის პროცედურებიდან გამოტანილ დასკვნებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში, სისტემური, განმეორებითი ან სხვა სახის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა და იმ ღონისძიებების აღწერას, რომელიც გატარდა ამ ნაკლოვანებების გადასაჭრელად ან ცვლილებების შესატანად.

  1. გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ ანგარიშის წარდგენა იმ იროვნებებისათვის, რომლებიც არ არიან გარიგების პარტნიორები, ჩვეულებრივ არ მოიცავს შემოწმებული კონკრეტული გარიგებების იდენტიფიკაციას, თუ ამგვარი იდენტიფკაცია არ არის აუცილებელი გარიგების პარტნიორების გარდა სხვა პირების პასუხისმგებლობების სათანადო დონეზე შესრულებისათვის 
  1. ზოგიერთი ფირმა მუშაობს როგორც ქსელის ნაწილი და თავსებადობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება მონიტორინგის ყველა ან ზოგიერთ პროცედურას ქსელის ბაზაზე ახორციელებდეს. როდესაც ფირმები ქსელის ფარგლებში მუშაობენ, მონიტორინგის ერთიანი პოლიტიკისა და პროცედურებით, რომლებიც განკუთვნლია წინამდებარე ხკსს-თან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და ეს ფირმები ეყრდნობიან ამგვარ მონიტორინგის სისტემას:
  1. სულ მცირე წელიწადში ერთხელ მაინც, ქსელი აწვდის ინფორმაციას ქსელის ფირმებიდან სათანადო პიროვნებებს მონტორინგის პროცესის ერთიანი მასშტაბების, მოცულობისა და შედეგების შესახებ;
  1. ქსელი დაუყოვნებლივ აცნობებს სათანადო პიროვნებებს ქსელის შესაბამისი ფირმიდან ან ფირმებიდან, ხარისხის კონტროლის სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებების შესახებ, რათა შესალებელი იყოს აუცილებელი ზომების გატარება;

გ)  ქსელის ფირმების გარიგების პარტნიორებს უფლება აქვთ დაეყრდნონ ქსელის ფარგლებში ჩატარებული მონიტორინგის პროცესის შედეგებს, თუ ფირმები ან ქსელი რაიმე სხვა რჩევას არ აძლევენ.

  1. მონიტორინგთან დაკავშირებულ სათანადო დოკუმენტაციაში:
  1. განსაზღვრულია მონიტორინგის პროცედურები, მათ შორის შესრულებული გარიგებების შერჩევის პროცედურა დათვალიერებისათვის (შემოწმებისთვის);
  1. აისახება შემდეგი შეფასებები:

(i)    პროფესიული დტანდარტების, მარეგულირებელი და საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულების;

(ii)    სათანადოდ იყო თუ არა დაგეგმილი და ეფექტურად მუშაობდა თუ არა ხარისხის კონტროლის სისტემა;

(iii)   სათანადოდ გამოიყენებოდა  თუ არა ფირმის ხარისხის კონტროლის პოლიტიკა და პროცედურები, მაშასადამე, არის თუ არა კონკრეტული გარემოებების შესაფერისი ფირმის ან გარიგების პარტნიორების მიერ გაცემული დასკვნა; და

   გ) განსაზღვრულია გამოვლენილი ნაკლოვანებები, შეფასებულია მათი გავლენა და განსაზღვრულია საფუძველი, ბაზა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, აუცილებელია თუ არა შემდგომი მოქმედება და რა ზომები უნდა გატარდეს. 

