საქართველოს პროფესიონალ
ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია


Georgian Federation of
Professional Accountants and Auditors







მემორანდუმები/ჩათვლები


საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა (ბაფი) და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებ

მიმდინარე წლის 22 ივნისს, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, ბაფსა და უნივერსიტეტებს შორის განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში  თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებისა და სასწავლო მასალების გადაცემის ღონისძიება გაიმართა

სასტუმრო თბილისი მერიოტი 22.06.2022

სასტუმრო თბილისი მერიოტი. 22.06.2022

ღონისძიებაზე ბაფისა და შვიდი უნივერსიტეტის (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი) წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ბაფსა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერა

ბაფსა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმზე ხელმოწერა

შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ქალბატონმა ირინა გორდელაძემ ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით უნივერსიტეტების   ხელშეწყობის აუცილებლობის შესახებ, რომელიც მათ მხარდაჭერას ითვალისწინებს, როგორც სასწავლო, ასევე საგამოცდო პროცესის დახვეწის მიმართულებით. 

უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბატონმა დავით სხილაძემ, რომელმაც ისაუბრა  პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტებზე, მათ მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც სტუდენტებს პროფესიული სერტიფიცირების პროცესში მიეცემათ, მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტები საგნების აღიარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

უნივერსიტეტებისა და პროფესიული ორგანიზაციების პროგრამების ურთიერთაღიარების სფეროში თანამშრომლობის როლზე ისაუბრა ბაფის გამგეობის თავმჯდომარემ, ქალბატონმა რუსუდან ჟორჟოლიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით დონორების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ მათ გარეშე ვერ მოხერხდებოდა კადრების მომზადებისა და, ზოგადად,  ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. გამომსვლელმა, ასევე ისაუბრა მიმდინარე რეფორმაში სხვა უნივერსიტეტების, გამსაკუთრებით კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე -ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართვის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს  მემორანდუმზე ხელმომწერი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს: ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის, საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციისა  და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის  წარმომადგენლებს.   

უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, სასერტიფიკაციო პროგრამის მემორანდუმით გათვალისწინებული  მოდულების შესაბამისი  სახელმძღვანელოები გადასცათ ბაფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბატონმა ლავრენტი ჭუმბურიძემ.

მემორანდუმით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გადაცემა

მემორანდუმით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გადაცემა


ყველა უფლება დაცულია © 2015 Gfpaa.ge