ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატების საყურადღებოდ!კანდიდატს მოეთხოვება ბაფის ასოცირებული წევრობა. კანდიდატმა ბაფში უნდა გადაიხადოს:
ცვლილება შეიცვალა სასწავლო სახელმძღვანელოები მოდულებში: „უმაღლესი აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება“ (ყოფილი P7) და ,,ბიზნესი და ტექნოლოგია“ (ყოფილი F1 ,,ბუღალტერი ბიზნესში). გამოცდები 2024 წლის ივნისში ზემოაღნიშნულ მოდულებში ჩატარდება განახლებული სახელმძღვანელოებით. გაცნობებთ, რომ შეიცვალა სასწავლო სახელმძღვანელოები მოდულებში: ,,სტრატეგიული ბიზნეს ლიდერი", ,,საწარმოს სტრატეგიული ანგარიშგება", ,,ქართული ბიზნეს სამართალი". სახელმძღვანელოები ხელმისაწვდომი იქნება სექტემბრიდან. გამოცდები 2023 წლის იანვარში ზემოაღნიშნულ მოდულებში ჩატარდება განახლებული სახელმძღვანელოებით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 სექტემბერს მიღებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ მოთხოვნების უზრუნველსაყოფად განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, გადაისინჯოს პროფესიული სერტიფიცირების სახელმძღვანელო ლიტერატურის (წიგნების) ფასები, სერტიფიცირების გამოცდებისა და ჩათვლის გადასახადი:
3.1 სასერტიფიკაციო პროგრამის ქართულენოვანი გამოცდების თითოეული მოდულის გამოცდის საფასური, 2023 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის გამოცდებისთვის, განისაზღვროს 460 ლარით, დღგ-ს ჩათვლით, მათ შორის:
3.2 სასერტიფიკაციო პროგრამაში 2022 წლის 1 ივლისამდე რეგისტრირებული კანდიდატებისათვის საგადასახადო დაბეგვრასა და ბიზნესსამართალში 3.1 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის საფასური (460 ლარი) ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდის გამოცდებისათვის. 3.2 საგადასახადო დაბეგვრასა და ბიზნესსამართალში ინგლისურ ენაზე ჩატარებული თითოეული მოდულის გამოცდის საფასური, განისაზღვროს 1000 ლარით, დღგ-ს ჩათვლით.
ზოგადი წესები გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყება გამოცდის თარიღამდე 30 დღით ადრე გამოცდაზე ონლაინ რეგისტრაციის წესების მიხედვით და რეგისტრაცია დამთავრდება გამოცდამდე 10 დღით ადრე.http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=53 ბიზნესსამართლის მოდული პროფესიული სერტიფიცირების პროგრამის მეორე ეტაპის ბიზნესსამართლის მოდულის სასწავლო მასალა ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური (70 ლარი), ასევე ელექტრონული ფორმით უსასყიდლოდ ბაფის ვებგვერდზე (http://gfpaa.ge/site/index.php?tid=33&color=green&lid=33&sid=52&artid=51) ბაფის წევრების საყურადღებოდ ფინანსური აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საკითხებში კონსულტაციების მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი საკონტაქტო მეილებით:tamuna9@gmail.com და kote@gfpaa.ge და მობილურით 599 19 49 77 სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი კონტაქტებით: gfpaa@gfpaa.ge მობილური 593 30 98 02 ან 595 92 77 03 წიგნების შესაძენად გთხოვთ წინასწარ (ერთი დღით ადრე) შეათანხმოთ თქვენი ბაფში მოსვლის დრო და წარმოადგინოთ წიგნის საფასურის ბანკში გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან დაუკავშირდით მეილზე s.tshumburidze@baf.ge
ინფორმაცია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვისბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის №ნ-16 ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის 24-ე მუხლის მიხედვით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის, ბუღალტერთა სასერტიფიკაციო პროგრამის დისციპლინების (საგნების) აღიარებას, კომპეტენციის საბაზო დონეზე, ბაფი ახორციელებს. პროფესიული სერტიფიცირების კანდიდატებისათვის, დისციპლინების აღიარების (ჩათვლის) კრიტერიუმად, ბაფს დადგენილი აქვს ცალკეული სასერტიფიკაციო საგნებში სილაბუსების შესაბამისობა 70% და მეტი. ბაფის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამის მოდულებში (1. ბუღალტერი ბიზნესში; 2. მმართველობითი აღრიცხვა; 3. ფინანსური აღრიცხვა) სასწავლებლის კურსდამთავრებულის/სტუდენტის მიერ ჩათვლის მისაღებად, საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა შეავსოს და გამოგზავნოს თანდართული ფორმები (იხილეთ დანართები)
ბაფის განათლების კომიტეტი |