   საჩივრები და ბრალდებები

  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მას დასაბუთებული გარანტიით იმისა, რომ ფირმა სათანადოდ რეაგირებს: 
  1. საჩივრებსა და ბრალდებებზე, როდესაც ფირმის მიერ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებს, მარეგულირებელ და საკანონმდებლო მოთხოვნებს; და
  1. ბრალდებებზე, რომელიც ეხება ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემასთან შეუსაბამობას.
  1. საჩივრები და ბრალდებები (რომლებიც არ არის აშკარად ცარიელი) შეიძლება წამოვიდეს თვითონ ფირმიდან ან გარედან. ისინი შეიძლება წამოაყენონ ფირმის პერსონალმა, დამკვეთებმა ან სხვა მესამე მხარეებმა და მიიღოს გარიგების შემსრულებელი ჯგუფის წევრებმა ან ფირმის სხვა პერსონალმა.
  1. როგორც ამ პროცესის ნაწილი, ფირმა ადგენს ნათლად განსაზღვრულ არხებს ფირმის პერსონალისთვის, რათა მათ ნებისმიერი პრობლემა იმგვარად დააყენონ, რომ მათ წინსვლის საშუალება ჰქონდეთ საპასუხო ქმედების შიშის გარეშე.
  1. ფირმა ამგვარ საჩივრებსა და ბრალდებებს იკვლევს დადგენილი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად. ამ გამოკვლევას ზედამხედველობას უწევს პარტნიორი, რომელსაც აქვს საკმარისი და შესაფერისი ცოდნა, გამოცდილება და უფლებამოსილება ფირმის ფარგლებში, მაგრამ ვინც სხვამხრივ არ მონაწილეობს მოცემულ გარიგებაში. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში ითვალისწინებს იურისკონსულტის მონაწილეობასაც. პატარა ფირმებსა და ინდივიდუალურ პრაქტიკოსებს უფლება აქვთ ამგვარი გამოკვლევის ჩასატარებლად გამოიყენონ შესაფერისი კვალიფიკაციის გარე პიროვნების ან სხვა ფირმის მომსახურება. საჩივრები, ბრალდებები და საპასუხო ღონისძიებები დოკუმენტურად ფორმდება.
  1. როდესაც გამოკვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ ნაკლოვანებები არსებობს ფირმის ხარისხის კონტროლის პოლიტიკისა და პროცედურების პროექტში ან მუშაობაში, ან რომელიმე პიროვნება ან პიროვნებები არ იცავენ ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემას, ფირმა ატარებს სათანადო ღონისძიებებს, როგორც განხილული იყო 83-ე პუნქტში.

დოკუმენტაცია

  1. ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომელიც მოითხოვს სათანადო დოკუმენტაცის შექმნას მტკიცებულებების უზრუნველსაყოფად მისი ხარისხის კონტროლის სისტემის თითოეული ელემენტის მუშაობის შესახებ. 
  1. როგორ უნდა აისახოს ამგვარი საკითხები დოკუმენტებში, ეს ფირმის გადასაწყვეტია. მაგალითად, დიდ ფირმებს შეუძლიათ ელექტრონული მონაცემთა ბაზების გამოყენება ისეთი საკითხების დოკუმენტირებისათვის, როგორიცაა დამოუკიდებლობის დადასტურება, სამუშაოს შესრულების შეფასებები და მონიტორინგული შემოწმებების შედეგები. შედარებით პატარა ფირმებს შეუძლიათ გამოიყენონ უფრო მეტად არაფორმალური მეთოდები, მაგალითად, ხელით ჩანაწერები, საკონტროლო კითხვარები და ფორმები 
  1. 96. ფირმის ხარისხის კონტროლის სისტემის თითოეული ელემენტის მუშაობის დამატკიცებელი დოკუმენტაციის ფორმისა და შინაარსის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
  • ფირმის სიდიდე და ოფისების რაოდენობა;
  • როგორც პერსონალის, ასევე ფირმის ოფისების უფლებამოსილება;
  • ფირმის პრაქტიკისა და ორგანიაციული სტრუქტურის ხასიათი და სირთულე.
  1. ფირმა ამ დოკუმენტაციას ინახავს იმდენ ხანს, რაც საკმარისია იმისათვის, რომ მონიტორინგის პროცედურების შემსრულებელ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ შეაფასონ, როგორ იცავს ფირმა თავისი ხარისხის კონტროლის სისტემას, ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ ამას მოითხოვს კანონი ან მარეგულირებელი წესები.

ძალაში შესვლის თარიღი

  1. წინამდებარე ხკსს-ის შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემების დაწესება მოითხოვება 2005 წლის 15 ივნისიდან. ფირმები ითვალისწინებენ სათანადო გარდამავალ ღონისძიებებს ამ თარიღისათვის დაუმთავრებელი გარიგებებისათვის 

სახელმწიფო სექტორის პერსპექტივა

  1. ამ სტანდარტის ზოგიერთი ტერმინი "გარიგების პარტნიორი" და "ფირმა" აღქმულ უნდა იქნეს ისე, როგორც მიესადაგება სახელმწიფო სექტორის ეკვივალენტურ ტერმინებს. ამასთან, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სახელმწიფო სექტორისათვის არ არსებობს ტერმინის "კოტირებული სამეურნეო სუბიექტები" ეკვივალენტი., თუმცა, შეიძლება აუდიტი ჩაუტარდეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფო სექტორის სამეურნეო სუბიექტებს, რომლებიც უნდა დაექვემდებარონ კოტირებული სამეურნეო სუბიექტებისთვის დადგენილი გარიგების პარტნიორის (ან ეკვივალენტი) სავალდებულო როტაციის მოთხოვნებს და გარიგების ხარისხის კონტროლის მიმოხილვას. არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ობიექტური კრიტერიუმები, რომელსაც დაეყრდნობოდა ამ მნიშვნელობის განმარტება. თუმცა, ამგვარმა შეფასებამ უნდა მოიცვას ყველა ფაქტორის შეფასება, რომელიც მიესადაგება აუდიტირებულ სამეურნეო სუბიექტს. ამ ფაქტორებს განეკუთვნება: სამეურნეო სუბიექტის სიდიდე, სირთულე, კომერციული რისკი, პარლამენტისა და მედიის დაინტერესება, დაინტერესებულ მხარეთა რაოდენობა და დიაპაზონი.
  1. ხკსს 1-ის 70-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ "ფირმის პოლიტიკა და პროცედურები განკუთვნილია გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველის ობიექტურობის შესანარჩუნებლად". (ა) ქვეპუნქტში მაგალითის სახით აღნიშნულია, რომ გარიგების ხარისხის კონტროლის მიმომხილველი არ არის შერჩეული გარიგების პარტნიორის მიერ. თუმცა, ბევრ იურისდიქციაში, კანონმდებლობით ერთადერთი მთავარი აუდიტორი ინიშნება, რომელიც იმავე როლს თამაშობს, რასაც "გარიგების პარტნიორი" და ვისაც საერთო პასუხისმგებლობა აკისრია სახელმწიფო სექტორის აუდიტებში. ასეთ შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, გარიგების მიმომხილველი უნდა შეირჩეს დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის საჭიროების მოსაზრებით.
  1. სახელმწიფო სექტორში, აუდიტორები შეიძლება დაინიშნონ საკანონმდებლო პროცედურების შესაბამისად. მაშასადამე, ხკსს 1-ის 28-35 პუნქტებში მოცემული მოსაზრებები, რომელიც ეხება ახალ დამკვეთთან ურთიერთობის დამყარებასა და ძველთან ურთიერთობის გაგრელებას, შეიძლება არ გამოდგეს სახელმწიფო სექტორში.
  1. ანალოგიურად, სახელმწიფო სექტორის აუდიტორების დამოუკიდებლობა შეიძლება დაცული იყოს საკანონმდებლო ღონისძიებებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ხკსს 1-ის 18-27 პუნქტებში ხსენებული ზოგიერთი სახის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაემუქროს დამოუკიდებლობას. 

დანართი

ხკსს 1-ის შესაბამისი ცვლილებები, რომელიც გამოიწვია ასს 230-მა (გადასინჯული)   - ძალაში შედის 2006 წლის 15 ივნისიდან

ასს 230-მა (გადასინჯული) "აუდიტის დოკუმენტაცია", რომელიც გამოიცა 2005 წლის სექტემბერში, შესაბამისი ცვლილებები გამოიწვია ხკსს 1-ში. შეცლილი ხკსს 1-ის შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემების დამკვიდრება მოითხოვება 2006 წლის 15 ივნისიდან.

როგორც კი ძალაში შევა ქვემოთ მოტანილი შესაბამისი ცვლილებები, ისინი ჩაირთვება ხკსს –ის ჩონჩხში და ეს დანართი წაიშლება.

ხკსს 1-ს ემატება შემდეგი განმარტება:

  1. ა) "გარიგების დოკუმენტაცია" - შესრულებული სამუშაოს, მიღებული შედეგებისა და პრაქტიკოსის მიერ გამოტანილი დასკვნების ჩანაწერი (ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი "სამუშაო დოკუმენტები"). თითოეული კონკრეტული გარიგების დოკუმენტაცია იკრიბება გარიგების ფაილში.

6-ე პუნქტის ქვეპუნქტები ხელახლა გადაინომრება შესაბამისად.

ხკსს 1-ს დაემატება შემდეგი ახალი ქვესათაური და პუნქტები, როგორც განყოფილების "გარიგების შესრულება" ქვეგანყოფილება, 73-ე პუნქტის შემდეგ.

გარიგების შესრულება 

გარიგების საბოლოო ფაილების ნაკრების შევსება 

73 ა). ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები გარიგების შემსრულებელი ჯგუფისათვის, გარიგების საბოლოო ფაილების ნაკრების შესავსებად გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც საბოლოო სახეს მიიღებს გარიგების დასკვნები.

73 ბ). კანონი ან მარეგულირებელი წესები შეიძლება ადგენდეს ზღვრულ ვადას, რომლის მიხედვთაც უნდა შეივსოს კონკრეტული ტიპის გარიგებებისათვის გარიგებების საბოლოო ფაილების ნაკრები. თუ ამგვარ ვადას კანონი ან მარეგულირებელი წესები არ ადგენს, ფირმამ უნდა დააწესოს გარიგების ტიპის (ხასიათის) შესაფერისი ზღვრული ვადები, რომელიც ასახავს გარიგების საბოლოო ფაილების ნაკრების შევსების საჭიროებას დროულად. მაგალითად, აუდიტის შემთხვევაში, ამგვარი ვადა, ჩვეულებრივ, არ აღემატება აუდიტორის დასკვნის თარიღიდან 60 დღეს.

73 გ). როდესაც ორი ან მეტი სხვადასხვა დასკვნა გაიცემა რომელიმე სამეურნეო სუბიექტის ერთი და იმავე განსახილველი საგნის ინფორმაციაზე, გარიგების საბოლოო ფაილების ნაკრების შევსების ზღვრულ ვადასთან დაკავშირებული ფირმის პოლიტიკა და პროცედურები თითოეულ დასკვნას იმგვარად უნდა ეხებოდეს, თითქოს ეს იყო ცალკე გარიგება. მაგალითად, ასეთი შემთხვევა - ფირმა დასკვნას იძლევა ჯგუფის კომპონენტის ფინანსურ ინფორმაციაზე ჯგუფის კონსოლიდაციის მიზნებისათვის და შემდეგში, სხვა დროს, აუდიტორულ დასკვნას იმავე ფინანსურ ინფორმაციაზე სავალდებულო აუდიტის მიზნებისათვის.

გარიგების დოკუმენტაციის კონფიდენციალოა, უსაფრთხოება, მთლიანობა, ხელმისაწვდომობა და აღდგენითობა

73 დ).  ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები, რომლებიც განკუთვნილია გარიგების დოკუმენტაციის კონფიდენციალობის, უსაფრთხოების, მთლიანობის, ხელმისაწვდომობისა და აღდგენითობის უზრუნველსაყოფად. 

73 ე). სათანადო ეთიკური მოთხოვნები ფირმის პერსონალს ავალდებულებს, რომ მათ ყოველთვის დაიცვან გარიგების დოკუმენტაციაში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალობა, ისეთი შემთხვევების გარდა, როდესაც ინფორმაციის გამჟღავნებაზე არსებობს დამკვეთის ნებარვა, ან საკანონდებლო ან პროფესიული მოვალეობა. კონკრეტული კანონები ან მარეგულირბელი წესები შეიძლება დამატებით ვალდებულებებს აკისრებდეს ფირმის პერსონალს დამკვეთის კონფიდენციალობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პირად მონაცემებს.

73 ვ).  იმის მიუხედავად, გარიგების დოკუმენტაცია ქაღალდზე არსებობს, ელექტრონულად თუ რაიმე სხვა მატარებლებზე, შეიძლება ზიანი მიადგეს შესაბამისი მონაცემების მთლიანობას, ხელმისაწვდომობას ან აღდგენითობას, თუ შესაძლებელი იქნება დოკუმენტაციის შეცვლა, რაიმეს დამატება ან წაშლა ისე, რომ ფირმამ არ იცოდეს, ან თუ შესაძლებელია მათი დაკარგვა ან დაზიანება მუდმივად. შესაბამისად, ფირმა გეგმავს და ახორციელებს სათანადო კოტროლს გარიგების დოკუმენტაციაზე, რათა:

  1. განსაზღვროს, ვინ და როდის ქმნის, ცვლის ან იხილავს გარიგების დოკმენტაციას;
  1. დაიცვას ინფორმაციის მთლიანობა გარიგების ყველა სტადიაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაცია განაწილებულია გარიგების შემსრულებელ ჯგუფში ან გადაეცემა სხვა მხარეებს ინტერნეტის მეშვეობით;

გ)  თავიდან აიცილოს უნებართვო ცვლილებები გარიგების დოკუმენტაციაში; და 

დ)  გარიგების დოკუმენტაციით სარგებლობის უფლება მხოლოდ მაშინ მისცეს გარიგების შემსრულებელ ჯგუფსა და სხვა უფლებამოსილ მხარეებს, როდესაც ეს აუცილებელია მათი პასუხისმგებლობების სათანადო დონეზე შესასრულებლად.

73 ზ).  კონტროლის მეთოდები, რომელსაც ფირმა გეგმავს და ახორციელებს გარიგების დოკუმენტაციის კონფიდენციალობის, უსაფრთხოების, მთლიანობის, ხელმისაწვდომობისა და აღდგენითობის უზრუნველსაყოფად, მოიცავს მაგალითად:

  • პაროლების გამოყენებას გარიგების შემსრულებელი ჯგუფის წევრებისათვის, რათა შეზღუდოს ელექტრონული გარიგების დოკუმენტაციის სარგებლობის უფლება უფლებამოსილი მომხარებლისათვის;
  • სათანადო სარეზერვო ასლების რეჟიმის შემოღებას ელექტრონული ფორმით არსებული გარიგების დოკუმენტაციისათვის გარიგების შესრულების მიმდინარეობისას, შესაფერის სტადიებზე;
  • პროცედურებს ჯგუფის წევრებს შორის გარიგების დოკუმენტაციის სათანადო განწილებისათვის გარიგების დასაწყისში, სათანადო დამუშავებისათვის გარიგების შესრულების პროცესში და შედარებისათვის - გარიგების ბოლოს;
  • პროცედურებს, რომელიც ზღუდავს გარიგების დოკუმენტაციის მანქანური ნაბეჭდი ასლების ხელმისაწვდომობას და მათი სათანადო განაწილებისა და კონფიდენციალური შენახვის საშუალებას იძლევა. 

73 თ).  პრაქტიკული მოსაზრებით, შეიძლება ქაღალდის დოკუმენტაციის ორიგინალების ელექტრონული სკანირება გარიგების ფაილში ჩასართავად. ასეთ შემთხვევაში, ფირმა ახორციელებს სათანადო პროცედურებს, რომელიც გარიგების შემსრულებელი ჯგუფებისაგან მოითხოვს, რომ:

  1. შექმნან სკანირებული ასლები, რომლებიც ასახავს ქაღალდის დოკუმენტაციის ორიგინალების მთლიან შინაარსს, მათ შორის ხელით შესრულებულ ხელმოწერებს, სქოლიოებს (სხვა დოკუმენტებზე ჯვარედინ მინიშნებებს) და ანოტაციებს;
  2. ჩართონ სკანირებული ასლები გარიგების ფაილებში, მათ შორის ხელი მოაწერონ და ინდექსაცია გაუკეთონ სკანირებულ ასლებს, საჭიროებისამებრ;

გ)  უზრუნველყონ, რომ შესაძლებელი იყოს სკანირებული ასლების აღდგენა და გამობეჭდვა, საჭიროების შემთხვევაში.

     ფირმა განიხილავს, დაიტოვოს თუ არა ქაღალდის დოკუმენტაციის ორიგინალები, რომლებიც სკანირებული იყო საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან სხვა მიზნებისათვის.

 გარიგების დოკუმენტაციის შენახვა

 73 ი). ფირმამ უნდა დააწესოს პოლიტიკა და პროცედურები გარიგების დოკუმენტაციის შესანახად იმდენ ხანს, რაც საკმარისია ფირმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ან როგორც მოითხოვება კანონით ან მარეგულირებელი წესებით.

 

 73 კ). გარიგების დოკუმენტაციის შენახვაზე ფირმის მოთხოვნილებები და მისი შენახვის პერიოდი სხვადასხვანაირი იქნება გარიგების ტიპისა და კონკრეტული ფირმის პირობებისდა მიხედვით. მაგალითად, საჭიროა თუ არა გარიგების დოკუმენტაცია მუდმივი მნიშვნელობის საკითხებზე ჩანაწერების უზრუნველსაყოფად მომავალი გარიგებებისათვის. შენახვის პერიოდი შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ფაქტორებზეც, მაგალითად, ადგენს თუ არა ადგილობრივი კანონი ან მარეგულირებელი წესები კონკრეტულ შენახვის პერიოდებს გარკვეული ტიპის გარიგებებისათვის, ან არსებობს თუ არა საყოველთაოდ მიღებული შენახვის პერიოდები მოცემულ იურისდიქციაში, თუკი არ არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო ან მარეგულირებელი მოთხოვნები ამის შესახებ. კონკრეტულად აუდიტის შემთხვევაში, გარიგების დოკუმენტაციის შენახვის პერიოდი, ჩვეულებრივ, არ არის ხუთ წელზე ნაკლები აუდიტორული დასკვნის თარიღიდან, ან ჯგუფის აუდიტორული დასკვნის თარიღიდან, თუ ეს უკანასკნელი უფრო მომდევნო თარიღისაა.

 

73 ლ) გარიგების დოკუმენტაციის შენახვასთან დაკავშირებით ფირმა იღებს ისეთ პროცედურებს, რომლებიც:

 

  • იმის საშუალებას იძლევა, რომ გარიგების დოკუმენტაცია აღდგენითი და ხელმისაწვდომი იყოს დოკუმენტაციის შენახვის პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, ელექტრონული დოკუმენტაციის შემთხვევაში, რადგან გამოყენებული ტექნოლოგია შეიძლება გაუმჯობესდეს ან შეიცვალოს დროთა განმავლობაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს იმ ცვლილებების ჩაწერა, რომლებიც გაკეთდა გარიგების დოკუმენტაციაში მას შემდეგ, რაც გარიგების ფაილები შეივსო;
  • საშუალებას აძლევს უფლებამოსილ გარე მხარეებს ისარგებლოს და მიმოიხილოს კონკრეტული გარიგების დოკუმენტაცია ხარისხის კონტროლის ან სხვა მიზნებისათვის.

  გარიგების დოკუმენტაციის საკუთრების უფლება

  73 მ).  გარიგების დოკუმენტაცია ფირმის საკუთრებაა, თუ სხვა რამეს არ ადგენს კანონი ან მარეგულირებელი წესები. ფირმას უფლება აქვს, თავისი ნებით, დამკვეთებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს გარიგების დოკუმენტაციის ნაწილი ან ამონარიდები ამ დოკუმენტაციიდან, იმ პირობით, თუ ინფორმაციის ამგვარი გამჟღავნებით ზიანიYარ მიადგება შესრულებული სამუშაოს საფუძვლიოანობას, ან მარწმუნებელი გარიგების შემთხვევაში, ფირმის ან მისი პერსონალის დამოუკიდებლობას.

ხკსს 1-ში ძალაში შესვლის პუნქტი იცვლება, როგორც აღნიშნული იყო:

  1. წინამდებარე ხკსს-ის შესაბამისი ხარისხის კონტროლის სისტემების დამკვიდრება მოითხოვება 2005 წლის 15 ივნისიდან (2006 წლის 15 ივნისი 6 (ა) და 73 ა)-მ) პუნქტებისთვის). ფირმები ითვალისწინებენ სათანადო გარდამავალ ღონისძიებებს იმ გარიგებებისათვის, რომლებიც ამ თარიღების დროს დაუმთავრებელია.

 

ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge